GOT-ის ფანები ჯორჯ მარტინის დასაპატიმრებლად ემზადებიან
"თუ წიგნს 2020 წლის ზაფხულამდე ვერ დავასრულებ, პოლიციას ჩავბარდები", — აცხადებდა მარტინი გასულ წელს.
ფოტო: HBO
გასული წლის მაისში, როცა მსოფლიო სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონით იმედგაცრუების ალში იყო გახვეული, ჯორჯ მარტინმა თქვა, რომ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეექვსე წიგნი მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულებული ექნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი ზელანდიის პოლიციას ჩაბარდებოდა.
განცხადება, რომელსაც მკითხველი თითებგადაჯვარედინებული შეხვდა, როგორც ჩანს, ყურადღების გადატანის გზა იყო, რადგან, ამ დროისთვის მარტინის ახალი წიგნი, როგორც მინიმუმ ამაზონზე, წინასწარ შესაკვეთად უნდა ყოფილიყო დაანონსებული.
როგორც კი ფანები მიხვდნენ, რომ საკულტო საგის ავტორმა კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი, გადაწყვიტეს, მისი სურვილი განეხორციელებინათ და ახლა მისი დაპატიმრებისთვის ემზადებიან.
რატომ ახალი ზელანდიის პოლიცია?
ქვეყნის ავიაციის თანამშრომლებმა გასულ წელს მარტინისთვის ვიდეო-მიმართვა ჩაწერეს, ახალ ზელანდიაში მიიწვიეს და აღნიშნეს, კუნძულზე ყოფნისას მას წიგნის დასამთავრებლად მუზა ეწვეოდა.
პასუხად კი მან მიუგო:
"საკმარისი ფული მაქვს იმისთვის, რომ ახალ ზელანდიაში ჩემით ჩავიდე. თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩემს ნაცვლად თქვენს ფანებს შესთავაზოთ უელინგტონში ჩაფრენა, დარწმუნებული ვარ ისინი მაშინვე დაგთანხმდებიან და ისევე შეუყვარდებათ ახალი ზელანდია, როგორც — მე".
2020 წლის ზაფხული მარტინს ისედაც ახალ ზელანდიაში ჰქონდა დაგეგმილი, სადაც მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციას (Worldcon) უნდა დასწრებოდა, რომელიც 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. სწორედ ვორლდკონის ფარგლებში უნდა გამართულიყო Hugo Awards, რომელსაც სწორედ მარტინი წაიყვანდა.
"როცა ვორლდკონისთვის ახალ ზელანდიას ვეწვევი, თუ The Winds Of Winter ხელში არ გექნებათ, თქვენ ხელთ გექნებათ ჩემი წერილობითი თანხმობა დამაპატიმროთ და უაიტ-აილენდში ქოხში დამტოვოთ, სადაც ყოველდღე ვუყურებ გოგირდის ტბებს მანამ, სანამ წიგნს არ დავასრულებ", — აცხადებდა მარტინი 2019 წლის მაისში.
რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინის დედლაინი 29 ივლისს ამოიწურა, როცა ის ვორლდკონს ეწვეოდა, რადგან მისი ახალი წიგნი არც ხელში გვაქვს, არც თაროზე.
რა თქმა უნდა, პანდემიამ ბევრი გეგმა ჩაშალა და ვორლდკონი ონლაინ იმართება, მარტინი კი სულაც არ ჩასულა ახალ ზელანდიაში. შეიძლება მან ამჯერად თავი იმით იმართლოს, რომ სიტყვაში გვაჯობა, და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიხელთებდით მის ახალ წიგნს ზაფხულამდე, თუ ის კუნძულს ეწვეოდა. პანდემია კი მის მიზეზად არ გამოდგება, რადგან ხელოვანები შედევრებს ხშირად თვით იზოლაციაში ქმნიან.
2020 წლის ივნისში, მარტინმა გაგვიმხილა, რომ წიგნის წერის პროცესი წინ მიიწევს და ამაში სწორედ თვითიზოლაცია დაეხმარა:
"გუშინ ახალი თავი დავასრულე, 3 დღის წინ — წინა თავი და 1 კვირის წინ კიდევ სხვა თავი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი ხვალ უკვე მზად იქნება, ან მომავალ კვირას გამოქვეყნდება. დიდი წიგნია და მის დასრულებამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი".
ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა, რომ მარტინის მკითხველი რომელიმე მიზეზის მისაღებად იყოს მზად. ისინი მის უპირობო პატიმრობას განიხილავენ.
"ხომ გაიგეთ რა თქვა"
"ციხე ჯორჯისთვის, ციხე ჯორჯისთვის, 1000 წლით!"
"ახლავე მოვიტან ბორკილებს"
საგიდან მეექვსე წიგნს მარტინი 10 წელზე მეტია წერს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები