აქცია ცენტრ პოინტის წინააღმდეგ და კომპანიის პასუხი კლიენტებს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
აქცია ცენტრ პოინტის მფლობელთა დასჯის მოთხოვნით
დღეს, 13 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც შპს ცენტრ პოინტ ჯგუფისგან 2006–2007 წლებში ბინები შეიძინეს, ფულიც გადაიხადეს, მაგრამ მათ ბინები დღემდე არ მიუღიათ. საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გაჭიანურებასა აპროტესტებენ. გარდა ამისა, მათ მოთხოვნები აქვთ პროკურატურის მიმართაც:
- მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა;
- შპს ცენტრ პოინტის დამფუძნებლებისა და შპს დექსუსის წარმომადგენლების მიმართ გამოძიების განახლება;
- ამ წლის 8 აგვისტომდე მაია რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილისა და ივანე ცაგურიას გასამართლება;
- პროკურატურის მხრიდან ივლისის თვემდე ცენტრ პოინტის დარჩენილი საქმეების გამოძიება და სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეკა შაფათავამ On.ge-ს უთხრა, ცენტრ პოინტმა 2000 წელს დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებიდან თანხის 80% კლიენტებისგან უკვე მიიღო, თუმცა, არ შეასრულა აღებული ვალდებულებები და ასეულობით ოჯახს ბინა ამ დრომდე არ გადასცემია:
“დარჩენილი დებიტორული დავალიანება, რითიც აპელირებენ რჩეულიშვილები, არის დექსუსის დროს დღგ-ით დაკისრებული თანხები, რისი გადახდის ვალდებულება წესით ფიზიკურ პირებს არ აქვთ”.
ეკა შაფათავის თქმით, დამატებით დაკისრებული თანხების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს დასრულების შემთხვევაში:
“2013 წელს ცენტრ-პოინტის დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე, დექსუსის თანამშრომელს ივანე ცაგურიას თაღლითობის ბრალდებით წაუყენეს ბრალი. შემდეგ მათ 15 დეპუტატი ჩაუდგა თავდებში და წინასწარი პატიმრობა შეუცვალეს გირაოთი”.
აქციის მონაწილეები პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან პროცესის გაჭიანურებას აპროტესებენ:
“თუ საძიებო საქმე აღარაა, გამოიტანონ განაჩენი. უმეტესობა არ ვართ დაკითხული და იგნორირებულები ვართ”.
აქციის მონაწილეების თქმით, ცენტ პოინტის დამფუძნებლები დღემდე აგრძელებენ თაღლითობას და მათ იძულებით თანხების გადახდის ვალდებულებაზე ხელს აწერინებენ.
იმ დეპუტატების ფოტოები, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კერვალიშვილს, პროკურატურის წინ გამართული აქციიდან. 13 მაისი, 2016 წელი
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
აქციის მიმდინარეობისას პროკურატურის თანამშრომლებმა აქტივივისტებს პროკურატორის წარმომადგენელთან შეხვედრა შესთავაზეს, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორები გენერალური ინსპექციის უფროს პროკურორ ზურაბ ბენდელიანს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ეკა შაფათავამ გვითხრა, ბენდელიანი მათ დახმარებას დაჰპირდა:
“შეგვპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს საქმეს და ეცდება, შეგვახვედროს ირაკლი შოთაძეს, შედეგებსაც იმედია უახლოეს მომავალში ვნახავთ”.
ბენდელიანთან შეხვედრის შემდეგ, ეკა შაფათავა და აქციის რამდენიმე მონაწილე თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილეს, მერაბ ჯერენაშვილს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსული შაფათავას თქმით, მერაბ ჯერენაშვილი მათი საქმის შესახებ ინფორმირებული იყო:
"მერაბ ჯერანაშვილმა გვითხრა, რომ პროკურატურაც უკმაყოფილოა, სასამართლო პროცესის გაჩერების გამო მათ რამდენჯერმე მიმართეს კიდეც იუსტიციის საბჭოს, თუმცა უშედეგოდ".
როგორც ჯერენაშვილმა დაზარალებულებს უთხრა, ადრე ცენტრ პოინტის საქმეს ერთი გამომძიებელი უძღვებოდა, ახლა გამოძიებაში დამატებით სამი გამომძიებელია ჩართული პროცესის დასაჩქარებლად. ამ ეტაპზე კი ყველა ეპიზოდის შესწავლა მიმდინარეობს.
ცენტრ პოინტის კლიენტები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.
ცენტრ პოინტისგან დაზარალებულების აქცია მთავარი პროკურატურის წინ, 13 მაისი, 2016
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ცენტრ პოინტის პასუხი აქციის მონაწილეებს
როგორც რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა ლალი ჩოდრიშვილმა On.ge-ს უთხრა, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესის გაჭიანურება ბრალდებულების მიზეზით არ მომხდარა:
“მიზეზი არის მოსამართლის დატვირთული გრაფიკი და ის რომ, პროკურორი შეიცვალა ჩვენგან დამოუკიდებლად. მან კი საქმის გასაცნობად გარკვეული ვადა მოითხოვა. ამ ეტაპზე საქმის განხილვა მიმდინარეობს. მგონია, რომ მაისის ნახევრიდან დაიწყება პროცესი”.
ადვოკატის თქმით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება სრულად არ შეუსრულებიათ არც მომავალ მობინადრეებს:
“რაც შეეხება დამატებით თანხებს, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დებიტორული დავალიანების დაფარვას, რადგან [ხელშეკრულების] გარკვეული ნაწილი ძალიან ბევრს შეუსრულებელი აქვს და ეს სიტუაცია მხოლოდ ერთ ობიექტზე არ ხდება. ეს, ჯამში, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის”.
როგორც ლალი ჩოდრიშვილი განმარტავს, ცენტრ პოინტი კომპანიას მომავალი მობინადრეებისგან მხოლოდ იმ თანხას ითხოვს, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული:
ყველამ უნდა იცოდეს და შეეგუოს, რომ ხელშეკრულება არის ორმხრივად შესასრულებელი და აქ სადაო არ უნდა იყოს არაფერი
“ჩვენი ვალდებულებაა დასრულდეს პროექტები, პარალელურად არსებობს მათი ვალდებულებებიც. ყველამ უნდა იცოდეს და შეეგუოს, რომ ხელშეკრულება არის ორმხრივად შესასრულებელი და აქ სადაო არ უნდა იყოს არაფერი”.
ადვოკატის თქმით, ცენტრ-პოინტის მხრიდან მშენებლობების შეფერხებების მიზეზი 2008 წლის ომი და მსოფლიო კრიზისი გახდა, მშენებლობები ამ ეტაპზე კი მაია რჩეულიშვილის პირადი სახსრებით მიმდინარეობს:
“არცერთი მობინადრის უბინაოდ დატოვებას არ ვაპირებთ და გულწრფელად გეტყვით, მაია მოტივირებულია, რომ ყველა მობინადრე, ვისაც შემოტანილი აქვს თუნდაც ნაწილობრივი თანხა, იმ თანხების ფარგლებში მაინც დაკმაყოფილდეს”.
ლალი ჩოდრიშვილის თქმით, კომპანიას უფლება აქვს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რეალიზაცია მოახდინოს:
“თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი მიზეზითაც არის შეფერხებული მშენებლობა, ჩვენ ვცდილობთ, ერთობლივი გამოსავალი მოიძებნოს და არცერთი მობინადრე დარჩეს დაზარალებული”.
ადვოკატის თქმით, ცენტრ პოინტი მშენებლობებს აგრძელებს. ამ ეტაპზე კი კრწანისის ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები