მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში არსებული პრობლემები მის ეფექტურობაზე ეჭვს აჩენს — EMC
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს და აცხადებს, რომ დახმარების გაცემის პროცესი მნიშვნელოვანი პრობლემებით ხასიათდება.
ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობას და რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს:
- დახმარების მიმღებთა რაოდენობა და დახმარების მოცულობა საჭიროებებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება
ორგანიზაცია წერს, რომ ამ დრომდე დახმარება მიიღო 50 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა, 30 000-მდე ფერმერმა, 70 000-ზე მეტმა დაქირავებით დასაქმებულმა და 200 000-მდე სოციალურად დაუცველმა მიიღო.
"თუმცა სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები, განსაკუთრებით თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა რაოდენობას. კვლევის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა ერთი მესამედი ეპიდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგა. სავარაუდოა, რომ მხარდაჭერა სჭირდება გაცილებით მეტ თვითდასაქმებულსაც, რომელთა დიდი ნაწილი (650 000 ადამიანი) სოფლად მაცხოვრებელი მცირემიწიანი ფერმერია", — წერს EMC.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრობლემად რჩება დახმარების მოცულობაც, მაგალითად 200-ლარი ხარვეზიან საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმს უტოლდება. მათივე თქმით, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულთათვის არსებულ და გაზრდილ მრავალმხრივ საჭიროებებს არ შეესაბამება.
- დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურა ხარვეზიანია და მშრომელს დამსაქმებელზე დამოკიდებულს ხდის
EMC აცხადებს, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი, ისევე როგორც დაქირავებული მშრომელები, ხშირად დახმარების მიღებისთვის დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ან, თვითდასაქმებულთა შემთხვევაში, მათ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული ვისგანაც შემოსავალს იღებდა.
"დამსაქმებელთათვის დახმარების არა უპირობოდ, არამედ იმ შემთხვევაში გაცემა, თუ ისინი - მაგალითად სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნებით - დასაქმებულთა ინტერესებს გაითვალისწინებდნენ, ანტიკრიზისულ პროგრამებს მშრომელთა დაცვის ინსტრუმენტადაც აქცევდა", — წერია განცხადებაში.
ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ დახმარების მიღებასთან დაკავშირებით ბუნდოვანი პროცედურები დახმარების მიმღებთა შორის კითხვებს აჩენს და პროცესს აჭიანურებს.
- სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა სექტორში არსებულ სისტემურ პრობლემებს არ ითვალისწინებს
ორგანიზაციის შეფასებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა საჭიროებებთან შეუსაბამოა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართული 650 000 მოქალაქე დიდწილად მცირემიწიანი, თვითდასაქმებული ფერმერია, ხოლო სასოფლო სამეურნეო მიწის ნახევარზე მეტი დაურეგისტრირებელია.
"აშკარაა, რომ ანტიკრიზისული დახმარებით, მათ შორის, გათვალისწინებული აგროდაზღვევითა და აგროკრედიტებით, მხოლოდ ფერმერთა მცირე ჯგუფი ისარგებლებს, ხოლო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობის მრავალმხრივი საჭიროებები უპასუხოდ დარჩება", — წერს EMC.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თვითდასაქმებულ ფერმერთა ნაწილი ვერც მათთვის გამოყოფილი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებს, რადგან სეზონური ან არაფორმალური შრომის გამო 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის დადასტურება გაუჭირდებათ.
- ახალი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დეველოპერული სექტორის ინტერესებზეა მორგებული და საცხოვრისის კუთხით არსებულ პრობლემებს არ ეხმიანება
EMC წერს, რომ მთავრობის ეს შეთავაზება დეველოპერული სექტორის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯია და საცხოვრისის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე უსახლკარობის ზრდის რისკს არ პასუხობს.
- მოწყვლადი ჯგუფების ნაწილი დახმარების გარეშე რჩება
ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკრიზისულ პროგრამებში არაფერია გათვალისწინებული უსახლკაროთათვის, კერძო მევახშეობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულთათვის. მათი განცხადებით, მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას მოუმზადებელი ხვდება სოციალური დაცვის სისტემაც.
- აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კითხვის ნიშნებს აჩენს
ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აღებული ახალი სესხების მთლიანი მოცულობა 4 მილიარდ ლარს აჭარბებს და ახალი საშინაო ვალი, რომელიც ფინანსთა სამინისტოს მიხედვით, 600 მილიონ ლარს უტოლდება, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ახალ რისკებს აჩენს.
"დღემდე შეუსწავლელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია რა გავლენა ექნება ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აღებულ ამ ახალ საკრედიტო ვალდებულებებს. პროცესის უკიდურესი გაუმჭირვალობა აჩენს რისკს, რომ დღეს მობილიზებული თანხების ტვირთი, კრიზისის შემდგომ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება", — წერს EMC.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს მთავრობას:
- გამოსცეს ცხადი და ხელმისაწვდომი მითითებები იმის შესახებ, თუ ვის და რა პირობებით ფარავს ანტიკრიზისულ გეგმაში შემავალი სოციალური დახმარების პროგრამები;
- გამოსცეს მითითებები დასაქმებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების გასაადვილებლად;
- მათთვის, ვინც არსებული პროგრამების მიღმა რჩებიან შემუშავდეს მოქნილი, მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დროებით აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყოფს;
- გასცეს პასუხი კითხვებს საგარეო ვალის შესახებ და არ დაუშვას მათი სოციალური პროგრამების ხარჯზე დაფარვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები