საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა
ერთი წლის წინ შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც რეესტრში იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სახელითაა რეგისტრირებული, სურს საქართველოში ადამიანები ისევე დაისაჯონ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით, როგორც ისჯებოდნენ საქართველოში 2004 წლამდე, ან როგორც ახლა ისჯებიან სისხლის სამართლის წესით მაგალითად, ავტორიტარულ რუსეთში, ან აზერბაიჯანში. სწორედ ასეთი ქვეყნების ხელისუფლება იყენებს მსგავს კანონმდებლობას ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად.
რას წარმოადგენს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია?
არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, 2015 წლის 28 აპრილს დარეგისტრირდა და მისი პრეზიდენტია შოთა ფაფიაშვილი. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ფაფიაშვილი 1985-1991 წლებში საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი იყო, ის 1991-1992 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, 1994-1998 წლებში კი საქართველოს შსს აკადემიის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. შოთა ფაფიაშვილი 2004 წლამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი, ის არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, წლებია ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
როგორც ფაფიაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, აკადემია სულ 31 იურისტს აერთიანებს. შედარებისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საქართველოში დღესდღეობით 4 ათასზე მეტ იურისტს აქვს.
შოთა ფაფიაშვილის ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. საქართველოს პარლამენტის ბიურომ 12 დეკემბერს დაავალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომ განიხილოს შოთა ფაფიაშვილის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადება.
შოთა ფაფიაშვილის არგუმენტები
საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, შოთა ფაფიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები და სწორედ ამან განაპირობა მის მიერ აღნიშნული ინიციატივის წამოწყება:
"ძალიან გავრცელებულია, ნებისმიერი ორატორი ისე არ გამოვა, რომ არ ლანძღონ ერთმანეთი. არ აქვთ ურთიერთპაექრობის კულტურა და მხოლოდ შეურაცხყოფის მიყენებაზე გადადიან. კანონის განხორციელებას ცოტა წესრიგის დამყარება მოჰყვება. ნებისმიერ სახელმწიფოს რომ გადავხედოთ, ყველგან არის ეს დასჯადი. იგი ადრიდან მომდინარეობდა, ჯერ კიდევ რომის სამართლიდან და მიჩნეული იყო ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად".
პარლამენტში აღნიშნული წინადადება 6 დეკემბერს შევიდა. ავტორების განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში, 148-ე და 1481 მუხლები ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს.
წინადადების თანახმად, წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით უნდა დაისაჯოს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 ათას ლარამდე.
განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება, ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება უნდა დაისაჯოს 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
შოთა ფაფიაშვილის განმარტებით, თუკი პრესაში გამოქვეყნდა ტექსტი, სადაც ვინმეს "ცილი დასწამეს", მაშინ ეს დასჯადი უნდა იყოს. მისივე რწმენით, ცილისწამებისთვის, პირი, თუნდაც ის იყოს ჟურნალისტი, დაისჯება როგორც მოქალაქე და არა როგორც ჟურნალისტი:
"სად გამოაქვეყნა ის კი არ ისჯება, არამედ, ვინც გამოაქვეყნა, ვინც არის ავტორი. აბა, პრესა დავსაჯოთ? ჟურნალისტი რატო? განა მოქალაქე არ აქვეყნებს? პროფესიული მოვალეობა სხვაა, ეს კი არის სულ სხვა სუბიექტი, მოქალაქე, რომელიც აქვეყნებს თავის სტატიას, ან წერილს და ცილს სწამებს ვინმეს, როცა ვალდებულია შეამოწმოს წყარო. აქ პრესა არის ხერხი, საშუალება".
რაც შეეხება შეურაცხყოფის მუხლის პროექტს, ავტორების აზრით, წინასწარი შეცნობით, ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა, რაიმე უხამსი სიტყვიერი, ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭდვითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, უნდა დაისაჯოს, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 ათას ლარამდე.
განმეორების შემთხვევაში კი იგივე ქმედება, ან რასაც თან სდევდა პირის ფიზიკური შეურაცხყოფა, მათი აზრით, უნდა დაისაჯოს 3 წლამდე პატიმრობით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 50 000 ლარამდე.
ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული - რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით, ან ჯარიმით 70 000 ლარამდე ოდენობით.
პრობლემა, რომელსაც შექმნის ცილისწამების კრიმინალიზაცია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფის კრიმინალიზება, ანუ სისხლის სამართლის წესით დასჯა, იქნება სიტყვის თავისუფლების დასასრული ადამიანის უფლებებში:
"შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის იდეა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის, რომელიც არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი. არცერთ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე და აღიარებულია დემოკრატიულ ქვეყნად მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, ასეთი კანონი თუ პრაქტიკა არ გააჩნია. ეს არის გუშინდელი დღე ადამიანის უფლებებში, ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებლობის მატარებელი, თავად ეს მოდელია არასწორი და ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას".
როგორც ანა ნაცვლიშვილმა On.ge-ს უთხრა, ასეთი მოტივით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სხვა ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, მთავრდება რეპრესიული პოლიტიკის გატარებით:
"ამ პოლიტიკის მსხვერპლნი ხდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებები".
როგორც ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, კანონმდებლობა ახლაც იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, ცილისწამებისთვის შეიძლება ადამიანმა პასუხი აგოს, მაგრამ არა - სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო წესით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში წერია, რომ თუ ვინმემ შელახა ჩვენი პატივი, ან ღირსება, დაგვწამა ცილი, შეგვიძლია მას ვუჩივლოთ სასამართლოში, მივიღოთ კომპენსაცია, დავაკისროთ ცილისწამების ავტორს ამ ცნობის უარყოფა და ა.შ.
საქართველოში კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს მიიღეს. სწორედ ამ პერიოდიდან არ შეიძლება პირი დაისაჯოს სისხლის სამართლის წესით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. მაშინ ეს საკანონმდებლო ცვლილება შეფასდა დემოკრატიულ მონაპოვრად და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად.
შესწორება: სტატიის სათაურის პირვანდელ ვერსიაში "საკანონმდებლო წინადადების" ნაცვლად ეწერა, "კანონპროექტი", რაც არ იყო ზუსტი ფორმულირება. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადებამ უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები პარლამენტში, რათა იქცეს კანონპროექტად, შემდეგ კი – კანონად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები