ომბუდსმენი: ოჯახში მოძალადეთა 93% კაცია
ფოტო: Lolostock / Shutterstock
2015 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, რომელშიც 5 106 პირი მონაწილეობდა. მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოძალადეთა 93% კაცია. ეს მონაცემემები წერია სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშში "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა". ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, 13 მაისს გაიმართა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 112-ის სამსახურში შესაძლო ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინებების რაოდენობა 2015 წელს იყო 15 910, 2014 წელს კი - 9 260. როგორც უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, ეს ინფორმაცია პირველადია და არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, არ გაანალიზებულა.
ომბუდსმენი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ასაკობრივ გადანაწილებას განიხილავს და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს (56%) წარმოადგენენ 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები და 45 წელზე მეტი ასაკის კაცები.
სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია, 13 მაისი, 2016
ფოტო: გვანცა ნემსაძე
სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის შესახებ რეგიონებში არსებულ დაბალ მიმართვიანობაზე მიუთითებს. ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას, ომბუდსმენი პრობლემას კოორდინაციასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში ხედავს. ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.
სახალხო დამცველი საქართველოში ფემიციდის ფაქტებზე წერს, რომ 2015 წელს, ქალთა მკვლელობების თუ მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.
კვლევაში განსაკუთრებით არის ყურადღება გამახვილებული ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, რისი მიზეზიც, ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობა გახდა.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია, ხშირად, იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ძალადობის ფაქტები სამართალდამცავი ორგანოებისათვის გარდაცვალებამდე არ ხდება ცნობილი.
თვითმკვლელობის შემთხვევებიდან გამომდინარე, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი უმძიმესი შედეგი თვითმკვლელობამდე მიყვანაა, ხოლო ყველაზე სამწუხარო ტენდენცია კი დანაშაულის ჩამდენის დასჯის სირთულეა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები