10 ღონისძიება, რომელსაც ეროვნული ბანკი ლარიზაციისთვის გაატარებს
ფოტო: NBG
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ის ღონისძიებები, რომლებსაც დედოლარიზაციისთვის გასწევს.
ეს ღონისძიებები ეროვნული ბანკის თქმით, ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილებას და ლარით ფასდადებას უზრუნველყოფს.
ეროვნული ბანკი გეგმავს გაზარდოს გადაცემის მექანიზმის მოქნილობა და გააფართოოს გირაოს ბაზა. შემოიღოს ბაზელ III-ის შესაბამისი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, სადაც უპირატესობა ექნება ეროვნულ ვალუტას. ასევე, საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, დაიწყებს მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვებას.
იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად მცირე ზომის სესხები (100 ათას ლარამდე 2017 წლის 1 იანვრიდან და 200 ათას ლარამდე 2018 წლის 1 იანვრიდან) გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე, უცხოურ ვალუტაში სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების არსებობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში მომზადდება ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის ლარით გამოქვეყნება ხდება სავალდებულო.
ბანკის ინფორმაციით, ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.
კომერციულ ბანკებში დაინერგება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება (ე.წ "escrow" მომსახურება), რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას როგორც გამყიდველისთვის ასევე მყიდველისთვის.
ნახეთ სრულად ეროვნული ბანკის დედოლარიზაციის ღონისძიებები.
ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა
- კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდური აქტივები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან სესხებად გადასაქცევად. ეროვნული ბანკი გეგმავს გაზარდოს გადაცემის მექანიზმის მოქნილობა და გააფართოოს გირაოს ბაზა.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გეგმავს, შემოიღოს, ბაზელ III-ის შესაბამისი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, სადაც უპირატესობა ექნება ეროვნულ ვალუტას.
- კაპიტალის ბაზრების განვითარებისათვის აუცილებელია კომპანიებს შეეძლოთ გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს ერთობლივი სტრატეგია და ერთობლივად მიმდინარეობს მისი განხორციელება.
- კაპიტალის ბაზრის განვითარების წინაპირობაა განვითარებული ადგილობრივი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, დაიწყება ა)მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ე.წ. "ბენჩმარკ" ქაღალდები), რომლის მთავარი მახასიათებელია მაღალი ლიკვიდობა და წინასწარ პროგნოზირებადობა და რომლის შედეგადაც ბაზრის მონაწილეებს ეცოდინებათ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდო ემისიის კალენდარი. ბ) ამუშავდება პირველადი დილერების ინსტიტუტი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილე ბანკებს ექნებათ ვალდებულება ხელი შეუწყონ მეორადი ბაზრის ლიკვიდურობას ბაზრის ყველა მონაწილისათვის.
- საპენსიო რეფორმის განხორციელება, ერთი მხრივ, გაზრდის სოციალურ უსაფრთხოებას, და ამავე დროს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ინსტრუმენტებზე, რაც განაპირობებს ლარის გრძელვადიანი რესურსის ზრდას.
სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება
- იმისათვის რომ მსესხებელი დაცული იყოს სავალუტო რისკებისაგან, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად მცირე ზომის სესხები (100 ათას ლარამდე 2017 წლის 1 იანვრიდან და 200 ათას ლარამდე 2018 წლის 1 იანვრიდან) გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
- მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელი შეეწყობა 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების გალარებას, როგორც ერთჯერადი სოციალური ღონისძიება იმ მსესხებლებისთვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა გაცვლითი კურსის გაუფასურებით.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების არსებობას.
ლარით ფასდადება
- საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში მომზადდება ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.
- მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, კომერციულ ბანკებში დაინერგება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება (ე.წ "escrow" მომსახურება), რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას როგორც გამყიდველისთვის ასევე მყიდველისთვის. აღნიშნული მომსახურება განხორციელდება საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით და მომხმარებლისთვის იქნება ნებაყოფლობითი. ეს სერვისი დამატებითი სტიმული იქნება უძრავი ქონების ლარით ანგარიშსწორებისათვის.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები