გირჩი: 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი მაღალი ალბათობით საზიანოა
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის შეფასებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
რა შედეგებს მოუტანს 2017 წლის ბიუჯეტის არსებული პროექტი საქართველოს, გირჩის აზრით:
- არ მოხდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მკვეთრი ზრდა;
- არ გაიზრდება ან შემცირდება ეკონომიკის დაკრედიტება;
- შენარჩუნდება ეკონომიკის ზრდის ძალიან დაბალი ტემპი ან ქვეყანა წავა ეკონომიკურ რეცესიაში;
- არ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან შემცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა;
- ვერ მოხდება სიღარიბის დაძლევა და სოციალური დახმარების სისტემა კვლავ იქნება არაეფექტური;
- განათლების სისტემა ისევ არ აღჭურვავს მომავალ თაობას ისეთი უნარებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინათ.
ძირითადი საკითხები, რომლებიც გირჩს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მოსწონს, ასე გამოიყურება:
- ხელისუფლება არ აპირებს ბიუროკრატიის შემცირებას; სამინისტროების რაოდენობა რჩება უცვლელი; საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 115,756-დან 116,757-მდე იზრდება; კვლავ ვინარჩუნებთ რწმუნებულების უფუნქციო ინსტიტუტს.
- ხელისუფლება არ აპირებს შემოსავლებისა და ხარჯების შემცირებას; შემოსავლები იზრდება 8.555 მილიარდიდან 9.490 მილიარდამდე; ხარჯები იზრდება 8.544 მილიარდიდან 9.121 მილიარდამდე; ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები იზრდება 10.145 მილიარდიდან 11.457 მილიარდამდე.
- ხელისუფლება არ აპირებს გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვის შეწყვეტას სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, პირიქით - სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება თითქმის ორჯერ, 688 მილიონიდან 1.312 მილიარდამდე.
- ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ვალების აღება; 2017 წელს დაგეგმილია 1.793 მილიარდი ლარის ვალის აღება - 1.393 მილიარდი საგარეო, ხოლო 400 მილიონი ლარი საშინაო ვალის სახით; ვალის მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებაში იზრდება 44.2%-მდე.
- ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს ეკონომიკის დაგეგმილ 4%-იან ზრდაში; ვერც იმაში, რომ მისივე გათვლებით (თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია), 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე უფრო ღარიბები ვიქნებით, ვიდრე დღევანდელი იამაიკა, ირანი, აზერბაიჯანი ან ბელორუსი.
- ხელისუფლება არ აპირებს სისტემური ცვლილებების განხორციელებას განათლებაში, ჯანდაცვაში, თავდაცვაში, თვითმმართველობაში და უბრალოდ, ამ სფეროებში ფულის ფლანგვის გაგრძელებას გეგმავს.
- ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ასობით მილიონი ლარის ფუჭად ხარჯვა ვითომ ეკონომიკის მასტიმულირებელ პროგრამებზე, ისევე, როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის (ამ სამინისტროს დაფინანსება იზრდება 90 მილიონიდან 137 მილიონამდე) საკითხებზე.
- ხელისუფლება აპირებს გადასახადების ზრდას (აქციზის) და შემოსული თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (ამ სამინისტროს დაფინანსება იზრდება 950 მილიონიდან 1.258 მილიარდამდე); „ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის“ ილუზიას ანაცვლებს ახალი (მივიწყებული) ილუზია - „ინფრასტრუქტურული ხარჯები გაზრდის ეკონომიკას“.
- ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს სხვადასხვა სტრუქტურებზე ისეთი ხარჯების გაწევა, რომელთაც რაციონალური ახსნა არ აქვს: რელიგიის საკითხთა სააგენტო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სოლიდარობის ფონდი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, კონკურენციის სააგენტო, საპატრიარქო, საზოგადოებრივი მაუწყებელი (ამ უკანასკნელის დაფინანსება იზრდება 46 მილიონამდე) და სხვ.
- ხელისუფლება აპირებს მოსახლეობაზე ლარის იძულებით თავსმოხვევის პოლიტიკა (ე.წ. ლარიზაცია) აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს; 2017 წელს საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობა 65 მილიონი ლარით დააფინანსებს კომერციულ ბანკებს, რომლებიც მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ნაწილს დოლარში გაცემულ სესხებს ლარში დაუკონვერტირებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები