პური მზეთამზე — სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ტრადიციებსა და თანამედროვეობას აერთიანებს
ფოტო: მზეთამზე
ქართველების პურისადმი დამოკიდებულება, ალბათ, მსოფლიოში გამორჩეულია. ჩვენს წინაპრებს სუფრაზე პირველ რიგში ღვინო და პური გამოჰქონდათ, ამ უკანასკნელს ხელით ტეხდნენ და თუ ძირს დაუვარდებოდათ, სამჯერ კოცნიდნენ.
პურმა საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სარიტუალო და საკულტო მნიშვნელობა მიიღო. ხორბლის წარმოების ერთ-ერთ უძველეს კერაში ყველა კუთხეს თავისთვის დამახასიათებელი პურის სახეობა ჰქონდა. მათი ნაწილი — ლავაში, შოთი, დედას პური, ლაზური თუ კვერი — დღემდე შემორჩენილია, თუმცა ბევრი რამ მივიწყებას მიეცა.
სწორედ პურის წარმოების ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და უნიკალური ხორბლის ჯიშების გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი პროექტ გემოვანის ხელმძღვანელებმა. მათ უძველესი მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმით ჯანსაღი პროდუქტი — პური მზეთამზე შექმნეს.
მზეთამზეს ისტორია 2015 წელს დაიწყო. სწორედ ამ სახელწოდების სოფელში, ბორჯომის რაიონში, პროექტის ხელმძღვანელებმა პირველად წითელი დოლის ჯიშის ხორბალი შეიძინეს და პურის წარმოება დაიწყეს. "მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ეს სიტყვა სამყაროს ცენტრს, მთავარ გრავიტაციას ნიშნავს, რის გარშემოც ყველა გალაქტიკა ბრუნავს" — ასე შეიქმნა ქართულ ნედლეულზე დამზადებული პური.
ფოტო: მზეთამზე
კომპანიაში გვიყვებიან, რომ იდეა განაპირობა ქვეყანაში არსებულმა სასურსათო პოლიტიკამ, რომელიც, მათი თქმით, პროდუქტის უვნებლობაზე აკეთებს მეტ აქცენტს და არა — სურსათის სასარგებლო თვისებებზე. "პური კვებით რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ, ქვეყნის სურსათის სარგებლობიანობაზე ზრუნვა პურით "მზეთამზე"
დავიწყეთ", — გვიყვებიან კომპანიის წარმომადგენლები.
მზეთამზე ყველა სხვა პურისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ერთადერთი ინდუსტრიული და ბაზარზე ფართოდ გავრცელებული პროდუქტია, რომელიც პურის დედაზე მზადდება. პურის დედა ბუნებრივი საფუარია — ესაა ბაქტერია, რომელიც ფქვილის და წყლის შერევით და გარკვეული მოვლის წესით წარმოიქმნება და მასში ჭარბად გვხვდება ვიტამინები. ის საჭმლის მონელების პროცესს უწყობს ხელს და ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ამდიდრებს, რაც, თავის მხრივ, იმუნიტეტს აძლიერებს და დაავადებების დამარცხებაში გვეხმარება.
ფოტო: მზეთამზე
სწორედ ამ ტრადიციული მეთოდის დახმარებით, მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით მიიღება მზეთამზე — პური, რომელიც გადამუშავებისა და წარმოების არცერთ ეტაპზე ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს. მართალია, მისი წარმოებისას უძველესი ტრადიციები გამოიყენება, თუმცა მის გამორჩეულ გემოს, ძველ მეთოდებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებიც განაპირობებს.
მზეთამზეს პირველი სამომავლო გეგმაა, გააერთიანოს პურის სხვადასხვა მცირე საწარმო, რომლებშიც დაინერგება პურის ამგვარი წარმოების ტექნოლოგია, მისი კონტროლის მეთოდოლოგია და წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე სტანდარტები. ამ სტრატეგიით, მზეთამზეს ნიშნით, გეგმავენ, პური მთელი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ქსელებში გავრცელდეს.
ამჟამად ის თბილისსა და რუსთავში, 600-მდე ქსელურ სუპერმარკეტშია ხელმისაწვდომი. კომპანიაში გვიყვებიან, რომ საექსპორტო პოტენციალს ხედავენ ქართული ჯიშის ხორბალში, რომელიც სასელექციოდ კარგ მასალას წარმოადგენს. ის გამძლეა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ სირთულეებს იტანს.
გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები პროექტი გემოვანის ფარგლებში აპირებენ, სოფლად შექმნან და წაახალისონ ადგილობრივი წარმოება, ხელი შეუწყონ ტრადიციული წესით წარმოებულ, ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო პროდუქციის გამოშვებას.
ფოტო: მზეთამზე
"აღმოვაჩინეთ ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება მხოლოდ თითოეულ სოფელთან ინდივიდუალური მიდგომითაა შესაძლებელი. ყველა მათგანს აქვს რაღაც უნიკალური, რომელიც ძალიან მოთხოვნადია პირველ რიგში ქვეყნის შიგნით და შემდეგ ქვეყნის გარეთაც", — ამბობენ პროექტის ინიციატორები.
სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნის გასაზრდელად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად მათ სხვადასხვა პროექტი წამოიწყეს, მათ შორის ტრადიციული ქართული წესით წარმოებული სურსათის გამოფენა-გაყიდვა — გემოვანი ბაზარი და ტურისტული აქტივობები სოფლებში, სადაც წარმოჩენილია მიწათმოქმედი ოჯახების რეალური ყოფა და ფოლკლორი.
პროექტით გემოვანი, ასევე, გათვალისწინებულია ქოლგა სავაჭრო ნიშნის შექმნაც, რომელშიც გაერთიანდება სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის თუ სხვა შინაარსის სავაჭრო ნიშნები და მისი გაცემა დაკავშირებული იქნება წარმოების ხარისხის კონტროლთან. ასევე, გემოვანი გააერთიანებს მცირე საწარმოებსაც, რაც მათი თქმით, პურის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რაც მთავარია, ისინი თითოეული პროექტით ცდილობენ, წარმოაჩინონ საქართველო როგორც უძველესი ტრადიციების და ცოდნის კერა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები