შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის "საბოტაჟად" შეფასება — მედიაკოალიცია
ფოტო: მთავარი არხი / FB
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მთავარი არხის სიუჟეტზე საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის "საბოტაჟად" შეფასება შემაშფოთებელია.
"ტელეკომპანია მთვარის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება, წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს. დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედია საშუალება, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად", — წერია განცხადებაში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ სიუჟეტით გაშუქებული ფაქტები ნამდვილად წარმოადგენს სიცრუეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი.
"იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია მთავარის მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სუს-ის მიერ მთავარ არხზე გასული სიუჟეტის "საბოტაჟად" შეფასება", — წერს კოალიცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს მიდგომას შეიძლება ეფექტი ჰქონდეს კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებაზე და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მთავარი არხის სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებიც კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობდნენ. უწყების განმარტებით, ისინი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძების ფარგლებში გამოიკითხებიან, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსზე ცრუ შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ დაიწყო.
სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბოტაჟის საქმეზე გამოკითხული მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორად თარგმნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 3 000-დან 10 000 ლარამდე სთავაზობენ.
პასუხად მთავარ არხში აზერბაიჯანულენოვანი ვერსია, ტიტრებით გაუშვეს.
ამავე სამქეზე დღეს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, ხათუნა სამნიძე მოწმის სტატუსით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. მისი თქმით, მას სუს-იდან გუშინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სჭირდებოდათ დასტური, ნამდვილად დაწერა თუ არა მან პოსტი Covid-19-ის სტატისტიკის გაყალბებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მას ამასთან დაკავშირებით არანაირი პოსტი არ დაუწერია და ამ თემაზე მხოლოდ კომენტარები აქვს დაწერილი. თუმცა, პირი, რომელიც მას დაუკავშირდა, მისგან აღნიშნულ საკითხზე პოსტის დაწერის დადასტურებას ითხოვდა.
როგორც სამნიძე ამბობს, ეს "ადამიანების პირდაპირი დაშინება" და ამა გამოძიებასთან საერთო არაფერი აქვს.
მისივე თქმით, ოფიციალური უწყების მიღების შემდეგ, იურისტებთან კონსულტაციას გაივლის და გადაწყვეტს მივიდეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები