ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს მიტაცებას და ბიზნესზე კონტროლის გაძლიერებას — ლელო საქართველოსთვის
ფოტო: ლელო
პარტია ლელო საქართველოსთვის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს:
"დღეს საქართველოს პარლამენტმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვის გზაზე და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომელიც ამ ორი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას, შემცირებული ინვესტიციების ფონზე, კიდევ უფრო შეაფერხებს და უცხოურ კომპანიებს დააკარგვინებს საქართველოში ინვესტირების ინტერესს. ამ თემაზე თავად ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საპარლამენტო განხილვის დროს.
ეს პროცესი ხდება იმ ფონზე, როცა თავად ბიზნესის არაერთი ინიციატივა წლების განმავლობაში ჭიანურდება მთავრობასა და პარლამენტს შორის და ვერ მიიღება ელემენტარული გადაწყვეტილებებიც კი.
ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს ამ ცვლილებების პოლიტიკური მხარეც. ორივე მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობა, დიდი ხანია, ეჭვქვეშ დგას და მათი ხელმძღვანელების, ბატონი ნარმანიასა და ბატონი ბექაურის ახლო ურთიერთობები მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ამიტომ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში, ფაქტობრივად, ვერცერთი მსხვილი გარიგება ამიერიდან ვერ შედგება პირადად ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, რაც სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს და კლავს თავისუფალ ბიზნესს ქვეყანაში, რასაც ჩვენ — ლელო საქართველოსთვის ვერასდროს შევეგუებით.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კერძო სექტორს, რადგან გვჯერა, რომ ბიზნესი მხოლოდ სამართლიან გარემოში შეიძლება განვითარდეს, ახალ სამუშაო ადგილებს კი მხოლოდ თავისუფალი ბიზნესი ქმნის. ვარწმუნებთ ყველას, რომ ლელო საქართველოსთვის არასდროს დაუშვებს, საქართველო ვინმეს პირადი "შპს" გახდეს და ბოლომდე იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობისა და თავისუფლების დასამკვიდრებლად", — ნათქვამია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები