კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს — გიორგი ხოსროშვილის ისტორია
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
დედოფლისწყაროელ ფერმერს, გიორგი ხოსროშვილს, 15 წელია კახეთში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ეცადა. მეთოდი ფერმერებს ევროკავშირისა და FAO აგრონომებმა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს. პროექტი კახელ ფერმერებს ხელს უწყობს, ნულოვანი დამუშავების მეთოდით, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდასა და დანახარჯების ოპტიმიზაციაში.
გიორგი ამბობს, რომ მიწის დამუშავების ამ ახალი მეთოდის შესახებ რეგიონში არაფერი იყო ცნობილი, სანამ მას ეს მეთოდი ექსტენციის სპეციალისტებმა არ შესთავაზეს. ფერმერისთვის საკმაოდ უცნაური იყო ის ფაქტი, რომ აგრონომებმა მას შემოდგომის ნაცვლად, ხორბალი გაზაფხულზე დაათესინეს.
გიორგი ხოსროშვილი მთლიანობაში 130 ჰექტარი მიწის მფლობელია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა მან საწყის ეტაპზე, მხოლოდ 1 ჰექტარზე გარისკა. FAO-ს აგრონომები და ექსტენციის სპეციალისტები მას მთელი ჩატარებული სამუშაოების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ. საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა და ფერმერის საკონსულტაციო დახმარება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ნულოვანი დამუშავების მეთოდს ნახშირბადის ნაკლები გამოყოფა და ჰაერის ნაკლები დაბინძურება ახლავს თან.
შედეგმა გიორგიც გააოცა და მისი მეზობელი ფერმერებიც, რომლებიც მომავალი სეზონიდან იგივე მეთოდის დანერგვას განიხილავენ.
მექანიზაციაზე და საწვავზე 20%-მდე თანხა დავზოგე, რადგან ნულოვან დამუშავებას გაცილებით ნაკლები ინვესტიცია სჭირდება. ხორბალი ჩემს ნაკვეთზე თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში დავთესე, ეს კახეთში პირველად ხდება და შედეგი, ვფიქრობ, სახეზეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს
ვინაიდან მოსავალი მართლაც კარგია, მომავალი წლიდან გიორგი ნულოვანი დამუშავების მეთოდს უფრო დიდ ნაკვეთზე გამოიყენებს, ისევე, როგორც მისი მეზობელი ფერმერები. რაც უფრო დიდია ნაკვეთი, მით უფრო დიდ თანხას ზოგავს ფერმერი მექანიზაციაზე და მით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს მიწის ტრადიციული დამუშავებისას გამოყოფილი გამონაბოლქვით. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი თავსებადია ისეთ გავრცელებულ კულტურებთან როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი.
FAO და ევროკავშირი მუდმივად მხარს უჭერენ ქართველ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში ახალი და ეკონომიური ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენი აგრონომების მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული მეთოდები უფრო დიდი მოსავლის აღებას უწყობენ ხელს, ნაკლები ხარჯით და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით
ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მეთოდია. ის არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ასევე იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ამცირებს კახეთში გავრცელებული მოკლევადიანი გვალვებით გამოწვეულ ზიანს.
მეტიც, ფერმერებს აღარ მოუწევთ ნამჯის დაწვა, რადგან ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს ნამჯის გამოყენებას მულჩირებისთვის, რაც ნიადაგს უნარჩუნებს ტენიანობას, ამცირებს წვიმით გამოწვეულ ზიანს, სარეველების გავრცელებას და უკეთეს მოსავალს იძლევა ტექნოლოგიის გამოყენების მეორე ან მესამე წელს. აქედან გამომდინარე, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი იდეალურია კახეთის რეგიონისთვის
გიორგის ნაკვეთი ერთ-ერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და FAO-ს მიერ მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთებიდან. უახლესი ტექნოლოგიები შეთავაზება ფერმერებისთვის არამხოლოდ ხორბლის, ქერისა და სიმინდის საწარმოებლად, არამედ ბოსტნეული მოსაყვანადაც მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს მცირემიწიან მაღალმთიანეთში. FAO-ს აგრონომები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთო ძალისხმევით აწყობენ ფერმერთა საველე სკოლებს და ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები