კობახიძე აზრით, ბოკერიას მხრიდან "უზრდელობაა" გერმანიის ელჩზე იმის თქმა, რომ "შარში გაეხვა"
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე "უზრდელობად" აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩი "შარში გაეხვა" და მას თანაუგრძნობს. კობახიძე ბოკერიას ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს და ამბობს, რომ ასე წარმოჩნდება, რომ ეს პარტია "ანტიდასავლურია".
"გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, მათი შეურაცხმყოფელი და უზრდელური კომენტარები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე ფორმალურადაც ყალიბდება, როგორც ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. ეს არის შეუქცევადი პროცესი, საზოგადოება ამას ხედავს", — განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩის განცხადებამ "ნათელი მოფინა", თუ რა იყო მოლაპარაკების შინაარსი და არ უკვირს, რომ ამან "გიგა ბოკერიას და ნაციონალების გაღიზიანება გამოიწვია".
გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან დღეს, 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება:
"მომდევნო ორშაბათი გადამწყვეტი დღეა [8 მარტის შეთანხმების] იმპლემენტაციისთვიის და იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა მისცემს ხმას პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას.
ფასილიტატორებმა მკაფიო განცხადება გაავრცელეს ერთი კვირის წინ და აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით".
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გერმანიის ელჩს, ჰურბერტ ქრინშს თანაუგრძნობს, რადგან ის ისევ "შარში გაეხვა". ასე გამოეხმაურა ის ელჩის განცხადებას იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას საკითხს არ მოიცავს და შეთანხმების პირობა ოროვე ხელმომწერმა მხარემ უნდა შეასრულოს.
"თანავუგრძნობ. მერამდენედ უნდა გაეხვეს ეგეთ შარში, "თარგმანში დაკარგულს" გავს. მერე ბოდიშის მოხდა უწევს ხოლმე. ჩვენ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ხო გახსოვთ, მთავრობამ აქ რო მოიყვანა. ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით დიპლომატებს, შარში ეხვევიან და ვუთანაგრძნობ მას", — განაცხადა ბოკერიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები