რას მოიცავს ბილაინის მობილური თამაშების პორტალი და რატომ მოსწონს ის მომხმარებელს
თანამედროვე სამყაროში გემიფიკაცია მსოფლიო ტრენდია. უფრო და უფრო მეტი გლობალური კომპანია ცდილობს საკუთარი სერვისების გემიფიკაციას და მსგავსი სტრატეგიით საკუთარი მომხმარებლის ჩართულობის გაზრდას. ბილაინმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 3 წლის წინ, რომ ამ ტრენდის ერთ-ერთი პირველი გამტარი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე. ბილაინის ციფრული პროდუქტების მენეჯერი ჯაბა შავიშვილი გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა ბილაინის პირველი თამაში და როგორ ვითარდება პორტალი.
— რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი თამაშების შექმნა და როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ წამოწყებას?
მობილური ინტერნეტი დღეს ყველაზე მოთხოვნადი სერვისი და გამოწვევაა ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის. ჩვენ კარგად შევისწავლეთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა და შედეგად მივედით უნიკალურ სათამაშო მექანიკამდე, რომელიც მორგებული იყო ლოკალური მომხმარებლის სურვილებსა და შესაძლებლობებზე.
პირველ ეტაპზე შევქმენით ინტერაქციული, VR (ვირტუალური რეალობა) თამაში ჩვენი მაღაზიების ვიზიტორებისთვის — მომხმარებლებს საინტერესო და სახალისო გამოცდილების შედეგად შესაძლებლობა ჰქონდათ მარტივად მოეგოთ მეგაბაიტები.
აღნიშნული პროექტის გამართლების შემდეგ, გადაწყდა რომ ეს წამოწყება უფრო მასიური გამხდარიყო და უკვე Mobile და Desktop მომხმარებლებს მივეცით შესაძლებლობა იგივე მეთოდით მოეხდინათ მობილური ინტერნეტის დაგროვება.
ჩვენმა თამაშებმა თავი მოიყარა პორტალზე beelinegamehub.gamiphy.co, სადაც ამჟამად 5 თამაშია განთავსებული. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. ზაფხულის პერიოდში კი გავუშვებთ სრულიად ახალ, გაუმჯობესებულ და უფრო მეტად დახვეწილ პორტალს, რომელსაც სხვა დატვირთვაც ექნება ჩვენი კომუნასთვის და მომხმარებელი გეიმინგის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს.
— როგორია თამაშის შექმნის პროცესი? ჯერ კონცეფცია ჩნდება, რომლის გარშემოც მერე თამაში იქმნება?
ჩვენ ვპარტნიორობთ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სტარტაპტთან ამ მიმართულებით, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია გემიფიკაციის მიმართულებით. პირველ რიგში იქმნება ზოგადი იდეა თამაშისა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება. ამის შემდეგ მუშავდება ისეთი სახის ვიზუალები და პერსონაჟები თამაშისთვის, რომლებთანაც მომხმარებელი ადვილად შეძლებს ასოცირებას — ყველაფერი ეს ერთიანობაში კი დასამახსოვრებელი იქნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თამაშები იდეურად განსხვავებული იყოს, რათა სხვადასხვა ტიპის მოთამაშეს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ძალები მოსინჯოს.
— რომელიმე თამაშს ხომ არ გამოყოფდით განსაკუთრებით, პოპულარობის მიხედვით?
ალბათ გამოვყოფდი ჩვენს "ფერად" თამაშს, რომელმაც მომხმარებლებში გაშვებისთანავე პოპულარობა მოიპოვა, ამაში კი ვფიქრობ, მისი საინტერესო მექანიკა, მიმზიდველი ხასიათი და რაც მთავარია ლამაზი ვიზუალი დაგვეხმარა.
— რა როლი აქვს გეიმინგს დღევანდელ საზოგადოებაში ზოგადად? არის თუ არა ეს მხოლოდ განტვირთვის საშუალება?
ამ პოპულარობას ვიდეო თამაშების სხვადასხვა განზომილება განაპირობებს. ეს მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, არამედ განტვირთვის შესაძლებლობაცაა. შესამჩნევია ისიც, რომ ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს, როდესაც თამაშებში საკუთარი იდეალური "მე"-ს როლში იჭრებიან, ეს მათ თვითშეფასებაზეც დადებით გავნლენას ახდენს.
ამასთანავე მოქმედებს თამაშებში არსებული "ჯილდოს" გაცემის მექანიზმიც, რომელიც ადამიანებს უფრო მოტივირებულს ხდის, ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ მიიღონ დამსახურებული "საჩუქარი". ასევე არსებობს შეჯიბრების და კონკურენციის პრინციპიც, რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია და მისი განხორციელება როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროშიც მოთხოვნადია.
გარკვეული დამატებითი მიზეზები აქვს მობილური თამაშების პოპულარობას: ესენია მისი პორტაბელურობა — თამაშის დაწყება ნებისმიერ ადგილას და დროს შეგიძლიათ; მისი ხელმისაწვდომობა — მობილური თამაშის შექმნა შედარებით ნაკლებ დროს და დანახარჯებს მოიცავს; ასევე ისიც, რომ რამდენიმე წამში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგიძლია განსხვავებულ მოთამაშეს დაუკავშირდე — ეს მომხმარებელს "მსოფლიო მოქალაქედ" აგრძნობინებს თავს და მოქმედებს მის მოტივაციაზე, შეგვიძლია ვთქვათ მობილური თამაშებიც "ანგრევს საზღვრებს" ამ მიმართულებით.
— როგორია სამომავლო ხედვა? რამდენად ხშირად შექმნით ახალ თამაშებს და ხომ არ დაამატებთ რაიმე ახალ გამოცდილებას?
მომავალში ამ მხრივ ბილაინს გრძელვადიანი გეგმები აქვს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ ჩვენი თამაშების პორტფელი გავზარდოთ და მომხმარებლებს განსხვავებული ტიპის თამაშები შევთავაზოთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ არამხოლოდ ინტერნეტპაკეტების, არამედ ჩვენი სხვა სერვისების გემიფიკაციაც მოვახდინოთ. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი — მაქსიმალურად ვეცდებით რომ უზრუნველვყოთ ქართული თამაშების კომუნასთან დაკავშირება, დეველოპერებთან რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში. ვფიქრობ, მომავალში ბევრი საერთო, წარმატებული პროექტის წამოწყება შეგვეძლება მათთან ერთად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები