ევროკავშირის დახმარება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზეა დამოკიდებული — ევროპარლამენტი
"საქართველოში მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი" იქნება დემოკრატიისთვის", — ნათქვამია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში, რომელსაც 13 ივლისს საგარეო კომიტეტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ კომიტეტი შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოს შეახსენებენ, რომ "თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის დახმარება" რეფორმების გაგრძელებაზეა დამოკიდებული, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის რეფორმისა და ინსტიტუციებში კონტროლისა და ბალანსის მექანიზმზე.
"ევროდეპუტატები მიესალმებიან ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას, აცნობიერებენ ქვეყნის ბოლოდროინდელ პროგრესს, რეფორმების განხორციელებისას", — წერია კომიტეტის განცხადებაში.
ანგარიშში ევროპარლამენტარები, ასევე, პოზიტიურად აფასებენ კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას.
საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, მედიის თავისუფლების მნიშვნელობასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.
ანგარიშის 66-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიანე, სანდრა კალნიეტე და მირიამ ლექსმანი ხაზს უსვამენ მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარ წვდომას მედიაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, პლურალისტურ და არადისკრიმანაციულ გაშუქებას საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებისთვის. ამავე შესწორებაში ხაზგასმულია დამოუკიდებელი, პლურალისტური მედიალანდშაფტი, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის ან სხვა სახის ჩარევისაგან:
"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზე არის ზეწოლა, კერძოს მათი მფლობელების მიმართ წარმოებულია სისხლის სამართლის საქმეები (ნიკა გვარამია, მთავარი არხი), დაკავებულია არხის თანამფლობელიც, გიორგი რურუა; ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულია TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი; გათავისუფლებული ან გადაყენებულები არიან კრიტიკული ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან".
ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა და სრულად ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სექტემბერში უყრიან კენჭს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები