როგორ შევინარჩუნოთ კარგი ჩვევები კარანტინის შემდეგ
ფოტო: Jackson Gibbs
კორონავირუსის პანდემიამ გლობალურად, ეკონომიკური დაღმასვლა მოიტანა. აშშ-ში უმუშევრობის დონემ, დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
შეიძლება, ხშირად ვარჯიშობთ ან იოგით ხართ დაკავებული, ინარჩუნებთ მეგობრებთან ურთიერთობას ან გძინავთ იმდენ ხანს, რამდენიც თქვენს სხეულს სჭირდება, ან საერთოდაც, უფრო მეტ დროს სამზარეულოში ატარებთ. როგორც მცხობელი, ლორა ფარჩი ამბობს, "ახლა უკვე ყველას აქვს სახლში ბუნებრივი საფუარი".
ფსიქოლოგიის პროფესორი, ვენდი ვუდი აღნიშნავს, რომ "ცხოვრებისეული ცვლილებები სტრესული და გაურკვევლობებით სავსეა". მანვე თქვა, რომ "ჩვენ თავისუფლები ვართ, გამოვიყენოთ ახალი ქცევები, დადგენილი დოგმებისა და მათზე ჩვეული რეაგირებების გარეშე". კანონზომიერების არარსებობა გვაიძულებს ფიქრს. ახალი გადაწყვეტილებების მიღებით კი ახლებურად ვმოქმედებთ — ისე, როგორც ჩვენთვის უკეთესია.
ჩვევები არამხოლოდ ქმედებების მამოტივირებელია, ასევე, ჩვენს აზრებზეც მოქმედებენ. როგორ ინარჩუნებთ ახალ, კარგ ჩვევებს კარანტინის შემდეგ? გარკვეული სტრატეგიები დაგეხმარებათ ამ ახალი ჩვევების ხელახლა შესწავლაში. შეგიძლიათ მზადება ახლავე დაიწყოთ.
ჩაინიშნეთ რა გამოგადგათ და რა — არა
"მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა მოტივაცია გამოძრავებთ, რათა შემდეგ უკვე ის "გამოკვებო", — ამბობს აქტივისტი და მორბენალი, ელისონ მარიელა დეზირი.
ამის დასადასტურებლად არსებობს მეცნიერება. ფსიქოლოგიის პროფესორი გაბრიელე ოტინგენი რეკომენდაციას უწევს თვითგამორკვევას, თუ რა არის ყველაზე ღირებული. უფრო ზუსტად, ადამიანებმა უნდა იპოვონ და შეასრულონ საკუთარი სურვილები, დაალაგონ პრიორიტეტები.
თქვენ უბრალოდ დაისახავთ კონკრეტულ სურვილს, რაც კარანტინის შემდეგ უნდა გააკეთოთ, ცხადად დაინახავთ, როგორც მიღწეულ პირველად პოზიტიურ შედეგს, ისე დაბრკოლებებსაც. რამდენადაც, გონებაში გამოცდი ამ დაბრკოლებებს, უკეთ მიხვდები ერგება, თუ არა იგი პოსტპანდემიურ ცხოვრებას. უფრო კონკრეტულად, უკეთ მომზადებული, უფრო ენერგიულად პასუხობ მათ, ასე რომ შეგეძლება გეგმაც შეასრულო.
გაამარტივე
იმის ცოდნა, თუ რამ იმუშავა უკეთ და რამ — არა, შესაძლებლობას მოგცემთ, რომ უკეთესი ახალი გარემო შეიქმნათ. ჩვევები დამყარებულია მათ გამეორებაზე, ასე რომ გაამარტივეთ ისინი, რათა გაიმეოროთ.
თუკი დილით სირბილს გეგმავთ, მოამზადეთ სარბენი სამოსი დაძინებამდე, ხოლო თუკი საკუთარი თავისთვის ძილის რეჟიმი გსურთ, ნეირომეცნიერების პროფესორი და ფსიქოლოგი მეთიუ ვოლკერი გირჩევთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ნახევრად გათიშოთ შუქი ოთახში და უყუროთ ნებისმიერ ეკრანს (ტელეფონს, ტელევიზორს). შუქის წყარო მელატონინის ჰორმონის გამოყოფას აფერხებს, რომ ძილის დრო შეგვახსენოს.
ახალი საქმიანობების დაწყება, მეტი დროის ქონის შედეგია. მაგალითად, პურის ცხობის ნულიდან დაწყება, რაც შეუფერებელ პირობებში ყოველკვირეული საქმიანობა ვერ იქნება. შეგიძლიათ უფრო მარტივი და სასარგებლო ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით და "სწრაფი პურები" ან მაფინები გამოაცხოთ. დილით ცხობა გადაწყვიტეთ? მაშინ რეკომენდირებულია, რომ ინგრედიენტები ღამით მოიმარაგოთ.
ჩართეთ თქვენი სასურველი ჩვევა რუტინაში
თქვენ, ალბათ, მაღვიძარას გაღვიძებისთვის აყენებთ, მაგრამ დოქტორი უოლკერი გვირჩევს, საღამოსთვისაც დავაყენოთ, რომ შეგვახსენოს ძილის დრო.
ახალი ჩვევებისთვის თავის მოსაყრელად სხვა გზებიც არსებობს. ელისონ დესირი კალენდარში ინიშნავს სარბენ განრიგს, შვილი კი ქამრით მიბმული ეტლით მისი კომპანიონია ხოლმე. ამით აბალანსებს ბავშვის მოვლასა და სირბილს.
იგივენაირად, კარანტინის დროს ადამიანებმა ველოსიპედით მგზავრობის ჩვევა შეიძინეს. ამან შეიძლება, ჩაანაცვლოს გადაადგილების არსებული მეთოდი. თუ რეგულარულად ხართ კულინარიით დაკავებული, მწერალი კლანსი მილერი გვირჩევს იმ რეცეფტების სიის ქონას, რომლებიც იზოლაციის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მოგვწონს. მისი რეკომენდაციაა, შერჩეული კერძები კვირაში ერთხელ ან მეტჯერ მოვამზადოთ.
ფქვილის მწარმოებელი კომპანია (King Arthur Flour) "მცხობელთა ცხელ ხაზს" უწევდა ოპერირებას, სადაც მეგობრებს, ოჯახის წევრებს რეცეპტებზე რჩევების გაზიარება შეეძლოთ. "ადამიანები ნამდვილად ეძებდნენ ამგვარ კავშირს", — თქვა მცხობელმა ლორა ფარჩმა.
ადაპტაციის ნება მიეცი საკუთარ თავს და იყავი რეალისტი
შეიძლება არ ირბინოთ, არ მოამზადოთ, არ დაიბანოთ ხელები იდეალურად, არ დაიძინოთ დროულად. არაუშავს. თუკი გადაღლილობას გრძნობთ, ეცადეთ ფსონები შეამციროთ. გჯეროდეს იმის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. მოამზადე რაიმე თქვენთვის კარგად ნაცნობი ან უბრალოდ შეუკვეთე. ირბინეთ საათის ან აპლიკაციის გარეშე ან დაგეგმეთ დარჩენილი დღეები რუტინაში.
დაახლოებით სამთვიანი კარანტინის შემდეგ კლენსი მილერმა საბოლოოდ საკვები შეუკვეთა: "დღეში სამჯერ ვამზადებდი, თითქოს ეს დაუსრულებელი რამ იყო, დაბოლოს, უბრალოდ ვიფიქრე, რომ აღარ შემეძლო".
კარანტინის მოხსნა, ცხოვრების ხელახალი "გახსნა" თქვენს ახლადჩამოყალიბებულ ჩვევებს გამოწვევების წინაშე დააყენებს. ჩვევები შეიძლება, მომავალში იმაზე სხვანაირად მოგეჩვენოთ, ვიდრე იზოლაციის პერიოდში ჩანდა და რეალურად, იქნება კიდევაც სხვანაირი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვევა თავისი ბუნებით მუდმივი ქვეცაა, მაინც გჭირდებათ მასთან ადაპტაცია, ახლაც და მომავალშიც, რათა გარემოებების ცვლილების პარალელურად შეინარჩუნოთ.
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები