აჭარაბეთმა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის კვლევა ჩაატარა
აჭარაბეთმა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის კვლევა ჩაატარა, რომელშიც 1,600-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და თავიანთი საყვარელი გუნდებიდან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებამდე თავიანთი მოსაზრება ყველა საკითხზე დააფიქსირეს.
კვლევაში მონაწილე გულშემატკივრების 37.3% ბარსელონას ქომაგი იყო, 27.6% კი მადრიდის რეალის. მათ შემდეგ მოდიოდნენ ტურინის იუვენტუსი (8.3%), მილანი (5.7%), იუნაიტედი (5.4%), ლივერპული (4.6%) და ბაიერნი (4.1%) სხვა გუნდების გულშემატკივრები მონაწილეთა 2.1%-ს შეადგენდნენ, დორტმუნდს სულ 3 გულშემატკივარი აღმოაჩნდა, მანჩესტერ სიტის კი 7. ჩელსიმ (2%), ინტერმა (1.1%) და არსენალმა (1.1%) ასევე მიიღეს მხარდაჭერის პატარა პროცენტები.
მესი თუ რონალდუ?
გამოკითხულთა 59.6% თვლის, რომ ლიონელ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია. მესიმ გამოკითხვაში 1000-ზე მეტი ხმა მიიღო და რაც უფრო საინტერესოა, 1-ს გარდა აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლიდერობს. ერთადერთი კატეგორია, რომელშიც მეტი ხმა რონალდუმ მოაგროვა, 46- 55 ასაკის ქალბატონები იყვნენ. აქ პორტუგალიელმა ხმების 62.5% მოაგროვა და არგენტინელს აჯობა.
საუკეთესო შემტევი მესი-რონალდუს გარდა
როგორც წესი, საუკეთესო თავდამსხმელის გამოვლენისას კამათი ლუის სუარესსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის მიდის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ საუკეთესო შემტევი კილიან მბაპეა. მბაპემ ხმების 27.5% მოაგროვა და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 17 ხმით აჯობა. მათ შემდეგ ხმების 24.9%-ით ნეიმარი მოდის, ლუის სუარესი კი მეოთხე ადგილზე ხმების მხოლოდ 10.1%-ით მოხვდა შემდეგი პოზიციები სალაჰმა (4.5%) და ედენ აზარმა (3.7%) გაინაწილეს.
საუკეთესო ნახევარმცველი
საუკეთესო ნახევარმცველის გამოკითხვის შედეგებში სიურპრიზები არ ყოფილა - პირველი ადგილი დე ბრუინმა არავის დაუთმო და თითქმის ორჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მეორეადგილოსანმა ლუკა მოდრიჩმა. დე ბრუინი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხმების 38.7% სრულიად დამსახურებულად მიიღო. მესამე ადგილზე ტონი კროოსი გავიდა (16.6%), მეოთხე კი სერხიო ბუსკეცმა (11.1%) დაიკავა სხვათა შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთა უმრავლესობამ ხმა არა დე ბრუინს, არამედ ბუსკეცს მიანიჭა, რომელმაც ქალების ხმების 26.6% მოაგროვა.
საუკეთესო ცენტრალური მცველი
საუკეთესო ცენტალურ მცველად ძალიან დიდი უპირატესობით სერხიო რამოსი დასახელდა, რომელმაც ხმების 50.6% მოაგროვა და მეორეადგილოსან ვან დეიკს 313 ხმით აჯობა. მესამე ადგილზე პიკე გავიდა, რომელმაც ხმების 6.2% მოაგროვა, მეოთხეადგილოსან ჯორჯო კიელინის კი ხმების 5.9% ხვდა წილად რამოსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დომინირებს, გარდა 36-45 წლის ადამიანებისა. აქ მამაკაცების რჩეული ვან დეიკი აღმოჩნდა, ქალბატონების კი პიკე.
საუკეთესო განაპირა მცველი
საუკეთესო განაპირა მცველად ხმების 40.7%-ით მარსელო დასახელდა, მეორე ადგილი კი 37 წლის დანი ალვეშმა დაიკავა, რომელიც თავის თანამემამულეს 177 ხმით ჩამორჩა. მესამე ადგილზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გავიდა ხმების 13.5%- ით, 4-5 ადგილები კი ხორდი ალბამ და დავიდ ალაბამ დაიკავეს.
საუკეთესო მეკარე
მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც ტერ შტეგენს მცირე, მაგრამ დამაჯერებელი უპირატესობით აჯობა და ხმების 31.2% მოაგროვა. ბარსელონას გერმანელ კიპერს ხმების 24.1% ხვდა წილად, მისმა ნაკრების ძირითადის კონკურენტმა მანუელ ნოიერმა კი 15.1% აიღო. იან ობლაკს, რომელიც ბოლო წლებში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ხმების მხოლოდ 12.2% შეხვდა, ალისონმა და დე ხეამ კი 6.5 და 6.5 პროცენტი მოაგროვეს. ტიბო კურტუა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 21 გოლი აქვს გაშვებული, ხმების 2.4%-ს დაჯერდა.
საუკეთესო მწვრთნელი
საუკეთესო მწვრთნელად გულშემატკივრებმა პეპ გვარდიოლა დაასახელეს, მეორე ადგილი კი იურგენ კლოპმა დაიკავა. რა თქმა უნდა, წლევანდელ ინგლისის ჩემპიონატში მათი დაპირისპირება სულ სხვანაირად განვითარდა და გამარჯვებული გერმანელი სპეციალისტი გამოვიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით პეპზე მეტი ხმის მოგროვებას ვერავინ ახერხებს. ზინედინ ზიდანმა, რომელიც დიდწილად კორონავირუსის პანდემიის დამსახურებით ჩემპიონთა ლიგიდან კარიერაში ჯერ კიდევ ერთხელაც არ გაუგდიათ, ხმების მხოლოდ 18.6% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. ჟოზე მოურინიომ კი, რომელიც ათი წლის წინ პირველობისთვის გვარდიოლასთან ასპარეზობდა, ახლა ხმების მხოლოდ 1.8% მიიღო და მეექვსე ადგილს დაჯერდა.
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც უდიდესი უპირატესობით ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების 41.1% აიღო მეორე ადგილზე ხმების მხოლოდ 13.8%-ით კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, მესამეზე კი 11.1%-ით პელე გავიდა. ზუსტად 11%-მა ხმა ფენომენოს მისცა, 10%-მა კი დიეგო მარადონას. ზინედინ ზიდანს ხმების 7.5% ერგო, ფრანც ბეკენბაუერს კი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8 ადამიანი თვლის.
რომელია საუკეთესო ლიგა?
პრემიერ ლიგის და ლა ლიგის გულშემატკივრები ამაზე გამუდმებით კამათობენ, ჩვენს კვლევში კი გამარჯვებული ესპანეთის ჩემპიონატი გამოვიდა. ლა ლიგას საუკეთესო ჩემპიონატად გულშემატკივრების 53% თვლის, პრემიერ ლიგას კი მხოლოდ 31% სერია ა-მ ხმების 10.4% მოაგროვა, ბუნდესლიგამ კი 2.6% აი საფრანგეთის ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესო ლიგად 15 ადამიანი თვლის.
აჭარაბეთი გვპირდება რომსხვა საინტერესო სტატისტიკებითა და გამოკითხვებით მომავალშიც დაგვიბრუნდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები