Quickstart მცირე ბიზნესსა და სტარტაპებს ციფრულ მარკეტინგში დახმარებას ჰპირდება
ფოტო: Inspiring / Shutterstock
Quickstart ციფრული სააგენტო Quick-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2019 წლის თებერვალში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი Quickstart - სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სადაც დაინტერესებული პირები Quick-ის სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას, შეძლებენ, მოითხოვონ პირადი კონსულტაცია და, სურვილის შემთხვევაში, სამთვიანი, ინდივიდუალური, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტ და სარეკლამო სტრატეგია შექმნან.
პროექტის შესახებ Quick-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ლუკა ხუნდაძე გვესაუბრა.
როგორ აპირებს Quick სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების დახმარებას? რა გამოცდილების გაზიარებას აპირებთ?
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ციფრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. სწორედ ამაში დავეხმარებით ჩვენ მათ უსასყიდლოდ და მომდევნო ნაბიჯების გადადგმაშიც გავუწევთ მხარდაჭერას.
ეს პროექტი 2 მოდულისგან შედგება: პირველი არის ინფორმაციის მიწოდება და გაცნობა — თუ როგორ შეიძლება, სტარტაპებს ციფრული ტექნოლოგიები დაეხმაროს; მეორე არის პრაქტიკული ნაწილი, როცა მათ კონკრეტულად ორგანიზაციაზე მორგებულ 3-თვიან content-advertising სტრატეგიას ვაწვდით და შემდეგ საკუთარ კომპანიებში ამ სტრატეგიის დანერგვაში ვეხმარებით.
როგორ გაჩნდა ეს იდეა?
პროექტის იდეა მანამდეც არსებობდა. მიგვაჩნია, რომ ციფრული მარკეტინგის განვითარება ბიზნესის წარმატებისთვის ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა, ამ მიმართულებაში ფინანსები ყველაზე ნაკლებად იხარჯება. ვმუშაობდით მცირე ბიზნესთან და სტარტაპებთან, რათა ამ სეგმენტისთვის მაღალი ხარისხის სერვისი მიგვეწოდებინა. თუმცა, ვაწყდებოდით პრობლემას, როცა მათ არ იცოდნენ, რა შესაძლებლობები გააჩნდათ ამ მიმართულებით. ინფორმაციის არქონის გამო ეკონომიკური მიმართულებებიც უფრო ნელა ვითარდება, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზიარებინა ეს ცოდნა, რათა შემდეგ თავადაც დაენერგათ ციფრული მარკეტინგის მიმართულება საკუთარ კომპანიებში.
როგორ შედგება კომუნიკაცია?
პირველ ჯერზე გვაქვს მოდული #1, სადაც 15-დან 20 ადამიანამდე ვიდეოზარის საშუალებით ბიზნესის განვითარებისთვის ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ინფორმაციას იღებს. შემდეგ არის ინტერაქცია და დისკუსია.
ამის შემდეგ მოდის მოდული #2, სადაც გადადის 5 ადამიანი და უკვე პრაქტიკულ ცოდნას იღებს ასევე ვიდეოზარის საშუალებით. ეს ადამიანები კონკრეტული ინდუსტრიებიდან არიან წარმოდგენილნი და მათზე მორგებულ ინფორმაციას იღებენ, თუ როგორ შექმნან მარკეტინგული მიზნები, კონტენტ-სტრატეგია და როგორ გადადგან ბიზნესებმა პირველი ნაბიჯები მისი ინტეგრირებისთვის.
ჩვენ კომუნიკაციას არ ვწყვეტთ ამ ორი მოდულის დასრულების შემდეგაც და უკუკავშირს ან ინფორმაციულ მხარდაჭერას ვთავაზობთ.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენი გუნდიდან გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ სხვა კომპანიებს?
ესენი არიან მარკეტინგ-სტრატეგი, ციფრული ედვერთაიზერი, კონტენტისა და ექაუნთის გუნდის წევრები. ამ ეტაპზე მე ვარ თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და მარკეტინგ-სტრატეგიც.
რამდენ სტარტაპზე დახმარებას გეგმავთ და რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი პროგრამა?
ეს პროექტი ზუსტად ერთწლიანია და ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 1000-მდე სტარტაპსა და მცირე ბიზნესს უნდა გავუწიოთ კონსულტაცია. ონლაინ შეხვედრებს გასული კვირიდან ვმართავთ. მოდული #1 შეხვედრები ყოველ სამშაბათს ჩატარდება ხოლმე, მოდული #2-ის შეხვედრები კი ჯერ არ დაწყებულა.
Quick-ში მიაჩნიათ, რომ თანამედროვე სამყაროში ოპერაციების გაციფრულება ბიზნესის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Quickstart-ის იდეის განხორციელების აუცილებლობა COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები