ევროპაბეთის მხარდაჭერით მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი Mental Hub გაიხსნა
ფოტო: ევროპაბეთი
ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა. დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაქმნელად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ მიერ გაწეული ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა იმ სოციალური ჯგუფების რეაბილიტაციაზეა გათვლილი, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია საქართველოშიც თანდათან იძენს აქტუალობას, რის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია responsible.ge. პროექტის ფარგლებში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში კამარა ფსიქოთერაპიის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო. 7 ივლისს კი კომპანიის დაფინანსებით ახალი ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცენტრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების რეაბილიტაციის პროცესში ჩართვასაც გეგმავს.
ამჟამად, მთავარ გამოწვევას ქართული საზოგადოებისთვის Covid-19 წარმოადგენს. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი რამდენიმე თვეა სტრესულ სიტუაციაში მუშაობს, რაც სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. სამედიცინო პერსონალის შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც სწორედ ისინი წარმოადგენენ ცენტრალურ რგოლს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და დარეგულირების კუთხით. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მენტალ ჰაბი სამედიცინო პერსონალს უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.
"მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან მუშაობენ და ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. ამჟამად მნიშვნელოვან გამოწვევას Covid -19-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა წარმოადგენს. სტრესულ გარემოში მუშაობა გავლენას ახდენს პერსონალის შრომის ნაყოფიერებაზე. ამის გამო, გადავწყვიტეთ ჩვენს კოლეგებს უფასო ფსიქოთერაპიული მომსახურება გავუწიოთ", — აცხადებს მენტალ ჰაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი აკაკი ბურკაძე.
უფასო ფსიქორეაბილიტაციის პროგრამების ამოქმედება ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველოს სათამაშო ბიზნესში ევროპული მოდელის დამკვიდრებას.
"პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ კამარასთან სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი თებერვალში გამოცხადდა, პანდემიის გამო მომსახურების მიწოდება არ შეჩერებულა და ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამშრომლობის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პროგრამაში ადგილები მე-2 დღესვე სრულად შეივსო, რამაც მომსახურების გაზრდის საჭიროებაში დაგვარწმუნა. მენტალ ჰაბი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ახალი ცენტრია, რომელიც მაღალი კომპეტენციის პერსონალით არის დაკომპლექტებული, რაც მნიშვნელოვანი რესურსია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის.
responsible.ge-ს ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებასა და ახალი პროგრამების განხორციელებასაც მოვიაზრებთ, რაც ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობას საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაზრდის", — აცხადებს ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
რეგისტრაცია ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებზე მენტალ ჰაბში 8 ივლისიდან დაიწყო. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.
ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.
რეკლამაში დაზოგილი თანხა ევროპაბეთს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები