ბროდვეის ცნობილი მიუზიკლი ონლაინ გამოვიდა — რა უნდა ვიცოდეთ ჰამილტონის შესახებ
ფოტო: Disney+
დღეს, უკვე რამდენიმე საათში, Disney+ პლატფორმაზე ბროდვეის ცნობილი მიუზიკლი ჰამილტონი გახდება ხელმისაწვდომი. შოუს ყველა ფანი — განურჩევლად იმისა, უკვე იხილეს მათ წარმოდგენის ჩანაწერი თუ, უბრალოდ, უამრავჯერ მოუსმინეს ალბომს — ამ მომენტს უკვე წლებია, ელის.
და მაინც, ბევრი — მათ შორის, შესაძლოა, თქვენც, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ — ასე დაინტერესებული არ არის ლილ-მანუელ მირანდას მიუზიკლით, რომელმაც ტონის რეკორდული 16 ნომინაცია მოიპოვა 2016 წელს. ალბათ, ვერც იმას ხვდებით, რატომ არის მიუზიკლი ასეთი სენსაცია. მოდით, პირდაპირ ვიკითხოთ: ჰამილტონი ნამდვილად ასეთი კარგია?
მოკლე პასუხია: კი.
უფრო გრძლად თუ ვიტყვით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც მოიპოვა ჰამილტონმა ასეთი პოპულარობა ბოლო წლებში, ბროდვეის საზღვრებს მიღმა თავისი დებიუტის შემდეგ. სიუჟეტში, რომელიც, არსობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების ისტორიაა, არაფერი ახალი არ არის; ის მოიცავს კარგად ნაცნობ ისტორიულ მოვლენებს — დამოუკიდებლობისთვის ომში გამარჯვებას, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის დაარსებასა და ისეთი დოკუმენტების წერას, როგორებიცაა, მაგალითად, ფედერალისტური წერილები — რომლებიც ამ ქვეყნისთვის ძირეულია.
ამ ყოველივეს ცენტრში მოქცეული იყო ალექსანდერ ჰამილტონი, რომელიც კარიბების ერთ-ერთ კუნძულზე დაიბადა და შედარებით ახალგაზრდა გარდაიცვალა, და ასევე მისი თანამედროვე ჯორჯ ვაშინგტონი, ჯეიმზ მედისონი, თომას ჯეფერსონი და აარონ ბური, რომლებიც ასევე არიან შოუს პერსონაჟები.
მიუზიკლის სიახლეს წარმოადგენს მირანდას ჩანაფიქრი, რომ შოუ იქნებოდა "მაშინდელი ამერიკის ისტორია, რომელსაც ახლანდელი ამერიკა ყვება". დამფუძნებელი მამების როლებს ასრულებენ შავკანიანი და ყავისფერკანიანი მსახიობები — იმ თემთა წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან იშვიათად წარმოდგინდებიან როგორც ამერიკის ისტორიაში, ისე ბროდვეის სცენაზე.
მიუზიკლის სიმღერები 21-ე საუკუნის პოპის, ჰიპ-ჰოპისა და რეპის ჩვენთვის საყვარელი ჰიტებივით ჟღერს და გაჯერებულია ქვეტექსტების შრეებით. ეს მუსიკალური ნომრები ერთდროულად დროულიცაა და დროსაც უძლებს: ისინი მოგვითხრობს როგორც სცენაზე მიმდინარე ამბებზე, ისე თანამედროვე სამყაროში არსებულ მოვლენებზე.
ფოტო: Disney+
ჰამილტონმა მოიგო 11 ტონი, გრემი, პულიცერის პრემია და კიდევ არაერთი ჯილდო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ის მხოლოდ საკვანძო ისტორიული პიროვნებების ამბავს კი არ ყვება, არამედ მათ ასევე უფრო ადამიანურსა და საყოველთაოს ხდის, რასაც სასკოლო წიგნებში ვერ იხილავთ.
ის ყველასთვის კარგად ნაცნობ ეგზისტენციალურ კრიზისს ებრძვის: მცდელობას, შექმნა რაღაც, რაც დროს გაუძლებს, მაქსიმალურად გამოიყენო შენი ამქვეყნად ყოფნის დრო შენთვის ხელმისაწვდომი უნარ-ჩვევებითა და შესაძლებლობებით. თქვენი ამბიცია დალოცვაც შეიძლება იყოს და წყევლაც, თქვენი საარსებო საშუალებანი მხოლოდ პაიკია პოლიტიკურ თამაშში, თქვენს პოტენციალს კი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოეცალოს ძირი, თუნდაც თქვენ მიერვე. ყოველივე ეს ნაკადივით მიედინება და თან ყურადღების ცენტრშია, პარალელურად კი პერსონაჟები განიცდიან სიყვარულს, მეგობრობას, შურსა და ტკივილს, როგორც ყველა ჩვენგანი.
მხოლოდ ესეც კი საკმაოდ ყოვლისმომცველია მიუზიკლის პირველად ნახვისას. ალბათ, ჰამილტონის ახალწვეულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამის ცოდნაა: მოეშვით და ყველაფრის მყისიერად გააზრებას ნუ შეეცდებით — ეს შეუძლებელია. შოუ მთლიანად მუსიკალურია, რის გამოც ყველა ფრაზა და დიალოგი სიმღერების სახით მიეწოდება მაყურებელს, რაც საკმაოდ უცნაური მოსასმენია მათთვის, ვინც მიუზიკლებს არაა მიჩვეული, ჰამილტონი კი კიდევ უფრო გამორჩეულადაა გაჯერებული ტექსტით: ერთგან სწრაფი რეპის სამწამიან მონაკვეთში 19 სიტყვაა თავმოყრილი.
გარდა ამისა, მიუზიკლში ბევრი პერსონაჟია, რომელთაგან ზოგიერთსაც ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ და როლებს შესვენებისას იცვლიან: დავიდ დიგსი თამაშობს მარკიზ დე ლაფაიეტსა და თომას ჯეფერსონს, ოკიერეტეი ონაოდოვანი — ჰერკულეს მალიგანსა და ჯეიმზ მედისონს, ენტონი რამოსი — ჯონ ლორენსსა და ფილიპ ჰამილტონს, ხოლო ჯასმინ ჯონსი პეგი სკაილერისა და მარია რეინოლდსის როლებს ასრულებს.
ჩვენი რჩევაა, ჰამილტონს პირველად ისევე უყუროთ, როგორც ნებისმიერ სხვა ფილმს უყურებდით პირველ ჯერზე: გაერკვიეთ სიუჟეტში, დატკბით წარმოდგენით და განიცადეთ ემოციები. ვინაიდან მიუზიკლი სტრიმინგის სერვისზე გამოდის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაპაუზება, რათა გადახარშოთ, რაც იხილეთ, და უკეთ მიხვდეთ, რა ხდება. ფილმის შესვენება მხოლოდ ერთწუთიანია, თუმცა, თუ საჭირო გახდება, წარმოდგენისთვის ჩვეული 15 წუთითაც შეისვენეთ.
შემდეგ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს ხელახლა ნახოთ მიუზიკლი და გაითვალისწინოთ მისი ამბის მოყოლის სპეციფიკა: დასის სიზუსტე ესოდენ დინამიური ქორეოგრაფიის შესრულებისას, განათების დიზაინის უთქმელი პოეზია და სიმღერათა ტექსტებში შიგადაშიგ არსებული კომენტარები ქალებსა და ფერადკანიანებზე. მალევე იპოვით თქვენს საყვარელ სიმღერებს, აყვებით მისამღერებს და შეჩერდებით გამორჩეულად ლამაზ კადრებზე!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები