8 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
ფოტო: ranganath krishnamani / Dribbble
ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ეს უცხო არავისთვისაა, თუმცა სხვადასხვა ჰობი თუ ყოველდღიური მარტივი აქტივობაც არანაკლებ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ამ სტატიაში 8 აქტივობას შემოგთავაზებთ, რომელთაც, შესაძლოა, უკვე ყოველგვარი ძალისხმების გარეშე ასრულებთ ისე, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არც გიფიქრიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა უნდა სცადოთ.
1. ქსოვა და ქარგვა
ფოტო: Christina Shepherd / Dribbble
სიას იმ აქტივობით დავიწყებთ, რომლის წაკითხვაზეც, ალბათ, დაეჭვებულს გაგეღიმათ, თუმცა მშვიდი, განმეორებითი პროცესი, რომლის დროსაც რაღაც იდეას ხორცს ასხამთ სტრესის შემცირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. შემაწუხებელი ფიქრებისგან, დაძაბულობისგან თავის დასაღწევად უკეთეს ხერხს ვერც ინატრებთ. 2013 წელს გამოკითხვაც კი ჩაატარეს 3,500 მქსოველთან, რომლის შედეგები ამტკიცებს, რომ ქსოვა კოგნიტურ ფუნქციას აუმჯობესებს — რაც უფრო მეტს ქსოვს ადამიანი, ტვინის მოქმედება მით უფრო უმჯობესდება.
2. მოხალისეობა
ფოტო: Maycon Prasniewski / dribbble
როდესაც მოხუცს გზაზე გადასვლაში ვეხმარებით ან საქველმოქმედო მარათონში ვმონაწილეობთ, კმაყოფილების შეგრძნება ყველას გვეუფლება, რაც ჯანმრთელობაზე დადებით ზეგავლენას ახდენს. სხვების დახმარება სისხლის წნევას არეგულირებს, სტრესს ამცირებს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც კი ზრდის. ამერიკულ ჟურნალ Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები ვინც მოხალისეობრივ აქტივობებში მონაწილეობენ, სტრესისგან თავდაცვის უკეთესი უნარები გააჩნიათ. იგივე კვლევა გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებიც მოხალისეობრივი აქტივობებით არ არიან დაინტერესებული, სტრესისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების 30%-ით უფრო მეტი რისკი აქვთ.
3. ცხოველებზე ზრუნვა
ფოტო: Atwinta Agency / Dribbble
თუ თქვენ ცხოველი გყავთ, რომელზე ზრუნვაზეც დროს ხარჯავთ, დიდი შანსია, თქვენი სისხლის წნევა ნორმის ფარგლებს არ გასცდეს. ცხოველთან ერთად სიარული სხეულის ფორმებზეც დადებითად აისახება. 2011 წლის ამერიკის ეროვნული კვლევების ასოციაციამ 2,000 ზრდასრულზე დაკვირვებით დაადგინა, რომ შინაური ცხოველების მფლობელებში ჭარბწონიანობა ნაკლებად გვხვდება.
4. კერძების მომზადება
ფოტო: Teodor Hristov / Dribbble
ახალი არავისთვის არის, რომ სახლში მომზადებული კერძები ბევრად ჯანმრთელია ვიდრე რესტორანში, ან სწრაფი კვების ობიექტებში. კერძების თქვენით მომზადებისას ცხიმის და მარილის ოდენობის განსაზღვრა შეგიძლიათ და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებსაც ნაკლებად გამოიყენებთ. კიდევ ერთი სარგებელი მომზადების პროცესის დამამშვიდებელი ეფექტია, რაც სტრესის შემცირებას უწყობს ხელს.
5. მცენარეების მოვლა
ფოტო: Kirk! Wallace / Dribbble
ხილის, ბოსტნეულის, მცენარეების სახლში გაზრდა საკვები რაციონის გაჯანსაღების და სახლში კომფორტის, სიმშვიდის გარანტია. ეს აქტივობა სტრესთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია — დეპრესიის ნიშნები იკლებს, რადგან გარემო და სურნელი განტვირთვას უწყობს ხელს.
გასათვალისწინებელია ფიზიკური დატვირთვაც, რასაც მებაღეობა საჭიროებს. 2013 წლის 2 სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, მებაღეობა დემენციის განვითარების რისკს ამცირებს. 60 და 70 წლის ადამიანებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ეს საქმიანობა 36-47%-ით ამცირებს დაავადების რისკს.
6. მედიტაცია
ფოტო: Dirk Jan Haarsma / Dribbble
ფიზიკური და სულიერი ბალანსის შენარჩუნების ეს უძველესი ხერხი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, არეგულირებს სისხლის წნევას, გეხმარებათ სტრესის მართვსა და განწყობისთვის სასარგებლო ნივთიერებების — სეროტონინისა და დოპამინის გამომუშავებაში.
მედიტაცია ტკივილის დაძლევისთვისაც კარგია. კვლევის მიხედვით, ეს აქტივობა ფიზიკურ ტკივილს 27%-ით, ხოლო სულიერ ტკივილს 44%-ით ამცირებს. ამ შედეგების მიხედვით, მედიტაცია ოპიოდ მორფინზე ძლიერმოქმედია, ეს საშუალება ტკივილს 22%-ით ამცირებს.
7. გაფერადება
ფოტო: Maria Carlos Cardeiro / Dribbble
ისევე, როგორც ქსოვას, გაფერადებას და ხატვას მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. კვლევების თანახმად, არტ თერაპია სტრესის და შფოთვის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ასევე კარგია დეპრესიის სამკურნალოდ, რადგან ემოციების გამოხატვის კარგი საშუალებაა.
8. მოგზაურობა
ფოტო: Steve Raskin / Dribble
2010 წლის კვლევა გვეუბნება, რომ სამსახურისგან დასვენება, საკუთარი თავისთვის დროის დათმობა და გადატვირთული გრაფიკის ცოტა ხნით დავიწყება გულის შეტევის და დეპრესიის რისკს ამცირებს. მოგზაურობა სტრესის ჰორმონებს ამცირებს და სისხლის წნევას არეგულირებს. თანაც, უკეთესია, თუ მსოფლიოს გასაოცარი ადგილების მონახულებას გადაწყვეტთ. ადამიანები, რომლებსაც აღფრთოვანების შეგრძნება ხშირად ეუფლებათ, ნაკლები რისკის ქვეშ არიან, რომ გულის და სიმსივნური დაავადებები განუვითარდეთ.
ყოველდღიური აქტივობები ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და იმ ადამიანებისთვის კარგი საშუალებაა, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დროს ვერ პოულობენ, თუმცა მხოლოდ ქსოვა, ცხოველზე ზრუნვა და გაფერადება ჯანმრთელობის პრობლემებს ვერ მოაგცარებს. FitPass ბარათით უამრავი სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტის მომსახურებით სარგებლობას შეძლებ, რაც ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო გარანტია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები