ქართულმა ოცნებამ, არჩევნებიდან 2 თვის განმავლობაში, 3 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო
ფოტო: On.ge
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვის განმავლობაში, ცამეტმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოწირულობების სახით, ჯამში, 3 090 857 ლარი მიიღო.
12 დეკემბრის მონაცემებით, 8 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემოწირულობების თითქმის 96 პროცენტი - 2 960 060 ლარი, ქართულმა ოცნებამ მიიღო. შემოწირულობების ოდენობით, მეორე ადგილზეა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რომელსაც ქართულ ოცნებაზე 37-ჯერ ნაკლები - 79 979 ლარი შეწირეს. შემოწირულობებით მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 17 688 ლარი მიიღო. ეს თანხა ქართული ოცნების შემოსავალს 167-ჯერ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მონაცემებს კი, 4,5-ჯერ ჩამორჩება.
დანარჩენ 10 პარტიას - მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის , ეროვნული ფორუმი , გირჩი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი საქართველო, ქართული დასი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, მემარცხენე ალიანსი, საქართველოს კონსერვატიული პარტია და პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა, ჯამში, შემომწირველებისგან 33 130 ლარი ერგოთ, რაც საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 1 პროცენტია.
შემომწირველების რაოდენობითაც ლიდერობს ქართულმა ოცნება. მან თანხა 81 ფიზიკური და 13 იურიდიული პირისგან მიიღო. არჩევნების შემდეგ ის ერთადერთი პარტია იყო, რომელსაც იურიდიულმა პირებმა თანხა შეწირეს. იურიდიულ პირებს შორის ყველაზე მეტი თანხა - 120 000 ლარი შპს სი თი ენ ჯორჯიამ და 110 000 ლარი - შპს საინვესტიციო - დეველოპერულმა კომპანიამ, ათორიმ გადარიცხეს.
პარტიას, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, სულ 3 შემომწირველი ჰყავდა არჩევნების შემდეგ, მათგან 2 პარტიის ლიდერია. პარტიას 49 979 ლარი გოგი თოფაძემ, 20 000 ლარი კი ზურაბ ტყემალაძემ შესწირა. ნაციონალური მოძრაობის 9 შემომწირველს შორის, ყველაზე მეტი თანხა - 13 500 ლარი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დათო ჟღენტმა შესწირა.
წინასაარჩევნო პერიოდში 56-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა შემოწირულობის სახით ჯამში 26 008 858 ლარი მიიღეს. ამ შემთხვევაშიც შემოსავლებით ქართული ოცნება ლიდერობდა, რომელმაც შემოწირულობების თითქმის 62 პროცენტი - 16 101 506 ლარი მიიღო. მას მოსდევდა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის (4 205 344 ლარი), საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (1 098 208 ლარი) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (1 018 581 ლარი). პირველ ხუთეულში მოხვდა დამოუკიდებელი დეპუტატი - ილია კოკაია, რომელმაც 559 ათასი ლარი მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები