როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა — ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
ფოტო: თოდუას კლინიკა
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში, ხოლო თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა მყარი ინვალიდობის გამომწვევი მთავარი მიზეზია მსოფლიო სტატისტიკაში.
როგორც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დუდანა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები უდიდესი მედიკო-სოციალური პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა სახის პათოლოგია შესაძლოა, ასიმპტომურად მიმდინარეობდეს.
მაინც, რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვოვან პათოლოგიებზე და როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებები?
— რა დაავადებებს იწვევს სისხლძარღვოვანი პათოლოგიები?
— გავრცელებული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები უმთავრესად ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.
არტერიების დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რასაც საბოლოოდ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებამდე (სტენოზამდე) ან სრულ დახშობამდე (ოკლუზიამდე) მივყავართ. დაზიანებული სისხლძარღვის აუზის მიხედვით ხდება იმ ორგანოს სისხლის მიმოქცევის მოშლა, იშემია, რომელსაც მოცემული არტერია კვებავს;
საძილე და ვერტებრული არტერიების, თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებისას, შესაძლოა, განვითარდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე ან ქრონიკული მოშლა — იშემიის მცირე გამოვლინებებიდან ისეთ მძიმე პათოლოგიამდე, როგორიც ინსულტია;
თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში ვითარდება მყარი ჰიპერტენზია, რომელიც ძნელად ემორჩილება ან არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას;
ზემო კიდურების არტერიების შევიწროებისას — რეინოს დაავადება, კიდურის იშემია.
ქვემო კიდურების არტერიების შევიწროებისას — ხანგამოშვებითი კოჭლობა (დაღლა/ტკივილი დატვირთვისას, რომელიც გაივლის მოსვენების პირობებში), კიდურის იშემია, განგრენა და ა.შ.
აორტისა და მსხვილი არტერიებისა პათოლოგიური გაფართოება — ანევრიზმა, რომელიც ურთულესი პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას მიეკუთვნება და შენელებული მოქმედების ნაღმია ადამიანის ორგანიზმში.
ვენური პათოლოგიები — ქვემო კიდურების ვენათა ვარიკოზული დაავადება, რომელმაც შესაძლოა, ქრონიკული ვენური უკმარისობის, ტროფიკული წყლულებისა და ლიმფედემის განვითარებამდე მიგვიყვანოს.
ღრმა ვენების თრომბოზი — უაღრესად საყურადღებო პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში თრომბების წარმოქმნით ხასიათდება. ექიმის კონტროლის გარეშე თრომბოზი შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო.
— როგორ ხდება სისხლძარღვების კვლევა და პათოლოგიათა დიაგნოსტიკა?
— სისხლძარღვების კვლევის ყველაზე გავრცელებული და მიღებული მეთოდია ულტრაბგერითი დუპლექს-სკანირება, რომელიც კვლევის ორმაგი მეთოდის: ექოსკოპია/ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფიული კვლევის კომბინაცია.
სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება კვლევის მაღალინფორმაციული, უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია მაღალი სიზუსტით შეფასდეს: სისხლძარღვის ტოპოგრაფია, გარემომცველი ქსოვილები, მისი სანათური, კედლების მდგომარეობა, პათოლოგიური უბნის, თრომბული მასის, ათეროსკლეროზული ფოლაქის ლოკალიზაცია და ტიპი, სტრუქტურა, დაზიანების ხარისხი. ასევე, პათოლოგიის ჰემოდინამიკური მნიშვნელობა სისხლის ნაკადის ცვლილებების მიხედვით, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობა. ვენური სისტემის კვლევისას განისაზღვრება მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, ფასდება სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.
დოპლეროგრაფიული კვლევის ხარისხი დამოკიდებულია ორ ძირითად კომპონენტზე: ულტრაბგერითი აპარატის შესაძლებლობებსა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტზე. გამოსახულების მაღალი ხარისხის მქონე, თანამედროვე პროგრამებით აღჭურვილი აპარატურა, რომელიც უმცირესი სტრუქტურების ნატიფი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებულად აქტუალურია სისხლძარღვების კვლევაში.
— რა ხანგრძლივობისაა დუპლექს-სკანირების პროცესი და მოითხოვს თუ არა პაციენტის წინასწარ მომზადებას?
— სხვადასხვა სისტემის (კისერი, თავის ტვინი, მუცელი, ზემო, ქვემო კიდურები) სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება, გამომდინარე კვლევის მიზნებიდან, განსხვავდება მასზე დახარჯული დროით. შესაბამისად, კვლევა მოიცავს 20-40 წუთს.
პაციენტის გამოკვლევა უმჯობესია მშვიდ, მოსვენებულ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლძარღვების დუპლექს-სკანირებისას ვიკვლევთ არა მარტო ანატომიურ მონაცემებს, არამედ ვაფასებთ ფუნქციურ, ჰემოდინამიკურ პარამეტრებს.
წინასწარი მომზადება რეკომენდებულია მუცლის ღრუსა და მენჯის სისხლძარღვების კვლევისას. შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების ადეკვატური ვიზუალიზაციისთვის პაციენტი სასურველია, იყოს უზმოდ, გაზებისგან თავისუფალი.
— რა პათოლოგიების გამოვლენა შეუძლია დუპლექს-სკანირებას?
— დუპლექ-სკანირების მეშვეობით ხდება პრაქტიკულად მთელი სხეულის მსხვილი სისხლძარღვების — კისრის, თავის ტვინის, ზედა და ქვედა კიდურების არტერიებისა და ვენების, მუცლის ღრუსა და მენჯის სისხლძარღვების პათოლოგიათა დიაგნოსტიკა.
ჩვენს კლინიკაში არსებული ექსპერტული კატეგორიის ულტრაბგერითი აპარატურა მაღალი სიზუსტით (>95%) იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს და შეფასდეს როგორც არტერიული, ისე ვენური პათოლოგიები; გამოვლინდეს არტერიის შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქითა და თრომბული მასებით, დეფორმაცია, გაფართოება/ანევრიზმა; მოხდეს სტენოზირების ჰემოდინამიკური ხარისხის შესწავლა; შეფასდეს ათეროსკლეროზული ფოლაქის სტრუქტურა, რასაც 2000-იანი წლებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიოკარდიუმის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლის გამო.
დუპლექს-სკანირების მეშვეობით შესაძლებელია ზედაპირული ვენების სარქვლოვანი ნაკლოვანების, ვარიკოზული ვენების შესწავლა. ასევე, ღრმა ვენების თრომბის გამოვლენა და თრომბის ხასიათის, ემბოლოგენურობის შეფასება, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში გართულება — ფილტვის არტერიის (პულმონარული) თრომბოემბოლია.
— როგორი ჩივილებით აკითხავს ადამიანი ექიმ-რადიოლოგს? პაციენტს შეუძლია, თქვენთან საკუთარი ინიციატივით — მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე მოვიდეს?
— დუპლექს-სკანირების კვლევის ჩვენებაა ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა სიარულის დროს, მხედველობის წამიერი დაკარგვა ან მხედველობის ველის ამოვარდნა, მეტყველების გაძნელება, ყურებში შუილი, შავი ან კაშკაშა წერტილების წარმოქმნა მხედველობის არეში, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, პულსაციის შეგრძნება მუცლის არეში, კიდურების დაბუჟება, დასუსტება, ხელის ან ფეხის თითების გაციება, ფერის შეცვლა, ხანგამოშვებითი კოჭლობა (ტკივილი ქვემო კიდურებში სიარულისას, რომელიც ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში), სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში; ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ, ცხრება; კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
დაავადების სიმპტომატიკის მიხედვით სავარაუდო სისხლძარღვოვან პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა და შესაბამისი სისტემის დუპლექს-სკანირებაზე გაგზავნა, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დუპლექს-სკანირების ჩატარების ჩვენება საკმაოდ ფართოა და სისხლძარღვთა კვლევის სპეციალისტთან პაციენტი შესაძლოა, თვითდინებითაც მოხვდეს.
— პროფილაქტიკისთვის თუ არის მიზანშეწონილი დოპლერით გამოკვლევა?
— რა თქმა უნდა. არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ რეკომენდებულია. სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მაღალეფექტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად არის მიჩნეული.
სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კი საშუალებას მოგვცემს, ავიცილოთ დაავადების პროგრესირება, მძიმე, შეუქცევადი გართულებები.
თანამედროვე, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ულტრაბგერითი აპარატურა საშუალებას იძლევა, ძალიან მაღალი სიზუსტით მოხდეს ძირითადი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების არა მარტო სკრინინგი/გამოვლენა, არამედ მათი ხარისხის, გავრცელების, ჰემოდინამიკური მნიშვნელობის თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გადამწყვეტი როლი ენიჭება მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვისა და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისთვის.
— არსებობს თუ არა კრიტიკული ასაკი ან სხვა რისკ-ფაქტორები, როცა აუცილებელი ხდება სისხლძარღვების სისტემატური შემოწმება?
— სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის შეცვლა, კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენები კონტროლირებადია.
ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია, არის ასაკი, სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას), მემკვიდრული ფაქტორები;
მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა კონტროლიც ჩვენს ხელშია: ლიპიდური ცვლის მოშლა, ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, არტერიული წნევა, ჰიპერკოაგულაცია, შაქრიანი დიაბეტი.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია მცირედი სისხლძარღვოვანი პრობლემების გამოვლენისთანავე ჩავიტაროთ შესაბამისი კვლევები; ასევე, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი რისკ-ფაქტორის მქონე პირებში, 40 წლის ზემოთ კაცებსა და მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალების სასურველია, დროგამოშვებით სისხლძარღვების პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.
— თქვენ მუშაობთ ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში. რა მომსახურებასა და გამოკვლევებს სთავაზობს ცენტრის რადიოლოგიური განყოფილება პაციენტებს?
— ჩვენს კლინიკაში სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება უახლესი დიაგნოსტიკური აპარატურა, კვლევის თანამედროვე, არაინვაზიური მეთოდები: სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია და სხვა.
სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ტარდება ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, მიკროცირკულაციის შეფასების ინოვაციური მეთოდიკების, სივრცობრივი გამოსახულების მიღების, ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერგონომიული, პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატზე: Canon-ს Aplio i800. სპეციალური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მივიღოთ პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეზე მაღალი ხარისხის გამოსახულება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ზოგადად ყველა სახის ულტრაბგერით, ისე განსაკუთრებულად სისხლძარღვოვანი კვლევებისთვის. ექსკლუზიური ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია უწვრილესი კალიბრის სისხლძარღვების სანათურის ვიზუალიზაცია, ნაკადის პარამეტრების შესწავლა - შესაბამისი ქსოვილის ვასკულარიზაციის კრიტერიუმების შეფასება.
ასევე, ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის ლაბორატორიული კვლევების აპარატურით. სწორი ლაბორატორიული კვლევების გარეშე შეუძლებელია დაავადების დადგენა, დიაგნოსტირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ყველა საშუალება ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი სისხლძარღვები მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობის საწინდარია და თუკი ჩვენ მიერ ზემოჩამოთვლილი ჩივილები ან რისკ-ფაქტორებია სახეზე, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები