ემოჯიებით მოყოლილი 12 რჩეული საგზაო ისტორია ალდაგის საიუბილეო გათამაშებიდან
ფოტო: ალდაგი
ალდაგმა 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვიტა, კონკურსი წამოეწყო. 4 აგვისტოს ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ემოჯიების საშუალებით მოყვეს სახალისო საგზაო თავგადასავალი, ალდაგი კი კონკურსის 30 გამარჯვებულს უფასო ერთწლიანი ავტოდაზღვევით — ავტო ოპტიმუმი ასაჩუქრებს. გარდა ამისა, ყველა დანარჩენს, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ აქციის პერიოდში ავტომობილს დააზღვევს, 1 წლიან პოლისზე საჩუქრად 30 დღეს გადასცემს.
მონაწილეობის მიღება მარტივია: გადადით ლინკზე, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო თავგადასავალი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს. გათამაშების დასრულებამდე კიდევ 4 დღე დარჩა, მანამდე კი რჩეულ სახალისო ისტორიებს გაგიზიარებთ.
1.
X-5 მიდგას გვერდით, ჩართული აქვს დაისი. ისეთ აზარტშია დარწმუნებული ვარ, გასმებსაც აკეთებს. ძაან ღიმილიანმა გავხედე ეტყობა და თვითონაც ღიმილიანმა გადმომძახა — "ერთი რვაც და დავკრუგოთო"....
2.
მოქალაქეს მაღაზიასთან მანქანა შეეშალა და ჩამიჯდა მანქანაში. მეც დედაჩემი მეგონა და გავაგრძელეთ გზა.
3.
მივდივარ სამსახურში, გადავიწკიპე და გავვარდი, მწვანე შუქი აინთო და ჰაეროვნად შევვარდი მოსახვევში. ტელეფონი, რომელიც რატომღაც კალთას მიმშვენებდა გადაფრინდა ძირს, ვიფიქრე, გავჩერდები, ავიღებ! გავჩერდი, დავიჩოქე, ვეძებ ტელეფონს - არ არის. დავიწყე ხოხვა - არ არის. ბოლოს გამვლელს ვთხოვე დაერეკა, სადღაც შორიდან მესმის ჩემი მობილურის საოცარი წკრიალი. ამასობაში შეგროვდა მთელი უბანი, ქალი, ბავშვი, კაცი, ძაღლი... ვეძებთ ერთობლივი ძალებით და აღმოვაჩინეთ, რომ კონდიციონერის მილში იყო ბედნიერად მოთავსებული. გავვარდი ხელოსანთან, გზად მიმავალს შორიდან მესმოდა მისი მელოდოურობა, თან ძალიან მრცხვენოდა ხელოსნის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მჭირდებოდა ჩემი ტელეფონი, ბოლოს სავარძელი ავიღეთ, საჭის მხარეს მილი გავჭერით და ტელეფონი დავიბრუნე. ხელოსანი იქამდე არ იჯერებდა სანამ თავისი ხელით არ ამოიღო მილიდან მობილური.
და მე
4.
17 ივლისი იყო, თბილი და მზიანი დღე — ჩვენი ქორწილის დღე. ვისხედით ნეფე-პატარძალი საქორწილო ესკორტში და მივდიოდით. უეცრად, შუქნიშანზე ფეხმძიმე შევნიშნეთ, რომელიც ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. აშკრად მშობიარობა ეწყებოდა. ჩვენ ჩავისვით ჩვენსავე მანქანაში და წავედით სამშობიაროში. პატარა ძალიან მალე დაიბადა და ჩვენც დავბრუნდით ჩვენს გზაზე - ჯვრის დასაწერად ტაძარში.
5.
მას შემდგომ, რაც შევიძინე ავტომობილი და პირველად გასვლა გადავწყვიტე ბედნიერმა, სწორედ ამ დროს, ერთმა გოგონამ თავისი ბავშობის დაუძლეველი შიშის გადალახვა გადაწყვიტა: შეიძინა ველოსიპედი და უშიშრად გაემართა საღამოს თავისუფალ ქუჩებში სასეირნოდ. ამ დროს, მე იმ დღის ნაყიდი ავტომობილით მაქსიმალურად კანონმორჩილად ვაჩერებ შუქნიშანთან და უცებ ვხედავ ჩემი ავტომობილის მარჯვენა სარკე როგორ ეცემა ძირს და თან მიჰყვება გოგონა თავისი ველოსიპედით. პირველი ფიქრი: "რაღა დღეს", მაგრამ რას ვიზამდი, რომ დავრწმუნდი გოგონა კარგად იყო, მაინც წავიყვანე თავისი ველოსიპედით კლინიკაში, სადაც მცირედი ჭრილობები გადაუხვიეს და წავიყვანე სახლში. გზაში ვისაუბრეთ და მოგეხსენებათ, თბილისი რომ პატარა ქალაქია და საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდა. მეორე დღეს საღამოს მომდის ამანათი, ვხსნი ყუთს და - ჩემი მანქანის მარჯვენა სარკე. მხოლოდ ყავაზე თანხმობის შემდგომ მივიღე საჩუქარი და შემდგომ — ჩემი გოგონა ველოსიპედით.
6.
ქობულეთში მაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელსაც ზაფხულობით ვაქირავებ. ჰოდა, წინა წელს მე და ჩემი შეყვარებული თბილისიდან ვჩქარობთ, რადგან დამსვენებლები უნდა მივიღოთ იმ დღეს. მცხეთაში შუქნიშანთან დავინახეთ, რომ ავტოსტოპზე იდგა წყვილი. ადგილი გვქონდა და დავიმგზავრეთ. გზაში კი გაირკვა, რომ თურმე სწორედ ის წყვილი დავიმგზავრეთ, რომელიც სწორედ იმ დღეს უნდა მიგვეღო.
7.
ოჯახი მოგზაურობიდან ვბრუნდებოდით. უეცრად, არსაიდან გადმოხტა ცხენი, ავტომობილს გადაუარა და გაიქცა. ყველანი შოკში ვიყავით, ავტომობილი ძალიან დაზიანდა, აღარ ვიცოდით რა გვექნა. უეცრად გაგვახსენდა, რომ ავტომობილი ალდაგში გვყავდა დაზღვეული დავრეკეთ აგენტთან, შემდეგ პატრულში, მოვიდა პატრული შეგვიდგინა ოქმი, შემდეგ მოვიდა ევაკუატორი და პირდაპირ სახელოსნოსკენ აიღო გეზი. სულ მცირე დროში შეკეთებული და უფრო მეტად გალამაზებული ავტომობილი დაგვიბრუნდა. ყველანი ვიყავით სასიამოვნოდ გახარებულები და ბედნიერები.
8.
კარფურში შევედი ცოტა ხნით და რომ გამოვედი, მანქანას ვეღარ ვაღებდი. ცოტა ხანში, ვიღაც ბიჭი მოვიდა რა გინდა ჩემს მანქანასთანო. რა შენი ჯიგარო, ჩემი მანქანაა და კარებს ვერ ვაღებთქო და უკვე პატრულს იძახებდა რომ მანქანაში სხვა მაგნიტოფონი შევნიშნე, მერე მივხვდი, სხვის მანქანასთან ვიდექი. ნომრებისთვის არ შემიხედავს, რადგან ფერი, მოდელი და ვიზუალი ერთნაირი იყო და ყველაფერთან ერთად, წინა სავარძელზე ჩიხოლში ჩადებული გიტარა მედო და ამ მანქანაშიც ზუსტად ასე იდო გიტარა, ოღონდ ცოტა განსხვავებული ჩიხოლით. უფრო იმიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი იყო გიტარა რომ დავინახე. ხელახლა შევიხედე სალონში და მაგნიტოფონი რომ სხვა იყო, მაშინ მივხვდი რაშიც იყო საქმე.
9.
დილის 10 საათზე კახეთის გზატკეცილზე ვმოძრაობდი ჩემი ცეროდენა მანქანით. გზის შუაში ბეტონის გზის გამყოფებზე ეყარა დიდი ქვიშის გროვები. უცებ შევამჩნიე უზარმაზარი ძაღლი — უკვე ნახტომში იყო გაჭიმული ამ ქვიშიდან. ერთი, რაც მოვასწარი, სარკეში გავიხედე და მანქანა მოდიოდა აწყვეტილი, ამიტომაც საჭეს ვერ ავიღებდი მარჯვნივ და ვერ ავაცილებდი. მუხრუჭს ჩავადგი ფეხი ყველა წესის დაცვით ისე, რომ არ მოვსრიალებულიყავი. გაჩერება კი მოვასწარი, მაგრამ ეს ტრამპლინიდან გადმოფრენილი ცხენ-ძაღლი ზედ დამეცა "კაპოტზე". გამოვიძახე პატრული და ცხოველების სამაშველო ბრიგადა, პატრული ზუსტად იმ მომენტში მოვიდა, როდესაც მე შუა ტრასაზე გაქცეულ ძაღლს მივსდევდი, სასწრაფო მყავდა მისთვის გამოძახებული და ამ უმადურს დატყდომა უნდოდა. მოვიდა პატრული — დამცინა, მოვიდა მეორე ეკიპაჟი და პატრული მეკითხება, —რა მოგივიდათ ქალბატონოო. გულში კი გავიფიქრე, ალბათ აღელვებული ცუდად გამოვიყურები თორე ისე გოგონა მგონია ჩემი თავი, ჰოდა, ძაღლი დამეცა ზემოდან, - თქო მოკლედ და ლაკონურად ვუპასუხე, მომაშტერდა ორი წამი და ეგრევე გამომიწოდა ხელსაწყო — ჩაბერეო...
10.
ზაფხულში მეგობართან ვართ გურიაში. ჩემს დას ბათუმში მეგობრებთან ერთად კონცერტის ბილეთები აქვს, ბლექ სი არენასთან უნდა შევხვდე დედაჩემს, რომ ბათუმში გაიყოლოს. წავედით, რაღაცა სოფელთან მივედით და გუგლი გვეუბნება, მიდი აქ ჩაუხვიე და წამში არენასთან იქნებიო, მეგობარი გვეუბნება, — უი ეს გზა მე არ ვიცი, ცოტა წინ რომ ჩასახვევია, იქიდან დავდივარო. შენ ფიქრობ, გუგლმა უფრო არ იცის, — თქო და ვუხვევ. რაღაცა სოფელში ვხვდები, ხალხი გაკვირვებული იყურება რატომღაც, ჩვენ ძალიან თავდაჯერებულად მივდივართ, გავცდით სოფელს და წინ ბლექ სი არენაა, მივდივართ მაგრამ ვერ მივდივართ, გავიჭედეთ ტალახში. არადა სულ ახლოსაა არენა. ვრეკავთ 112-ში, გავიჭედეთ ტალახში, ვერსად მივდივართ, ღამეა, გარეთ არავინაა რაღაც ჭაობში ვართ, გვიშველეთ მეთქი მაგრამ პასუხი? შეგვიძლია თქვენ გამოგიყვანოთო მაგრამ მანქანა უნდა დატოვოთო. ნუ გადავრეკეთ, დახმარება ვითხოვეთ და საბოლოოდ მოგვაკითხეს პატრულის და სამაშველოს მანქანებმა, გამოგვიყვანეს და ესკორტით მოგვაცილებდნენ, რომ შემთხვევით, ისევ სადმე სასწაულ ადგილას არ გადაგვეხვია და არენასთან მიგვეღწია.
11.
საღამოს მივდიოდი და ფარების ანთება დამავიწყდა. პატრულმა გამაჩერა ფარები აანთეო. უი ბოდიში, დამავიწყდა,- მეთქი — ვიმართლე თავი. რომ წავედი, ისევ წამომეწია, მეთქი ახლა რაღა დამავიწყდა — ასე ხომ უკეთესიაო? — მკითხა.
12.
მანქანის საბურავის გამოცვლაში დამეხმარა ბიჭი და მას შემდეგ მე-3 მანქანა გამოვცვალეთ. 7 ბედნიერი წელია ერთად ვართ და გვყავს ავტომობილებზე გაგიჟებული და არანორმალურად შეყვარებული 5 წლის ბიჭუკელა…
ალდაგის გათამაშება 4 აგვისტოს დასრულდება. ცნობისთვის, ავტო-ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დაზღვევა დიდი ხარჯებისგან უნდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები