YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა — RFE/RL
ფოტო: RFE/RL
YouTube-მა რუსული ტელევიზია Tsargrad TV-სა და მისი ყოფილი რედაქტორის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშები დაბლოკა. რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ცნობით, Google-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ანგარიშები სავაჭრო რეგულაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით დაიბლოკა. დაბლოკვამდე ტელევიზიის YouTube არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. Google-მა ის სამუდამოდ გააუქმა.
ვინ არის ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. მითების დეტექტორის ცნობით, დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. ნაცისტური გერმანიის იდეით შთაგონებული დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს.
ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია.
ალექსანდრ დუგინი დაკავშირებულია ოჯახების მსოფლიო კონგრესთან. ამ კონგრესის რეგიონალური კონფერენცია საქართველოში 2014 წლის 17 მაისს გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი იყო, სწორედ, ლევან ვასაძე.
მითების დეტექტორის ცნობით, ოჯახების მსოფლიო კონგრესი (WCF) ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებს, ხოლო მისი მისია მსოფლიო მასშტაბით "ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. კონგრესის მიერ "ბუნებრივი ოჯახი" განისაზღვრება, როგორც ქმრის, ცოლის და მათი ბიოლოგიური შვილისგან შემდგარი ერთობა.
დუგინმა 2017 წლის დეკემბერში მოლდოვაში ევრაზიული კონფერენცია გამართა, სადაც დაანონსდა, რომ მოლდოვა 2018 წლის სექტემბერში ყოველწლიური ოჯახების მსოფლიო კონგრესის მასპინძელი იქნება. დუგინის ევრაზიული კონფერენციის მასპინძელი კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი იყო, რომელიც ცნობილია პრო-რუსული განწყობებით. ოჯახების მსოფლიო კონგრესიდან (WCF)კონფერენციას ალექს კომოვი, ასევე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ესწრებოდნენ. მოგვიანებით ლევან ვასაძემ მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს საქართველოში უმასპინძლა.
საქართველოში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს თემაზე "ოჯახური ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში". ღონისძიებას, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" სხვადასხვა წარმომადგენლის გარდა, ზემოხსენებული ალექსეი კომოვიც ესწრებოდა.
კონფერენცია გამომსვლელებმა პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონისა და თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც მოუწოდეს საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკოსებს გაეუქმებინათ აღნიშნული კანონი ან შეეცვალათ იმგვარად, რომ მას "ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით აესახა ქართველი ხალხის სურვილები და ღირებულებები".
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები