COVID-19-ის გაკვეთილები — რა კავშირია გარემოს დაცვასა და ეპიდემიების გავრცელებას შორის
ფოტო: Olaf Hajek
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "მწვანე ალტერნატივას" ვებგვერდზე
2004 წელს გამოქვეყნდა გაეროს ანგარიში, უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, რომელზეც დაახლოებით 5 წელი 1500 მეცნიერი მუშაობდა. მისი მიზანი მსოფლიო მშვიდობის საფრთხეების დადგენა და მათთან ბრძოლის გზების განსაზღვრა იყო. დოკუმენტში გამოკვეთილი გლობალური საფრთხეების 6 მიზეზთა შორის იყო სიღარიბე, ინფექციური დაავადებები და გარემოს დეგრადაცია.
ამ სამმა ურთიერთდაკავშირებულმა პრობლემამ წინა დეკადებში ათობით მილიონი ადამიანი შეიწირა, დაასუსტა სახელმწიფოები და ომების პროვოცირებაც კი გამოიწვია. ანგარიშის ავტორები ჯერ კიდევ 16 წლის წინ გვაფრთხილებდნენ, რა სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოების უყურადღებობამ გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ.
გაეროს ანგარიშში მოყვანილია ეპიდემიების შემთხვევები (შიდსი, ტუბერკულოზი), რომლებმაც მილიონობით ადამიანი მოკლა და გაანალიზებულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. შიდსთან ბრძოლის ღონისძიებები შოკისმომგვრელად დაგვიანებულად, ხოლო გამოყოფილი ფულადი რესურსები სამარცხვინოდ მცირედ შეფასდა, რაც იმით აიხსნა, რომ უპირველესად საფრთხე აფრიკას და არა მდიდარ ქვეყნებს შეეხო. დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა SARS-თან ბრძოლაში, რომელიც 3 თვის განმავლობაში 30 ქვეყანაში გავრცელდა (8 ათასი ადამიანი დაავადდა და 774 დაიღუპა).
დოკუმენტში გლობალური კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზებად დასახელდა: გარემოსდაცვით პრობლემების არასათანადო გათვალისწინება უსაფრთხოების, განვითარებისა და ჰუმანიტარულ სტრატეგიებში; ქვეყნების მხრიდან გარემოს დაცვის მიმართ უყურადღებობა და კანონის აღსრულების ხარვეზები; გარემოსდაცვითი მრავალმხრივი ხელშეკრულებების შეუსრულებლობა. გარემოსდაცვითი მმართველობის პრობლემებზე გამახვილებულია ყურადღება იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ გაეროს სხვა ფუნდამენტურ ანგარიშშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ გარემოს დეგრადაციას განაპირობებს ქვეყნების მთავრობების შეცდომები და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე. კერძოდ, მთავრობები უგულებელყოფენ გარემოს დაცვის პრობლემებს და არ ასახავენ მათ კანონმდებლობაში. ხშირ შემთხვევაში, კანონი არსებობს, მაგრამ კანონის აღსრულების დონე ძალზე დაბალია.
კორონავირუსი, რომელიც ცნობილი იყო ღამურებში, შუალედური ცხოველების გავლით გადავიდა ადამიანზე და მუტაციის შემდეგ დაიწყო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა — ისევე როგორც ეს მოხდა ებოლას, სარსის, ნიპაჰისა და მარბურგის შემთხვევაში. უფრო ადრე შიდსის ვირუსი შიმპანზედან, ინფლუენზა — გარეული ფრინველებიდან, ხოლო ლასას ცხელება მღრღნელებიდან გადაეცა ადამიანს.
დაავადებებს, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანს გადაეცემა, ზოონოზური დაავადებები ეწოდება. მეცნიერები ამბობენ, რომ პრობლემას წარმოადგენენ არა ცხოველები, არამედ ჩვენ — ადამიანები. გარეული ცხოველები ყოველთვის იყვნენ ვირუსის მატარებლები.
ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების განადგურება, ურბანიზაცია, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ნადირობა და გლობალური ვაჭრობა ცოცხალი ცხოველებით ან მათი ნაწილებით (გართობის, საკვებად და ნაკეთობების სახით გამოყენების მიზნით, რაც მილიარდობით დოლარის ბრუნვას უკავშირდება) უფრო და უფრო ამჭიდროვებს ადამიანების კონტაქტს გარეულ ცხოველებთან. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ვირუსებს, რომ დააინფიცირონ ადამიანები.
ადამიანის ინფექციური დაავადებების 70% ზოონოზური წარმოშობისაა, ხოლო ბუნებაში თითქმის 1,7 მილიონი შეუსწავლელი ვირუსი არსებობს, რომელთა ნაწილი ასევე შეიძლება გადავიდეს ადამიანზე და მორიგი ეპიდემია გამოიწვიოს. პათოგენების რეზერვუარს, ძირითადად, მღრღნელები და ღამურები წარმოადგენენ. მღრღნელები დედამიწაზე არსებული ძუძუმწოვრების ნახევარს შეადგენენ, ღამურები — მეოთხედს.
სავარაუდოა, რომ გამოჩნდებიან ახალი ინფექციური დაავადებებიც და შესაძლოა, ძველებიც ხელახლა აფეთქდნენ. მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კორონავირუსის პანდემია შეიძლება მივიღოთ, როგორც სასიკვდილო გაფრთხილება, საიდანაც სათანადო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ: ცხოველებს, ველურ ბუნებას უნდა შევხედოთ, როგორც პარტნიორებს, რომელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საბინადრო გარემო უნდა შენარჩუნდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ინფექციების მომავალი გლობალური აფეთქება.
გარდა ნადირობისა, ცხოველებით ვაჭრობისა და მათი საბინადრო გარემოს განადგურებისა, არის სხვა გარემოსდაცვითი პრობლემებიც, რომლებმაც, სავარაუდოდ, ხელი შეუწყვეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას და დაავადებულთა სიკვდილიანობის ზრდას: ჰაერის სამრეწველო დაბინძურება, რომელიც გულსისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემებს აზიანებს, სწორედ ამ ფაქტორთა შორისაა.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რომ მომავალში მეტი ყურადღება მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს; აქცენტი გადავიტანოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებასა და მწვანე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაზე, შევინარჩუნოთ ბუნებრივი ეკოსისტემები და სახეობები; დიდ წარმატებად არ ჩავთვალოთ, რომ კორონა-კრიზისის შედეგად გაჩერებული ეკონომიკის გამო, ცალკეულ ქვეყნებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. წარმოებისა და მოხმარების სისტემების ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ამგვარი ეკონომიკური კრიზისებით გამოწვეული ემისიების შემცირება მოკლევადიანი იქნება.
სტატია მოამზადა "მწვანე ალტერნატივამ" ფონდი "ღია საზოგადოება — საქართველოს" მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს "მწვანე ალტერნატივას" პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს ფონდი "ღია საზოგადოება — საქართველოს" შეხედულებათა ამსახველად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები