ლევან თოფაძე ამბობს, რომ დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს — ადვოკატი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
გოგი თოფაძის შვილიშვილის ადვოკატის განცხადებით, ლევან თოფაძე ამბობს, რომ დანა ან მსგავსი საგანი არ დაუნახავს და დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო. ეს განცხადება ადვოკატმა გუშინ, თოფაძის გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.
ადვოკატის თქმით, თოფაძემ ასევე განმარტა, რომ ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, ხოლო მათი დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო. გიორგი ანთაძე ასევე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს მუქარა არ გაჟღერებულა და თოფაძე და ჟვანია მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ჟურნალისტის კითხვას, აღნიშნული ჩვენება გამოიწვევს თუ არა ბუსა ჟვანიასთვის ბრალის შემსუბუქებას, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს შემდეგ სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდება.
"ეს არის რა ჩვენებაც მისცა თავად დაზარალებულმა, თუმცა შეუმსუბუქდება, დაუმძიმდება თუ სხვა, ეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს ბრალდების მხარემ და შემდეგ უკვე სასამართლომ", — აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის განმარტებითვე, ლევან თოფაძემ თავის ჩვენებაში რაიმე საგნით ბუსა ჟვანიასთვის დაზიანებების მიყენება უარყო.
"რა თქმა უნდა, დასმული იყო ეგ შეკითხვა გამომძიებლის მხრიდან და კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინა ბუსა ჟვანიასთვის", — განაცხდა გიორგი ანთაძემ.
ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, 2 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. დაჭრის ბრალდებით ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს მისივე სახლის აივანზე დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე, ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. უწყების განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ამოიღეს. როგორც თოფაძე, ისე ჟვანია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გაწერილია.
ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები