ლანჩხუთში პარტიის ლელო საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გაიხსნა
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
26 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ლანჩხუთში რიგით 29-ე რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გახსნა.
ლელოს ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკურ გაერთიანებასთან შესახვედრად 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და პარტიის ლიდერებს გურიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლელოს თავმჯდომარემ იური კუპრაძე წარადგინა და მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ გამოსვლისას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ქვეყანაში ჰესების მშენებლობა. მისი თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ჰესის თანამეწილეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც მეტ შემოსავალს მისცემს მათ.
"წინა კვირას მოვინახულე აჭარის ერთ-ერთი სოფელი, სადაც აშენდა უზარმაზარი ელექტროსადგური. ამ მშენებლობის შედეგად სოფელმა დაკარგა სასმელი წყალი. ეს სოფელი გამოაცხადეს წითელ ზონად და იქ მაცხოვრებლებს სოფლის დატოვება და ქობულეთში ცარიელ კარკასებში ცხოვრება შესთავაზეს. ამ პრობლემის წინაშე დგას რაჭა, გურია და ნახევარი საქართველო. მე საქმიდან მოვდივარ და ვიცი სწორად, როგორ უნდა მივუდგე ნებისმიერ პროექტს. როდესაც საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ამ დროს ჩვენი ამოცანაა, ის აშენდეს საერთაშორისო სტანდარტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰესი ადამიანებს მოუტანს სარგებელს და არ დაანგრევს ბუნებას. ლელოს მოდელის მიხედვით, რომელ სოფელშიც აშენდება ჰიდროელექტროსადგური, იმ სოფლის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები გახდებიან მისი თანამფლობელები. მაშინ იმ ოჯახების შემოსავალი გაიზრდება", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, ლელოს მთავარი ამოცანაა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარება შეუნარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ისინი სამსახურს დაიწყებენ: "სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, ფეხზე მყარად დადგნენ. ლელო მათ სამსახურის პარალელურად სოციალურ დახმარებასაც შეუნარჩუნებს, მინიმუმ ერთი წელი".
ამ მოდელის ეფექტიანად ასამუშავებლად პოლიტიკური გაერთიანება უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები