საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად სახლში და დანით კლავენ — სახალხო დამცველი
ფოტო: www.dailycal.org/
საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად სახლში კლავენ. ფემიციდის მცდელობაც უმეტესად სახლში ხდება. ამის შესახებ საუბარია ომბუდსმენის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც 2014-2018 წლებს მოიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. აქედან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 — ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე კი, როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.
"გაანალიზებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი უფრო ხშირად არის სახლი, რაც, ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის ხასიათს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის ბევრი საქმე იყო დაკავშირებული ქალის მიერ "საოჯახო როლის" შესრულებასთან თუ ვერ შესრულებათან, რაც უშუალოდ წინ უძღოდა დანაშაულს. როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის იარაღი, უმეტესწილად იყო დანა. მოძალადეთა უმეტესობა, როგორც მკვლელობის, ისე მკვლელობის მცდელობის ჩადენისას ფხიზელი იყო", — აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის მიერ გამოკვლეული მასალების მიხედვით, ქალის მკვლელობისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი — უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 2018 წელს ჩადენილ სამი ქალის გენდერული მკვლელობის საქმეზე. ფემიციდისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო და 2017 წელს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა.
რაც შეეხება ფემიციდის მცდელობას, აქ ყველაზე დიდი სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო, ყველაზე მსუბუქი კი — 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ასევე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა 2017 წელს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დაზარალებული ქალების თითქმის მეოთხედი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ომბუდსმენი განმარტავს, რომ 2014-2017 წლებში შედარებით მცირე იყო იმ საქმეების რიცხვი, სადაც დაზარალებული და ბრალდებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა 2018 წელს — ამ პერიოდში მოხდა 7 ფემიციდის დანაშაული, აქედან ხუთ შემთხვევაში დაზარალებული ეთნიკური უმცირესობის წარმომდგენელი ქალი იყო.
ამავე კვლევის მიხედვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კლავენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი იყენებს ფემიციდის შემდეგ განმარტებას:
ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.
ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლევაში მითითებული სტატისტიკური ინფორმაცია
სასამართლოებიდან მიღებული საქმის მასალების ანალიზს ეფუძნება. ამასთან, ანგარიშში არის პროკურატურის მიერ მიწოდებული სტატისტიკაც, რომელიც, სახალხო დამცველის თქმით, ცალკეულ შემთხვევაში, არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ანგარიშში მითითებულია, რომ მოცემული სტატისტიკა არ უნდა აღვიქვათ 2014-2018 წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტების ზუსტ სტატისტიკად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები