მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს და მაფიის სხვა წევრებს საქართველოს ამოვუღებთ ჯიბიდან
ფოტო: ლელო
"ზესტაფონში არის კორუფცია, რომელსაც უკან უდგას უდიდესი კლანი და მას მთავრობა ხელს აფარებს", — ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზესტაფონის ოფისის გახსნისას განაცხადა.
ლელოს ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და დაპირდა, რომ ქალაქში იმ კორუფციას დაასრულებს, რომლითაც მხოლოდ ერთეული ოჯახები ითბობენ ხელს.
"ჩვენ არ გვაქვს მისათვისებელი ქვეყანა, რომელსაც დღეს მაფიოზური კლანები ითვისებენ. მოღალატე მთავრობის ადგილი ქვეყნის სათავეში არ არის.
ის ქმედებები, რაც ზესტაფონში ბიზნესის სახელსაა ამოფარებული, ბიზნესი არ არის. მე და ბადრის წლების განმავლობაში სხვანაირად გვაქვს საქმე გაკეთებული, სხვა სახის ბიზნესი გვაქვს შექმნილი, სადაც ადამიანი დაცული იყო, სადაც მას ჰქონდა ყველა ის პირობა, რომელიც ღირსეული შრომის უფლებას აძლევდა.
ამ მაფიამ კი ე.წ. ჰიბრიდი გააკეთა, გააერთიანა კერძო, სახელმწიფო და დროებითი მმართველობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზესტაფონიდან მიღებული თანხები ერთეულების ოჯახებში გადანაწილებულიყო. ჩვენ ამ მიდგომას ძირფესვიანად შევცვლით. ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილებს ფარცხალაძეებს და მაფიის სხვა წევრებს იმ საქართველოს, რომელიც ჯიბეში ჩაიდეს, ამოვუღებთ ჯიბიდან", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელომ ქალაქ ზესტაფონში რიგით 22-ე წარმომადგენლობა გახსნა. პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად ყველა ის საკითხი გაიარეს, რომელიც რეგიონს აწუხებს და რისი მოგვარებაც არჩევნების შემდეგ პრიორიტეტია ადგილობრივებისთვის.
"ზესტაფონელები პოზიტიურად დაგვხვდნენ და მათი მხრიდან ნამდვილად იგრძნობა მოტივაცია. მოტივაცია კი ოქტომბრიდან ახალი ცხოვრების დაწყებას გულისხმობს, რომელსაც ლელოსთან ერთად დაიწყებენ. ლელო საქართველოსთვის იქნება ავანგარდში და საქართველოში დაიწყება აღმშენებლობა, რაც თავისთავად სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხებას გულისხმობს. იმ რეფორმების საფუძველზე კი, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, ქართველი ადამიანი დადგება ფეხზე. ეს არის ჩვენი გამოწვევა და მიზანი, რომელსაც განვახორციელებთ", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთანავე ლელოს ლიდერმა მოსახლეობას ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც შექმნის ჯანსაღ სახელმწიფოს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოქტომბრიდან დაიწყება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლის სათავეში ლელო იდგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები