რატომ არის საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი სავალდებულო, ტურისტისთვის კი არა — ჩიქოვანის განმარტება
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა, ხოლო ქვეყანში შემოსული უცხოელი ვიზიტორებისთვის არა, რადგან ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ. ჩიქოვანის განმარტებით, ტურისტებს საქართველოს მოქალაქესთან შედარებით გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.
"ჩვენ თუ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა და შესაბამისად, გაცილებით უფრო ინტენსიურია, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ამაზე ეპიდემიოლოგები უკეთეს პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების და ამ რეგულაციების მიღება" — განაცხადა ჩიქოვანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, აყენებს თუ არა არათანასწორ მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეს, ის, რომ მასთან ერთად, იმავე რეისით მომავალი სხვა ქვეყნის მოქალაქე რეგულაციის გარეშე კვეთს საზღვარს, თავად კი კარანტინში მიდის, ჩიქოვანმა პასუხად "უსაფრთხოებაზე" დაიწყო საუბარი და განაცხადა:
"მოდით ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზეცაა საუბარი ერთის მხრივ.
არა, ეს არ არის დიკსრიმინაციული მიდგომა და არათანაბარი მიდგომა. 5 სახელმწიფოზე რომელსაც ვუხსნით, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველყოვთ ისინი 14-დღიანი კარანტინით", — განაცხადა ჩიქოვანმა და იმაზე დაიწყო საუბარი, რომ მთელი მსოფლიო აქებს საქართველოს მიდგომას საკარანტინო წესებთან, რის შედეგადაც ეპიდვითარება არ გაუარესდა.
მანვე აღნიშნა, რომ იარსებებს ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის საქართველოში და "ამ ფორმის საფუძველზე, რისკების მართვაც უფრო მეტად გაუადვილდებათ". მანვე განაცხადა, რომ ამ ფორმით საქართველო თავის მოქალაქეებს უფრთხილდება. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე — "გერმანიის მოქალაქეებზე გერმანია არ ზრუნავს და საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო ასე გამოდის?" – ჩიქოვანი პასუხობს:
"როდესაც დღეს მოქალაქეები დატოვებენ ტერიტორიას და გავლენ თუნდაც იმ სახელმწიფოში, რომელშიც მათ თავისუფლად შეუძლიათ გადადგილება, დიახ, უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის დაგეგმარებისას ეს ობიექტური რეალობა, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ კოვიდვითარება ქვეყანაში", — განაცხადა ჩიქოვანმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის 5 ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ ტემპერატურა არ აქვთ. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. ეს ქვეყნებია:
- გერმანია;
- საფრანგეთი;
- ლიეტუვა;
- ლატვია;
- ესტონეთი.
მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.
ჩიქოვანის განმარტებით, ამ ქვეყნების რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. მანვე დაასახელა წესები და პირობები, რომელიც ტურისტების შემოსვლისას იმოქმედებს.
გაიგეთ მეტი:
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა, საქართველო მათ 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით გაუხსნის საზღვარს. ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი არ გაუხსნეს, არც საქართველო უხსნის საზღვარს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები