რუსული დეზინფორმაციის კვალი აშშ-ს წინასაარჩევნო პერიოდში — The New York Times
ფოტო: AP
Black Lives Matters (შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) პროტესტში მონაწილეები პორტლანდში, რომელიც ორეგანოს შტატში ყველაზე დიდი ქალაქია, ბიბლიის შეკვრას ამერიკის დროშასთან ერთად წვავენ — ამის დასადასტურებლად ვიდეო კადრებიც კი გავრცელდა.
ეს ტრამპის კამპანიის ძირითად მიმართულებასთან ძალიან ახლოს იყო, რის მიხედვითაც ლიბერალები და დემოკრატები ერთად უღმერთო უწესრიგობას ქმნიან. ინფორმაცია რესპუბლიკელთა შორის ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს ბევრი გამოხმაურება, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაშიც მოჰყვა. New York Post-მა, ისევე როგორც ფედერალისტებმა, დაწერეს, რომ მომიტინგეებმა აჩვენეს მათი "ნამდვილი ფერები". ტექსასის წარმომადგენელი, სენატორი ტედ კრუზი წერდა, რომ "აი, ესენი ვინ არიან სინამდვილეში", ხოლო დონალდ ტრამპის შვილის განცხადებითმ "ანტიფას პროტესტი წიგნების დაწვის ფაზაში გადავიდა".
სიმართლე სხვანაირია — როგორც ჩანს, რამდენიმე მომიტინგემ დაწვა ერთი ან შესაძლოა ორი ბიბლია უფრო დიდი ცეცხლის გასაჩაღებლად, თუმცა ამისთვის ზედმეტი ყურადღება არავის მიუქცევია.
ამ დროისთვის, სანამ მომიტინგეებს ბიბლიის მწველ ფანატიკოსებს უწოდებდნენ, რამდენიმე პოლიტიკოსმა თუ კომენტატორმა აღმოაჩნია, რომ ეს ამბავი კრემლის მიერ მართულ ახალი ამბების სააგენტოსთან იყო კავშირში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, რუსეთის გეგმა, რომ გავლენა მოახდინოს ხმის მიცემის პროცესზე, აქტიურად მუშავდება. აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთმა დემოკრატებისა და მათი სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის "გასაშავებლად" სხვადასხვა მეთოდს მიმართა.
რუსეთის ოფიციალური პირები ყველა ბრალდებას აგრესიულად უარყოფენ, თუმცა ამერიკელები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან საკუთარ შეფასებაში და ამბობენ, რომ რუსულ ტაქტიკები განვითარების პროცესშია. მოსკოვი, მათი თქმით, იშორებს 2016 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ მეთოდებს, ყალბი სოციალური მედიის ანგარიშებითა და ბოტებით გავლენა მოახდინოს ხმის მიცემის პროცესზე. ამჯერად ისინი ცდილობენ, ინგლისურენოვანი ახალი ამბების საიტებს წამქეზებლური ამბები გამოაქვეყნებინონ, რაც შემდეგ შეიძლება თავად ამერიკელებმაც გაავრცელონ.
ამბები იქმნება რუსეთის მიერ მართულ ახალი ამბების საიტებზე, საიდანაც ზოგიერთი პირდაპირ კავშირშია რუს ჯაშუშებთან, ექსპერტებთან და თანამდებობების პირებთან. ზოგერით გამოცემას, რომელსაც რუსეთი თავისი მიზნებისთვის იყენებს, მაგალითად Russia Today, რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს. სწორედ RT-ს ვიდეო განყოფილებაა Ruptly, სადაც ბიბილიის დაწვის ვიდეო გამოქვეყნდა.
პორტლანდის ვიდეო რუსეთის დეზინფორმაციული სტრატეგიის წარმატებული ნიმუშია. პატარა, მაგრამ პოტენციურად წამქეზებლური ინციდენტის გავრცელებამ აშშ, კანადა და ევროპაც მოიცვა.
ამერიკულმა სპეციალურმა სამსახურებმა გასულ თვეს რამდენიმე მსგავსი ვებ-გვერდის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც რუსული სამხედრო სადაზვერვო სამსახურის GRU-ს მიერ კონტროლირდება და გამოიყენება სხვადასხვა დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელების შესამოწმებლად აშშ-ს, კანადის და ევროპის ტერიტორიებზე. დეზინფორმაცია Covid-19-ზე მათი ერთ-ერთი სტანდარტული კამპანიაა.
სტატია მომზადდა The New York Times-ზე დაყრდნობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები