მითები, რომლებსაც აუცილებლად გაიგებდი, თუკი წელს მისაღებ გამოცდებს აბარებ
ფოტო: ზუმერი
ყოველი წლის ამ დროს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში ჰაერში დაძაბულობა ისე იმატებს, თითქოს, ხელშესახები ხდება. აბიტურიენტების მომდევნო თაობა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება.
შესაბამისად, ყოველი წლის ამ დროს აქტიურდება ხოლმე ისეთი ურბანული მითები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენი მშობლების თაობას ესმოდა აბიტურიენტობის დროს.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. შესაძლებელია მათთვის, ვინც უკვე გახდა სტუდენტი, ან დიდი ხანია, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი აიღო, ეს მითები ღიმილისმომგვრელია, თუმცა აბიტურიენტებს სხვანაირი წახალისება სჭირდებათ.
სანამ მასწავლებლები, მშობლები, მეზობლები და ახლობლები აბიტურიენტების წახალისების განახლებულ მეთოდებს მიაგნებენ, კომპანია "ზუმერმა" 2020 წლის ყველაზე განერვიულებული თინეიჯერებისთვის იზრუნა და მათი წახალისება სწორედ ასე გადაწყვიტა:
ეს კი ის რჩევები თუ გაფრთხილებებია, რომლებიც აბიტურიენტებს გამოცდების პერიოდში ყველაზე ხშირად ესმით:
გამოცდები "ჩვენ დროს იყო, თუ იყო"
მშობლების თაობა არასოდეს უშვებს შანსს ხელიდან, რომ შეგვახსენოს, თუ როგორი რთული იყო მათ დროს გამოცდები და რომ ახლა გაცილებით მარტივია უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა. სინამდვილეში კი, საქმე ისაა, რომ მშობლებს ის სტრესი და ნერვიულობა ახსოვთ, რაც გამოცდების დროს გამოიარეს. შესაბამისად, ჰგონიათ, რომ ახსოვთ არა ის, რომ გამოცდა სტრესულ გარემოში წერეს, არამედ ის, რომ ეს რთული იყო. თუ რამე არ შეცვლილა მამათა და შვილთა თაობას შორის, ეს მისაღები გამოცდების დროს ნერვიულობის ხარისხია.
ქეთინოს, ნანას, გულიკოს ბიჭი ან გოგო უმაღლესი ქულებით მოხვედრილა "უფასოზე" (100%-იანი გრანტით — თანამედროვე ვარიანტში)
ჩვენ ყველას გვყავს საახლობლო წრეში ერთი მისტიკური დეიდა, რომელიც ერთადერთხელ ვნახეთ ვიღაცის ქორწილში. მას მერე კი ჩვენი მშობლებისგან გამუდმებით გვესმის, თუ როგორი კარგი ოჯახი ჰყავს ამ დეიდას; როგორი განსაკუთრებული და სასახელო შვილები და როგორ არ სჭირდებათ მის შვილებს არც რეპეტიტორთან მეცადინეობა, არც — ზედმეტი შეხსენება სამეცადინოდ დასაჯდომად. არადა, სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივადაა: სავსებით შესაძლებელია, სხვა ნათესავის შვილისთვის (ვინც გაისად ჩააბარებს) სწორედ შენ იყო როლ-მოდელი და ის მისტიკური კონკურენტი, რომელსაც ვერასოდეს ნახავს.
რომ ეს არის ცხოვრების უმთავრესი გამოცდა
მოდით, ვაღიაროთ: არა, ეს არაა ცხოვრების უმთავრესი გამოცდა. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, მით უმეტეს, განათლების დაფინანსება, მაგრამ ცხოვრებაში ამაზე უფრო სერიოზული ბარიერების გადალახვაც მოგიწევს. თუმცა სჯობს, რომ იმ უფრო სერიოზული ბარიერებისთვის მზადება სწორედ ამ გამოცდებიდან დაიწყო.
პროფესია ახლავე უნდა აირჩიო
ეს ყველაზე საშიში მითია, რომელიც რაც მალე გაქრება, მით უკეთესი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. წარმოუდგენელია 18 წლის ასაკში გადაწყვიტო, რას გააკეთებ მთელი ცხოვრება. მეტიც, ძალიან გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია საშვილიშვილოდ ერთი პროფესიის არჩევა დღევანდელ მსოფლიოში — მაშინ, როცა პროცესები ყოველდღიურად იცვლება და ჩქარდება.
უმაღლესი სასწავლებლით იზომება შენი წარმატება
ცხადია, პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს თავისი აურაცხელი დადებითი მხარე აქვს: მაგალითად, მომავალი დამსაქმებელი აუცილებლად ჩაიხედავს შენს CV-ში, თუ რა გაქვს დამთავრებული; პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში უფრო მეტია შანსი, ისეთი ლექტორი გაიცნო, რომელიც სამომავლოდ რეკომენდაციას გაგიწევს ან თავისთან მიგიწვევს სტაჟირების გასავლელად, მაგრამ სათანადო უნარების წყალობით თავისუფლად შეგიძლია, შენი საკონტაქტო წრე გააფართოვო და საჭირო ნაცნობებით დააკომპლექტო; გაიარო სხვადასხვა კურსები და ტრენინგები; უსმინო YouTube-ზე მასტერკლასებს და ა.შ.
და ბოლოს, იცინიან თუ არა მასწავლებლები სემესტრის ბოლოს
სინამდვილეში ამ მითზე სიმართლე საკმაოდ ძნელი დასადგენია. არავინ იცის, მართლა იცინიან თუ არა გულიანად მასწავლებლები ცარიელ კლასებში სემესტრის ბოლოს ჩაჭრილ მოსწავლეებზე. იმედი ვიქონიოთ, რომ — არა და ამას ისევ აბიტურიენტების გასამხნევებლად თუ წასახალისებლად ამბობენ, თუმცა რამდენად გამოსდით განერვიულებული მომავალი სტუდენტების გამხნევება და წახალისება ამ ფორმით, ეს სხვა საკითხია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები