ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
"ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა დააყენა გაზრდილი საერთაშორისო ვალის, ოკუპანტი ქვეყნის დაუფარავი აგრესიის, კორუფციისა და საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების, ევროპისა და ამერიკის კრიტიკის წინაშე, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უძლებს", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინა, შეაფასა. პარტიის ლიდერი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რუსულ ოკუპაციას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორუფციასთან ბრძოლას შეეხო, რაზეც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნების მმართველობის დროს მთავრობის ვალი 3-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა.
"ამ მთავრობას უნდა დავარქვათ ვალის მთავრობა. რადგან 2013 წლის მონაცემებით საგარეო და საშინაო ვალი, რომელიც 9 მილიარდს შეადგენდა, 2020 წლის მონაცემებით 27 მილიარდამდე გაზარდეს. ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენს არცერთ მოქალაქეს ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლია. ჩვენ გვყავს უუნარო, არაფრის მაქნისი მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის იმედი ვერ გაუჩინა ხალხს," — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საგარეო და საშინაო ვალის უმიზნოდ გაზრდის პარალელურად, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კორუფცია, რომლის საწყისიც თავად მმართველი გუნდია. მათი განცხადება, რომ კორუფციას ებრძვიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისინი აფინანსებენ ჩინოვნიკების სქემებს.
"მე მათ მინდა ვუთხრა, რომ კორუფციის ბუდე და საწყისი თავად არიან. ისინი არათუ ებრძვიან კორუფციას, არამედ უწყობენ ხელს. საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმოებმა, რომელსაც მართავენ ჩინოვნიკები, ე.წ ჰიბრიდულმა გარიგებამ ჭიათურასა და ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზამ და სხვა, 3 მლრდ. ზარალი აჩვენა. დაზარალდა თითოეული მოქალაქე," —განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბრიფინგის დროს ლელო საქართველოსთვის ლიდერი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ოკუპაციას შეეხო.
"ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად," - პრემიერის ამ ფრაზას ხაზარაძემ სამარცხვინო უწოდა, იმ რეალობაში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი ღია ტექსტით, დაუფარავად ემუქრებოდა საქართველოს მოქალაქეს. მისი თქმით, ქართული ოცნების მთავრობას აღნიშნულზე პროტესტი არ გამოუთქვამს, დღევანდელი შეფასება კი უადგილოა.
პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ დღეს საქარველოს ამერიკის მხრიდან ყველაზე მძიმე შეფასებები აქვს, რაც ქართული ოცნების "დამსახურებაა".
აშშ-სთან პარტნიორობას პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა. მამუკა ხაზარაძის განმარტებით კი, მაღალ ნიშნულზე მხოლოდ აშშ-სა და ქართველ ხალხის ურთიერთობაა, რაშიც მმართველ გუნდს წილი არ უდევს. პარტიის ლიდერი იმ კრიტიკაზეც საუბრობს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანამ ამერიკისგან მიიღო. ხაზარაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ თავი გამოიჩინა, როგორც გადამგდებმა და მატყუარა მთავრობამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები