ლელო საქართველოსთვის აბაშაში 31-ე რაიონულ ორგანიზაციას ხსნის
დღეს, 30 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ლელო საქართველოსთვის აბაშაში 31-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.
ლელოს ლიდერებს აბაშაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს აბაშამ არსებული დაბრკოლებები. ლელოს აბაშის რაიონულ ორგანიზაციას გელა თოფურია უხელმძღვანელებს.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას გამარჯვების გზაზე არსებული ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი ეღობება, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს.
"დღეს აქ შეგვკრიბა იმ პროტესტმა, რომელიც ყველა ოჯახშია. უიმედობა, სიღატაკე, უმუშევრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული ოცნების 8 წლიანი ჩანერგილი იდეოლოგია, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ქართველებს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, დავემატოთ იმ მილიონნახევარ ქართველს, რომელიც უკვე ემიგრაციაშია. ლელო სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს იმედი, ის ახალგაზრდა, ნიჭით სავსე ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გააქციეს. ისინი უნდა დაბრუნდნენ, დადგნენ ჩვენს გვერდით და ეს ქვეყანა გაიყვანონ გამარჯვების გზაზე. მაგრამ ამ გზაზე გვეღობება ეს ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს, რომ თუ ვიღაცას მხარს დაუჭერ ან განსხვავებულად იაზროვნებ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნიან და მსგავსი შანტაჟი. ეს არის ადამიანი, რომლის ბრძანებითაც გაჩერდა ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე პროექტი, საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლია. თუ გვინდა, რომ შვილებს გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ, ამის გასაღები არის თითოეული ადამიანის სიძლიერე. ამ ბრძოლისთვის ვართ შექმნილი ჩვენ. თქვენც დადგებით ჩვენს გვერდით, რადგან არ მაინტერესებს, ვის უჭერდით მხარს წინა წლებში, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ყველანი ერთად ვდგავართ სიმართლის მხარეს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ლელოს გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველ ხალხს პოლიტიკური ურჩხული ჰყავს დასამარცხებელი, რომელიც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს.
"30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი კომუნისტური წყობის სახით. ჩვენ ისინი დავამარცხეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა ვერ შევძელით, გავთავისუფლებულიყავით დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსც თავს გვახვევდნენ ჩვენი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი გახდა. გვაგუებენ იმას, რომ ჩვენ ვართ დამარცხებული ქვეყანა და არ შეგვიძლია, განვვითარდეთ. დღესაც მსგავსი პოლიტიკური მონსტრი გვყავს დასამარცხებელი, მმართველი გუნდის სახით. უარი უნდა ვუთხრათ ტყუილზე აგებულ პოლიტიკას, ცრუ დაპირებებს და ამას აუცილებლად შევცვლით", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
აბაშაში რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ერი მმართველ გუნდს არ აპატიებს ქვეყნის უკუსვლას.
"ჩვენ არ ვაპატიებთ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომლებმაც იკადრეს და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ, იკადრეს და გვითხრეს, რომ ბავშვების შიმშილი, მოხუცების უიმედობა, განუვითარებლობა არის ნორმალური, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში და მისი განვითარებისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
"დღეს აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში ყველანი ვერთიანდებით. საჭიროა, ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც მოქმედი ხელისუფლება ითრევს",- ამ სიტყვებით წარსდგა აბაშის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ლელოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი. – "ქართულმა ოცნებამ სიტყვა ოცნებას ფასი დაუკარგა, ძარცვავენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდებით გაივსო ხელისუფლება და ჩვენს ჯიბეში ხელებს აფათურებენ. თუმცა, მათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი თავის ღირსებას არასდროს დათმობს და ყოველთვის იქნება თავის სამშობლოს სადარაჯოზე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები