აშშ რუსეთს COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს — AP, NY Times
ფოტო: On.ge
ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ალტერნატიული ვებსაიტების გამოყენებით პანდემიის პროპაგანდის კამპანიის წარმართვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Associated Press და NY Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი განმარტებით, რუსული დაზვერვა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ცდილობს ამერიკელ ხალხზე გავლენა დეზინფორმაციით მოახდინოს.
Associated Press-ის ცნობით, GRU-ს სახელით ცნობილი რუსული სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის ორი მაღალჩინოსანი რუსეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრთან კავშირებს იყენებს, რათა Inforos-ისა და სხვა ვებსაიტების საშუალებით, პანდემიის შესახებ ინგლისურ ენაზე დეზინფორმაცია გავრცელდეს. მათ შორის, საუბარია ისეთ ყალბ ამბებზე, როგორიცაა, ვერსია, რომ კორონავირუსი აშშ-ს სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილი იარაღია. ასევე, სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის სამედიცინო დახმარებას ვაშინგტონში სიტუაციის გაუმჯობესება შეუძლია. გამოცემების ინფორმაციით, მაისიდან ივლისამდე მსგავსი შინაარსის 150-მდე სტატია გამოქვეყნდა და იგი რუსეთის უპირატესობის დამტკიცებისა და აშშ-ს ცილისწამების მცდელობას ემსახურეობდა.
უცხოური პრესა წერს, რომ რუსული დაზვერვის მიერ შექმნილი ყალბი ამბების უმრავლესობა ქვეყნდება Inforos-ზე. ისინი აღნიშნული ვებსაიტის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე საუბრობენ. შემდეგი საიტი, რომელსაც აშშ-ს ოფიციალური პირები ასახელებენ OneWorld.Press-ია. მომდევნოა, GlobalResearch.ca. აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საიტი რეგულარულად აძლიერებს G.R.U. პროპაგანდას, რუსულ დაზვერვასთან პირდაპირ დაკავშირება ჯერ ვერ შეძლეს.
მათი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი დეზინფორმაციას თავის იარაღად იყენებს და 2016 წელსაც ინტენსიურად ცდილობდნენ სოციალური ქსელები და ბოტები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ინტერნეტ კვლევის სააგენტოს განცხადებით, ძველი მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებისა, შედარებით მარტივად აღმოსაფხვრელი იყო, რადგან საქმე ყალბი ანგარიშების გაფილტვრას ეხებოდა. პანდემიის პერიოდში კი რუსეთმა სტატიების ვებსაიტებზე განთავსება დაიწყო და იმის ფონზე, რომ საიტები ლეგიტიმურად გამოიყურება, დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბებიც იზრდება და რთულად მართვადი ხდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები