საია: შესამჩნევად გაიზარდა აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსაბუთებელად გირაოსა და პატიმრობის გამოყენება
საქართველოს ახალგაზრდხა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2019-2020 წლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება პრობლემას წარმოადგენს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შესამჩნევად გაიზარდა დაუსაბუთებელი გირაოსა და პატიმრობის მაჩვენებელი.
საია-ს ანგარიშის თანახმად, 334 პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობიდან დაუსაბუთებელი იყო — 69 (21%) შემთხვევა, ხოლო 320 გამოყენებული გირაოდან — 98 (31%).
ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, რა დროსაც საია-მ 2 744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი იმდენად მაღალია (98%), რომ რომ დღეს არსებული აღკვეთის ღონისძიების სხვა ალტერნატიული სახეები პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება.
"საკმაოდ დაბალია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მაჩვენებელიც. არის შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობის ნაკლოვანების გამო სასამართლოს უწევს, გამოიყენოს აღკვეთის მკაცრი ღონისძიება, რაც განპირობებულია ალტერნატიული ღონისძიებების არასაკმარისი რაოდენობით და მათ გამოყენებაზე არსებული საკანონმდებლო შეზღუდვებით. შედეგად, ბრალდებულის მიმართ ხდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს", — ნათქვამია ანგარიშში.
საია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში სასამართლომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა 213 შემთხვევიდან 195 შემთხვევაში უცვლელად დატოვა, რომელთაგან 155 შემთხვევაში სასამართლომ სხდომაზე არ დაასაბუთა ან არასაკმარისად დაასაბუთა, თუ რატომ იყო აუცილებელი პატიმრობის ძალაში დატოვება. 213 საქმიდან 18 შემთხვევაში სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუცვალა გირაოთი.
- თბილისის, რუსთავის, ქუთაისის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოებიდან გამოთხოვილი ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოები წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებს აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში აკმაყოფილებენ. ჩხრეკა-ამოღების შესახებ 16226 შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ 19 (0,1%) შემთხვევაში.
ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობაზე. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ასამართლოები წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებს უმრავლეს შემთხვევაში აკმაყოფილებენ. ჩხრეკა-ამოღების შესახებ 16 226 შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ 19 (0,1%) შემთხვევაში.
საია-ში ასევე აცხადებენ, რომ იზრდება პირველი წარდგენის სხდომაზე დაკავებულის სახით წარდგენილ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 686 ბრალდებულიდან, 518 (76%) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით:
"წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით მეტია, ხოლო ორი წლის წინანდელ სტატისტიკას თუ შევადარებთ — მაჩვენებელი 20 პროცენტული ერთეულითაა მომატებული".
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში დაკავების კანონიერებას საჯაროდ არ განიხილავენ. მათივე თქმით, ძირითადად მხოლოდ მაშინ აფასებენ დაკავების კანონიერების საკითხს, როდესაც დაცვის მხარე, აპელირებს დაკავების უკანონობაზე. 518 დაკავებული ბრალდებულიდან 448-ის შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ განხილულა დაკავების კანონიერება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები