უილიამ ბლეიკი — ბოლო 200 წლის უდიდესი შემოქმედი
ფოტო: The Whitworth
რომანტიკოსმა ფერმწერმა და პოეტმა უილიამ ბლეიკმა ბრიტანეთის კულტურულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სურათები შექმნა — დაწყებული ისააკ ნიუტონის უცნაური გვერდული პორტრეტით, ოკეანის ფსკერზე მყოფი შიშვლად რომაა წელში მოხრილი, დამთავრებული მგზნებარებით აღსავსე ახალგაზრდა ბიჭუნათი, რომელიც ფერთა მთელი სიმრავლის გამობრწყინების ფონზე ფართოდ ხელებგაშლილი ეგებება კაცობრიობის თავისუფლების ახალ განთიადს. არც ისე ცუდია ისეთი ხელოვანისთვის, რომელიც სიცოცხლეში არავის უღიარებია, ბევრმა, სულაც, გიჟად სცნო და უკუაქცია, ბოლოს კი სიღატაკესა და უცნობლობაში მიიცვალა 1827 წელს.
კაპანეუს ღვთისმგმობელი (Capaneus the Blasphemer), 1824-7: მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც იუპიტერის გამოწვევის გამო ელვამ მოკლა. დანტეს ჯოჯოხეთში აღწერილი იყო ისე, "ცეცხლის დელგმას არ ჰგრძნობდეს თითქოს"
ფოტო: National Gallery of Victoria
ბავშვობიდანვე ფანჯრებიდან მომზირალი და კვალდაკვალ ადევნებული ანგელოზებისა და დემონების ხილვებით გარშემორტყმული ბლეიკი წლების განმავლობაში წერდა ისეთ გამოუცნობ წინასწარმეტყველებებს, ცოტა თუ რომ წაიკითხავდა, ხატავდა აკვარელის ისეთ ნახატებს, კიდევ უფრო ცოტას რომ გაუჩნდებოდა შეძენის სურვილი.
ათწლეულების დაუღალავი შრომის შემდეგ მან მოახერხა საკუთარი ნამუშევრების ერთადერთი სოლო გამოფენის მოწყობა — ის სრული კრახი გამოდგა.
"ბლეიკის პრობლემა ისაა, რომ მან ხატვა არ იცოდა", — თქვა რომანტიზმის ერთ-ერთმა მკვლევარმა. ნებისმიერს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბლეიკის ნაივური და უკბილო სრელა კატა, მისი პოემა ვეფხვის (The Tyger) მძვინვარე ფინალური ფრაზის, "შემზარავი სიმეტრიის", ქვეშ რომ ბუდობს, მკვლევრის ამ სასტიკი შენიშვნისადმი გარკვეული სიმპათია გაუჩნდება. და მაინც, ბლეიკის დროგამოშვებითი ულაზათო ფერმწერობის მიუხედავად, მისი ნამუშევრები არის ძიება გრძნობათა წიაღის და ღრმააზროვნების, ნაცვლად დახვეწილობისა და ოსტატობისა.
იერუსალიმი (Jerusalem), 1820: ბლეიკის ეს პოემა ინგლისის არაოფიციალური ეროვნული ჰიმნი გახდა, თუმცა ის ამბოხს ითხოვდა, მისი ავტორი კი, საფრანგეთის რევოლუციის გულშემატკივარი, 1803 წელს ღალატისთვის დაიჭირეს
ფოტო: Yale Center of British Art
იმაში დარწმუნებული, რომ მისი ნამუშევრების მთელ მნიშვნელოვნებას ერთ დღესაც შთამომავლობა დააფასებდა, ბლეიკი იმით ინუგეშებდა თავს, რომ ის დროს უსწრებდა და "მიისწრაფოდა მომავლისკენ". მართალიც იყო. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის განმავლობაში ბლეიკმა გადალახა მისი შემზღუდავი ყველა ჩარჩო და თანამედროვეთა ათვალწუნება. ტეიტის გალერეის ერთ-ერთი კურატორის, მარტინ მაირონის, თქმით, ბლეიკი გახდა "თვითმყოფი გენიისა და განმარტოებული შემოქმედის [ნამდვილი] მოდელი".
ამ ექსცენტრიკული ლონდონელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა უმანკოების წინათგრძნობანი (Auguries of Innocence) იწყება სიტყვებით:
To see a World in a Grain of Sand (იხილო სამყარო ქვიშის მარცვალში)
And a Heaven in a Wild Flower (და ველურ ყვავილში იხილო ზეცა)
Hold Infinity in the palm of your hand (უსასრულობა იპყრო მტევანში)
And Eternity in an hour (ერთ საათში კი მარადისობა)
სიბრალული (Pity), 1795; "ჩემს გონებაში ოთახებია … სავსე ძველი წიგნებითა და ნახატებით, მე რომ დავწერე და დავხატე … და ეს ნამუშევრები მთავარანგელოზთა ტკბობისა და ზრუნვის საგანია", — დაწერა ბლეიკმა
ფოტო: Tate
ბლეიკის სწორედ ეს უნარი, ყურადღება დაიტანოს ნივთიერი სამყაროს ცალკეულ ნამცეცამდე და მარადიული სიმძაფრენი აღიქვას მასში, გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მისივე ნამუშევრების მთელი სიმძლავრისა და ღირსების შეფასებას — ახლოდან ჭვრეტას თვალსაწიერის გაფართოების უცნაური ძალა აქვს.
ამგვარად თუ დავაკვირდებით ბლეიკის ნიუტონს (Newton), დავაფასებთ იმ მავიწროებელ და კლაუსტროფობიურ დაძაბულობებს, რომლებიც ნამუშევარს შინაარსს სძენს.
წყალქვეშა გამოქვაბულის მარჯნებით მოპირკეთებული კლდის შვერილზე უხერხულად მჯდომარე ნიუტონი ტლანქადაა გადახრილი და მის ფერხთით გაშლილ პერგამენტის გრაგნილზე ხაზავს — ამ მოუქნელი ერგონომიკის შემხედვარე, როდენის ქვის მოაზროვნე ნამდვილად მყუდროდაა მოკალათებული.
ნიუტონის აუღელვებელი მზერა და მისი გრძელი თითების ზუსტი პოზიციონირება მიგვანიშნებს, რომ ის რაღაც შემეცნებითი აღმოჩენის პირასაა, თითქოს ისეთი კოდი გაუტეხია, სამყაროს იდუმალებებს რომ ახდის ფარდას — ეს ჩვენი სამყაროს აურაცხელი სირთულისა და წნეხის შუაგულში მყოფი ადამიანის გონების დაუძლეველი ძალის სიმბოლოა.
ნიუტონი (Newton), 1795-1805: ბლეიკი საზოგადოებაში ხელოვნების ფუნდამენტური როლისა და მხატვრული თავისუფლების მნიშვნელობის ერთგული დამცველი იყო
ფოტო: Tate
ან ასეა კი? კარგად დააკვირდით. ხელსაწყოს, რომლითაც ბლეიკმა განზრახ აღჭურვა სახელგანთქმული ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი, კიდევ მრავალჯერ გადააწყდებით მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებში: ეს მხაზველის ფარგალია. ბლეიკის უნიკალურ ვიზუალურ ლექსიკონში ეს ინსტრუმენტი აღნიშნავს ადამიანური აღქმის სივიწროვეს და ის ხდება ერთგვარი "გონების ხუნდები", რომლებიც ჩვენს თვალსაწიერს ატყვევებს.
ბლეიკის ყველაზე ხშირად რეპროდუცირებადი ეს ნახატი (რომელიც შოტლანდიელმა მოქანდაკე ედუარდო პაოლოციმ ბრინჯაოს ქანდაკებად გარდაქმნა, ეს უკანასკნელი კი ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შესასვლელს დარაჯობს) არათუ არ არის ნიუტონის გენიის ქება, არამედ, სინამდვილეში, ის კიცხავს ტლანქ რაციონალობასა და მეცნიერული აზროვნების შეცდომაში შემყვან რწმენას, რომლებიც ხელს უშლის წარმოსახვის თავისუფლებასა და სიღრმეს.
ძველი დღეთა (The Ancient of Days), 1827: პოლიტიკური ტირანიის დროებაში მცხოვრები ბლეიკი რადიკალი იყო, მისი ნამუშევრები კი კიცხავდა ეკლესიასა და სახელმწიფოს, რამაც შემდგომი თაობები შთააგონა
ფოტო: The Whitworth
ირონიულია, მაგრამ მათი ერთხელ შემჩნევაა საკმარისი და მხაზველის ეს ფარგალი ხდება ბლეიკის აღქმის კართა გამღები საკვანძო ხელსაწყო — გამეორებადი მხატვრული ხერხი, რომლის სიმბოლური პირდაპირობა ფერმწერის ყველაზე ცნობილი ნახატების გენიას ხდის ფარდას. ჩვენ ამ ფარგალს კიდევ ერთხელ ვაწყდებით ბლეიკის 1794 წლის ნაშრომის ევროპა: წინასწარმეტყველება სატიტულო გვერდისთვის შექმნილ შთამაგონებელ ნამუშევარში. მისი ე.წ. ძველი დღეთა ასახავს გადმოხრილ ღვთაებას, ზეციური სფეროს ტახტზე აყვანილი და მბჟუტავი ღრუბლებით გარშემორტყმული რომ იწევა ქვემოთ, რათა მიწიერი სამყარო მხაზველის უზარმაზარი ფარგლით განგმიროს. ბლეიკის ჩახლართული მითოლოგიის კონტექსტში ეს მოხუცებული ფიგურა (რომლის დახვეწილი სხეულიც მიქელანჯელოს დაკუნთულ, ცაზე მოლივლივე ღმერთს მოგვაგონებს სიქსტეს კაპელის ფრესკებიდან) შიშის მომგვრელი დემიურგი ურიზენია, ემპირიული მსჯელობის განსახიერება, რომელმაც ჩვენს არსებობას საზღვრები დაუდგინა.
თუმცა, როგორც ხელოვნების ყოველ დიად ნიმუშს სჩვევია ხოლმე, ამ მომაჯადოებელმა ნახატმაც, რომელსაც ბლეიკი არაერთხელ მიუბრუნდა თავისი ცხოვრების განმავლობაში (ავტორი მის ერთ-ერთ ვერსიაზე სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეც კი მუშაობდა), თავი დაიხსნა თავისი საწყისი ვიწრო საზღვრებიდან და კულტურულ ცნობიერებაში იმაზე უფრო მოქნილი და შთამაგონებელი ხატი შეიქმნა, ვიდრე მარტოოდენ გონების გაკიცხვაა. ბლეიკის თქმით, ეს ნამუშევარი იყო ზედმიწევნითი გამოსახულება იმ ხილვისა, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც კიბეზე ადიოდა საკუთარ სახლში, ლონდონში, ჰერკულეს-როუდზე, სადაც ის და მისი ცოლი კეტრინი 1790-იანებში ცხოვრობდნენ.
ალბიონი (Albion), დაახ. 1793, იყო ბრიტანეთის მითური დაარსების ვიზუალიზაცია
ფოტო: Huntington Art Collections/Tate
დაბოლოს, გავიხსენოთ ბლეიკის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ნამუშევარი — ალბიონი, იგივე ნეტარი დღე, როგორც მას ძველად ეწოდებოდა. საკუთარი დასაბამის ჯაჭვებისგან დახსნილი ეს ნახატი ებაასება მის ყველაზე აშკარა წინამორბედს, ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიუსის ადამიანს (Vitruvian Man), რომელიც განადიდებს ადამიანის სხეულის დახვეწილ პროპორციებს რომაელი არქიტექტორის, ვიტრუვიუსის, იმ დაკვირვების ილუსტრირებით, რომ ადამიანის ანატომიური საზღვრები ესაბამება წრეს, რომელსაც ქმნის "ადამიანის ჭიპზე ცენტრირებული ფარგლის მოხაზულობა". მიუხედავად ამისა, ბლეიკი დაცემული სამყაროს გეომეტრიის ტყვეობაზე უარს ამბობს და თავს იხსნის შეურაცხმყოფელი ფარგლის ხელბორკილებისგან, მთლიანად შლის რა წრეს (და კვადრატს), რომლითაც ლეონარდო ატყვევებს თავის პერსონაჟს, რაც ბლეიკის ახალგაზრდა ბიჭუნას საშუალებას აძლევს, უკიდეგანო სამყაროში შეუბორკავმა გადმოაბიჯოს.
ყოველთვის ორიგინალური და ყოველთვის თავისუფლების ლტოლვით შეპყრობილი ბლეიკის ჭეშმარიტი გენია იმალება მის უნარში, ზღვრებს მიღმა ოცნებაში დაგვეხმაროს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები