გენდერული კვოტირება პირდაპირ ლახავს ადამიანის უფლებებს — გიორგი ავაზაშვილი
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ყველა პარტია ვალდებულია არჩევნებში გაითვალისწინოს ახალი რეგულაციები გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტია რეფორმერის გამგეობის წევრის, იურისტ გიორგი ავაზაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები თავისი არსით წარმოადგენს დისკრიმინაციას და ვერანაირად ვერ მოხდება მისი გამართლება პოზიტიური დისკრიმინაციის სახელის მინიჭებით. მისივე თქმით, გენდერული ბალანსის აღდგენა ხელოვნური ჩარევის გზით ობიექტური კრიტერიუმების განხილვის გარეშე, არა მარტო შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ პირდაპირ ლახავს ადამიანის უფლებებს.
"გენდერული კვოტირება — ეს არის კანონით განსაზღვრული ნორმა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა გულისხმობს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან.
გენდერული კვოტირების განსხვავებული ფორმები არსებობს, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი კვოტა: სავალდებულო და პარტიული, რაც მოიაზრებს, რომ კვოტები შეიძლება იყოს როგორც კანონით დადგენილი, ასევე პარტიების მიერ აღიარებული, რომელთა აღსრულება დამოკიდებულია თავად პოლიტიკური პარტიების ნებაზე.
გენდერული კვოტირების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ნაბიჯები საქართველოში 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რითაც დაინერგა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემა. პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა, საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა, 2014 წლიდან კი გაიზარდა საბიუჯეტო წახალისება. ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს ადამიანთა თანასწორობა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.
აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. გენდერული კვოტირება თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ დისკრომინაციას და ვერანაირად ვერ მოხდება მისი გამართლება პოზიტიური დისკრიმინაციის სახელის მინიჭებით. გენდერული ბალანსის აღდგენა ხელოვნური ჩარევის გზით ობიექტური კრიტერიუმების განხილვის გარეშე არა მარტო შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ პირდაპირ ლახავს ადამიანის უფლებებს.
გენდერული კვოტირების მომხრეები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ კვოტები დროებითია, რომ რაღაც ეტაპზე მათი საჭიროება აღარ იქნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ კვოტები არასოდესაა დროებითი, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ აღრმავებენ უთანხმოებას და გაუცხოებას ჯგუფებს შორის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის არ არსებობს ფაქტები, რომ კვოტები სადმე შემოეღოთ და მერე გაეუქმებინოთ, იმიტომ რომ მათი საჭიროება აღარ არის. ისინი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაუქმდეს, რომ საზოგადოებამ მათი უსამართლობა და არაპროდუქტიულობა გაიაზრა. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები არ არის ბოლომდე დაცული.
არსებობს სოციალური თუ კულტურულ ბარიერები, რომელიც ხელს უშლის ქალებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორიცაა ძალადობა ოჯახის მხრიდან, ადრეული ქორწინება და სხვა, ამისათვის აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების რეფორმის ჩატარება და სამოქალაქო განათლების ამაღლება. სწორედ ეს ღონისძიებები - განათლების რეფორმა, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემო-პირობების არსებობა განაპიროებს ქალის რეალურ დამკვიდრებას და რეალიზებას საზოგადებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. ეს მიდგომა ნამდვილად არის პრაქტიკული და პოზიტიური შედეგის მომტანი. პოლიტიკოსის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის, შეფასება უნდა მოხდეს მისი პროფესიონალიზმის, ქმედებების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დაკანონებულ დისკრიმინაციას, რამაც შეიძლება საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს", — აცხადებს პოლიტიკური პარტია რეფორმერის გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები