რას ფიქრობს Watchmen-ის ავტორი, ალან მური სუპერგმირების პოპულარობაზე
ფოტო: Colin McPherson / Getty Images
ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ კინოს მომავალზე: კინომოყვარულების ნაწილს აშფოთებს სერიალების პოპულარობა და ბევრი ფიქრობს, რომ ეს ტრადიციული კინოს სახეს საფრთხეს უქმნის; ასევე ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ კინოს თანამედროვე ჟანრები, ფორმები და ტენდენციები დაშორებულია ნამდვილ ხელოვნებას.
ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება მარტინ სკორსეზემ გააკეთა, როცა სუპერგმირებზე გადაღებული ფილმები დისნეის გასართობ პარკებს შეადარა. სკორსეზეს ბევრი დაეთანხმა და ბევრიც შეეწინააღმდეგა.
ეს სადაო საკითხია, რომელზე შეთანხმებაც ნამდვილად რთულია, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ კომიქსის გმირების შესახებ გადაღებული ფილმები სულ უფრო მეტად იპყრობს კინოინდუსტრიას (და არა მარტო) და მათი შემოსავლები მილიარდებს აჭარბებს. სწორედ ამის გამო განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ის ხელოვანები, ვინც თავის დროზე მთლიანად კომიქსის ჟანრის პოპულარიზაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
ინგლისელმა მწერალმა ალან მურიმ, რომელიც ავტორია ისეთი ცნობილი გრაფიკული რომანებისა, როგორებიცაა დარაჯები და V ანუ ვენდეტა, ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ამ თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, თავადვე საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა კომიქსის ჟანრის პოპულარობასთან დაკავშირებით.
ფოტო: DC Entertainment
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არიან დღეს სუპერგმირები ასეთი პოპულარულები და რატომ იზიდავს ხალხს პარალელური რეალობები, ამ საკულტო ავტორმა ასე უპასუხა:
"ვფიქრობ, მასობრივ კულტურაზე სუპერგმირების გავლენა ერთდროულად ძალიან უსიამოვნოა და თან მასზე დარდიც არ ღირს. მაშინ, როცა ეს გმირები თავდაპირველად 12-13 წლის ბავშვების წარმოსახვაზე იყო მორგებული, დღეს ისინი უფრო საყოველთაონი გახდნენ. თანამედროვე ფრენჩაიზების მიზანია, რომ ზრდასრულ აუდიტორიას მისწვდეს, რაც იმას გვანიშნებს, რომ ამ ჟანრის ფუნქცია შეიცვალა და განსხვავებული საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება.
ალან მურის ილუსტრაცია.
ფოტო: STREF
პირველ რიგში, მასობრივი მოხმარებისთვის შექმნილი მსგავსი ფილმებით ცდილობენ მიიზიდონ მაყურებლები, რომელთაც არ სურთ უარის თქმა (ა) თავიანთ რწმენით სავსე ბავშვობაზე ან (ბ) იმედით სავსე მეოცე საუკუნეზე. მსგავსი ფილმების უწყვეტი პოპულარობა მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ რაღაც შეგნებულ, ნებაყოფლობით ემოციურ ტყვეობასთან გვაქვს საქმე, რომელიც კულტურული სტაგნაციის მდგომარეობასთანაა შერწყმული, რაც შეგვიძლია შევნიშნოთ კიდეც კომიქსებში, ფილმებში, პოპულარულ მუსიკასა და ფაქტობრივად, მთელ კულტურულ სპექტრში. თავად სუპერგმირები — რომელთა შემქმნელებს არასდროს დაუცავთ თავიანთი უფლებები მათ დამსაქმებელ კომპანიებთან — კარადაში შენახული იარაღის მსგავსად შიშის დამთრგუნველ საშუალებებად არიან გამოყენებულნი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნებში არათეთრკანიანი გმირების (და მათი არათეთრკანიანი შემოქმედების) ნაკლებობაა და ეს კულტად ქცეული პერსონაჟები კვლავ დომინანტი რასის ოცნებებს ჰგავს, სადაც თეთრკანიანთა უპირატესობაა წარმოჩენილი. ამის დასადასტურებლად დევიდ გრიფიტის ფილმი ერის დაბადება გამოდგება, როგორც პირველი ამერიკული ფილმია სუპერგმირზე და სწორედ აქედან დაუკავშირდა ნიღბები და მოსასხამები გმირებს".
კადრი ალან მურის კომიქსის V ანუ ვენდეტა ეკრანიზაციიდან.
ფოტო: Warner Bros
როგორც ჩანს, ალან მური არც თავის შემოქმედებას წყალობს დიდად:
"აღარასდროს წავიკითხავ ჩემს წიგნებს და სურვილიც კი არ მაქვს, რომ ისინი ვნახო ან მათზე ვიფიქრო. არ მსურს, მათზე ვისაუბრო, ხელი მოვაწერო გამოცემებს ან საერთოდ რამე შეხება მქონდეს მათთან. ვიმედოვნებ, ისედაც ნათელია, რომ შენს შემოქმედებას, რომლითაც მანამდე ამაყობდი, დროსთან ერთად ემოციურად შორდები და ეს მტკივნეული გამოცდილებაა, რასთანაც გამკლავება მარტივი სულაც არაა. ამასთანავე, DC Comics-ის მიერ ჩემი პერსონაჟების ან ისტორიების იდიოტურ გამოყენებაზე ჩემი შეხედულებების დაფიქსირება კიდევ უფრო მტკივნეულია".
ქართულ ენაზე კომიქსების ამ ლეგენდარული მწერლის რამდენიმე გახმაურებული ნაწარმოებია თარგმნილი, მათ შორისაა V ანუ ვენდეტა, რომლის შესახებაც მთავარი არხის გადაცემა შუადღეში ისაუბრეს:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები