საქართველოსა და უკრაინას უნდა მიეცეს ცხადი გზა ნატოს წევრობისკენ — ბრჟეზინსკი
ფოტო: wiadomosci.radiozet.pl
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, იან ბრჟეზინსკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, ქართველები და უკრაინელები იმსახურებენ უფრო ნათელ გზას და უფრო კონკრეტულ ქმედით გეგმას, რაც მათ ნატოს წევრობამდე მიიყვანს. მისი განცხადებით, ამ გეგმის არ მიცემა ქვეყნებს ტოვებს ე.წ "რუხ ზონაში", რომელიც პუტინის მსგავსი ლიდერების რევანშისტულ ამბიციებს აქეზებს.
"რეალურად, ამით რეგიონის არასტაბილურობაში შეგვაქვს წვლილი".
მისი განცხადებით, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო.
"საქართველოს შემთხვევაში კი დავძენდი, რომ ის უკვე ათ წელზე მეტია იქცევა, როგორც ნატოს დე-ფაქტო წევრი, 900-მდე ქართველი სამხედრო მსახურობს დღეს ავღანეთში", — აღნიშნა ბრჟეზინსკიმ საქართველოზე.
ბრჟეზინსკის თქმით, 12 წლის შემდეგაც, "როდესაც საქართველოს, ამ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნის ტერიტორიები კვლავ წართმეული და ოკუპირებულია", ის აღტაცებულია საქართველოს თავდადებით დასავლური ალიანსების და დემოკრატიების ტრანსატლანტიკური საზოგადოების მიმართ.
მას ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან:
"ვერ გეტყვით, როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მოხდება. ამას სჭირდება ლიდერობა და იმედი მაქვს, ეს ვაშინგტონში დაიწყება".
ბრჟეზინსკი აცხადებს, რომ "საქართველოში და უკრაინაში შეჭრა, სამხედრო დანახარჯების მასობრივი ზრდა, შეიარაღებული ძალების განთავსება ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან; სამხედრო პროვოკაციული ქმედებები ხმელთაშუაზღვისპირეთში, ატლანტისა თუ წყნარ ოკეანეებში, არქტიკაში; უეცარი წვრთნები, რომლებიც შეიძლება პოტენციურად მუქარის შემცველი და დესტაბილიზაციის მომტანი იყოს, როდესაც მასში 100 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს — ესაა კონფრონტაციული მიდგომა მსოფლიო წესრიგის მიმართ, რომელიც პუტინის შეგრძნებით, რუსეთში მის პერსონალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება."
მისივე თქმით, ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის გააზრებას, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტორებს გარკვეული რეაქცია უნდა მოეხდინათ რუსეთის ქმედებებზე და ამ შეშფოთებით პასუხის "ვერგაცემის" შედეგებს დღემდე გრძნობს როგორც უკრაინა, ისე საქართველო.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ვფიქრობ, 2008 წელს ადამიანებმა ვერ გააანალიზეს საქართველოში შეჭრის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ზოგი ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პატარა ქვეყანაა, არაა ნატოს წევრი, შავი ზღვის განაპირასაა, მის გამო სერიოზული კონფლიქტი არ ღირს. და ეს არ იყო შორსმხედველი პერსპექტივა, რადგან ამან მხოლოდ გააძლიერა პუტინი და შექმნა წინაპირობა უკრაინაში უფრო დიდი მასშტაბის შეჭრისთვის", — ვკითხულობთ ინტერვიუში.
ბრჟეზინსკი ამბობს იმასაც, რომ პუტინი გააოცა დასავლეთის სუსტმა პასუხმა მის აგრესიაზე. "საქართველოში შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი ფაქტობრივად სრულად აორთქლდა", რამაც, ერთგვარად, უკრაინაში უფრო მარტივად შეჭრა განაპირობა და გზა, რომელიც რუსეთზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ეკონომიკური სანქციების და პოლიტიკური იზოლირების გაძლიერებაა.
ბრჟეზინსკიმ ისაუბრა "ბორდერიზაციაზეც" და აღნიშნა, რომ ამ პრობლემისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი საკმარისი არ იყო.
მან დასავლეთს მოუწოდა, რომ საზოგადოებამ ერთობ ხმამაღლა უნდა დაგმოს "ბორდერიზაციის" ქმედებები. მისი თქმით, ეს იმსახურებს, სულ მცირე, ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის სექტორულ სანქციებსაც.
"სამწუხაროდ, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ სამხედრო მზადყოფნა იმისთვის, რომ რუსული აგრესიისგან თავი დავიცვათ და ის შევაკავოთ", — ამბობს ის.
ბრჟეზინსკი ამბობს იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში "მუშაობდა" მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ამოსაყირავებლად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები