ლელო დაპატიმრებულ ექიმებს მხარდაჭერას უცხადებს
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს, რომელიც ექიმების, ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის, დაპატიმრებას ეხებოდა. ისინი ექიმების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მედპერსონალის დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ჯანდაცვის სექტორზე იერიში მიიტანა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანის ღირსება შელახა.
"ქართული ოცნება აგრძელებს იერიშის მიტანას ჯანდაცვის სექტორზე და ამჯერად უკვე ექიმების და მედპერსონალის დაპატიმრებით ცდილობს, გააჩუმოს სამედიცინო საზოგადოება. ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრება არის მედიცინის ყველა მუშაკის ღირსების შელახვა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. დღეს ეკატერინე ტიკარაძე სათავეში უდგას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციას, რომელმაც 520 დადგენილების მიღებიდან შეუქცევადი ხასიათი შეიძინა. ამ ოპერაციის ნაწილია არა მხოლოდ სამედიცინო სექტორის ფინანსური შევიწროება, არამედ ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელსაც სრულიად სამედიცინო საზოგადოება ეწინააღმდეგება. უკანასკნელ თვეებში, საქართველო გაუმკლავდა პანდემიას სწორედ ექიმების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ხოლო ქართული ოცნება, მადლიერების ნაცვლად, ექიმების დაშინებით და დაპატიმრებით არის დაკავებული", — განაცხადა საბა ბუაძემ.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქმეში არაჯანსაღ ჩარევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება 2019 წლის მარტში დაიწყო, ხოლო ყიფიანი და ლობჟანიძე სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დააპატიმრეს, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს.
"გიორგი ლობჟანიძე ორსული მეუღლის და ოჯახის თანდასწრებით, შეიარაღებულმა სპეცრაზმმა დააპატიმრა, რაც ნათლად წარმოაჩენს ქართული ოცნების ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას ექიმების მიმართ. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ექიმების დევნა და შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება ვახტანგ ყიფიანის მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ ეკატერინე ტიკარაძეს, დააფიქსიროს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით", — აცხადებს ბუაძე.
ბრიფინგის მსვლელობისას ექიმების დაპატიმრების საქმეს შეეხო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილიც, და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის სამედიცინო პერსონალის ღირსების შელახვა.
"ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან — ფორმა, რომლითაც ექიმები იქნენ დაპატიმრებულნი — შეურაცხმყოფელია. სამწუხაროდ, ის რთავს იმ შიშის მანქანას, რომლითაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში გეგმავს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ორივე დაკავებულს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება, რადგან ეს არის მთელი სამედიცინო საზოგადოების ღირსების საკითხი", — აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები