პარტიის, ლელო საქართველოსთვის, წევრები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
პარტიამ, ლელო საქართველოსთვის, აქტიური შეხვედრა დაიწყო თბილისის მოსახლეობასთან და ვაკის შემდეგ საბურთალოზე შეხვდა მოსახლეობას.
შეხვედრას ლელოს ლიდერები ესწრებოდნენ და საბურთალოს მოსახლეობას იმ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, რომელიც კონკრეტულ უბნებსა და დედაქალაქშია.
ლელოს ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ლელოს ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობაა, რათა მათ შეძლონ, შეითავსონ ნებისმიერი სამსახური ისე, რომ სოციალური დახმარება შეინარჩუნონ.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში სოციალურად დაუცველების რიცხვი მაღალია, თუმცა ლელოს აქვს გეგმა, რომ მათი ყოველდღიურობა შეიცვალოს. ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, სოციალური დახმარების პარალელურად, თუ ისინი 1 წლის განმავლობაში დასაქმდებიან, სამსახურთან ერთად შეუნარჩუნდეთ დახმარება და ასე შეძლებენ, რომ თავანთი შრომით შეიქმნან უკეთესი მომავალი. ლელოს მიზანია, განახოთ გზა, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენს ქვეყანას მიწის მხოლოდ 20% აქვს დამუშავებული, არადა საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, არ ვიყოთ იმპორტდამოკიდებულები. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად 21-ე საუკუნეში გადაუჭრელ პრობლემად რჩება კაზინოები. არავის გვსურს, რომ ჩვენი ქვეყნის ბიზნესი იყოს ასოცირებული სათამაშო ბიზნესთან. მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასოცირებული იყოს ინოვაციასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, სტარტაპებთან. ამისთვის აუცილებლად ვიმუშავებთ. ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ იმ ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთი ბიზნესი, თავიანთი ცოდნა, თავიანთ კომპიუტერთან, თავიანთ პროგრამებთან ერთად დაგეგმონ და ააწყონ საკმაოდ სერიოზული პროდუქტი", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერი სამართალდამცავ სტრუქტურასაც შეეხო და განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები პოლიტიკური დაქვემდებარების ქვეშ არიან და სისტემა უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მიდგომა ბიზნესთან მიმართებაშიც და გამარტივდეს საგადასახადო წნეხი მცირე ბიზნესებზე.
"არ შეიძლება, 100 ათას ლარიან ბრუნვაზე ადამიანებს მოსთხოვო ბუღალტერია და უამრავი სხვა რამ. უნდა გამარტივდეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანმა თავისუფლად დაიწყოს ბიზნესი და გააკეთოს ისეთი რაღაც, რომლითაც თავის ოჯახს გამოკვებავს და სხვასაც დაახარჯავს. ამ მდგომარეობას ჩვენ თქვენთან ერთად შევცვლით. თქვენ უშუალოდ იქნებით ამის მონაწილე და თქვენ შეგეძლებათ დააკომპლექტოდ გუნდი, რომელსაც იხილავთ პარლამენტში. ეს ძალა არის თქვენს ხელში", — დაურთო ხაზარაძემ.
საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც.
"სამწუხაროდ, ამ უბანშიც ვხედავთ იმას, რაც მთელ ქვეყანაშია — გაჭირვებას. ჩვენთვის ეს არის შეუწყნარებელი პროცესი და შევიქმენით იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს მძიმე რეალობა. ამისთვის არ დავიშურებთ ძალისხმევას. ჩვენ საბურთალოსთვის გვაქვს ისეთი პროექტები, რომელიც სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის, თუნდაც გამწვანების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც გახდება საქართველოს განათლების ამერიკული აკადემია, რომელიც ერთი კი არა, რამდენიმე უნდა გვქონდეს ქვეყანაში, რომ საუკეთესო განათლება მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ. უნდა შევძლოთ, რომ გარღვევა მოვახდინოთ არა მარტო ეკონომიკაში, არამედ განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა სფეროში. სამწუხაროდ, დღეს ხალხს აქვს დაუცველობის განცდა და იძულებულები არიან, თავისივე ხელით დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება. მართლმსაჯულების სისტემაში არის სრული ქაოსი, ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ თანამდებობის პირი უნდა ემსახურებოდეს თითოეულ თქვენგანს და არა მხოლოდ საკუთარ თავს", — აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ლელოს ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, საბურთალოელ მოსახლეობას ყოველთვის ესმოდა თავისუფლების, სამართლიანობის, სამშობლოსთვის ბრძოლის ფასი. სწორედ ამიტომ, ლელო მოდის თითოეულ მათგანთან გამარჯვებისთვის.
ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია საბურთალოს მოსახლეობას ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე ესაუბრა.
"დღეს ჩვენ მოგვისპეს სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება, მოგვისპეს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრების უფლება და უნდათ, ამას შევეგუოთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ნორმალური სახელმწიფო, ძალინ კარგად ვიცით, რა რესურსიც გაგვაჩნია და დღეს რა კეთდება. ეს ყველაფერი არის არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებს ჩვენი მთავრობა. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის ქართული ოცნების ჩანაფიქრი და ეს უნდა შევცვალოთ", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის, თამარ შავგულიძის თქმით, საბურთალო არის უბანი, რომელიც ყოველთვის იღებდა სწორ და ისტორიულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, დღესაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე დგას ქვეყანა და ის იმედოვნებს, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები