რეფორმერის წევრი გიორგი ავაზაშვილი: მერების გადადგომის ასეთი ფაქტები არჩევნების წინ სახიფათო ტენდენციაა
ფოტო: რეფორმერი
2020 წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გადადგომებით ან მათი დაკავებების უწყვეტი ჯაჭვით. 9 მარტიდან 9 აპრილამდე 4 მუნიციპალიტეტის მერმა თქვა უარი დაკავებულ თანამდებობაზე, ამას მოყვა ქუთაისის, ონის მუნიციპალიტეტების, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, კასპის მუნიციპალიტეტის, ხარაგაულისა და ბათუმის მერების გადადგომა.
პოლიტიკური პარტია რეფორმერი ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გადადგომების და დაკავებების სერიას საპარლამენტო არჩევნების წელს სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს.
"თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თვითმმართველობას და შესაბამისად არჩეულ მერს უზარმაზარი ფუნქცია აკისრია ქვეყნის განვითარების კუთხით, დავინახავთ თუ რამდენად შემაშფოთებელია საპარლამენტო არჩევნების წელს მერების გადადგომის უწყვეტი სერია", — აცხადებენ რეფორმერში.
როგორც პარტია რეფორმერში ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავენ, "გადადგომების ასეთი ფაქტები ნათლად მეტყველებს, რომ თავად მერებს არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული მათი თანამდებობის არსი. არ ესმით, რომ არჩევითი პოლიტიკური თანამდებობა ნიშნავს უზარმაზარ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე. ასეთი გადადგომებით კი არაფრად აგდებენ ამომრჩევლისა და ქალაქის ინტერესებს. ამის მაგალითად საკმარისია, თუნდაც ბათუმის მერის გადადგომის ფაქტი. ის გადადგა 16 ივლისს, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო უკვე ოქტომბერში ბათუმს ახალი არჩეული მერი ეყოლებოდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 15 ივლისის შემდეგ გადამდგარი მერების არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე იმართება. 2021 წელი თვითმმართველობის არჩევნების წელია და ასეთ წელს მერის რიგგარეშე არჩევნები კანონის თანახმად ვერ ტარდება, ბათუმი წელიწადზე მეტი მისი მოსახლეობის მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დარჩება".
პარტია რეფორმერის წევრის, იურისტ გიორგი ავაზაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ის ტენდენციაც, რომ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანია არის მერების ჩასატარებელი. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსის დიდი ნაწილი მოდის რეგიონებზე. თვითმმართველობას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არჩევნებში.
"სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლებისთვის თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ მხოლოდ ძლიერ საარჩევნო კამპანიის განხორციელების ბერკეტებს. ეს ფაქტი იმდენად აშკარაა, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში მერიები და საკრებულოები ასრულებენ საარჩევნო შტაბების ფუნქციას.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაშია. ეს მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობის ფუნქციას. თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის დონე ხელისშემშლელი ფაქტორია ამ ინსტიტუტის ნორმალური და ეფექტური საქმიანობისთვის. ძლიერი თვითმმართველობის გარეშე კი შეუძლებელია განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ თვითმმართველობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების უმრავლესობა, ყველა სოფლის რწმუნებული და ცენტრალური ხელისუფლება მიეკუთვნება ერთ პარტიას. ეს არის პირდაპირ ერთიანი პოლიტიკური ვერტიკალი. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ვერავითარი საკანონმდებლო შეზღუდვა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი შეფასებები და დასკვნები ვერ შეაჩერებს საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა, არჩეული თანამდებობის პირთა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ამომრჩევლის წინაშე, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ამიტომ, დროა გატარდეს რეალური და ეფექტური შედეგის მომტანი რეფორმები თვითმმართველობის კუთხით", — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი, იურისტი გიორგი ავაზაშვილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები