რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
ფოტო: sportall.ge
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რაგბის კლუბთა საინიციატვიო ჯგუფის მიერ გამართული ბრიფინგი, სადაც სპორტსმენებმა კლუბებში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრეს.
მათი მთავარი მოთხოვნა კორონავირუსის პირობებში ანტიკრიზისული საბჭოს შექმნაა, სადაც კლუბების სამი წარმომადგენელი იქნება — ადამიანები, რომლებიც კლუბების საჭიროებებს კარგად იცნობენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრ გიორგი ზაბახიძის თქმით, პრობლემების მოგვარებას თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში პასუხისმგებლობა არა მხოლოდ რაგბის კავშირის პრეზიდენტს, არამედ მთელ მის გუნდს ეკისრება.
"პანდემიის გამო კლუბები გაჩერებულები ვიყავით და ისედაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები უარეს დღეში აღმოჩნდა. ამ სიტუაციის შესაცვლელად დავიწყეთ მოძრაობა, რომ მიგვეღო პასუხი რაგბის კავშირის ოფიციალური პირისგან. ვითხოვდით, გადაწყვეტილების მიღებას ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის თაობაზე. სამინისტროდან წამოვიდა ასეთი დირექტივა, რომ უნდა შექმნილიყო ანტიკრიზისული საბჭო, სადაც უნდა ყოფილიყო კლუბების 3 წარმომადგენელი. ეს საბჭო უნდა ყოფილიყო მმართველი ორგანო, სანამ მოვიდოდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის დეკემბერშია ჩანიშნული. საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მოვალეობის შემსრულებელი გვიწევდა წინააღმდეგობას, არ ქმნიდნენ საბჭოს", — განაცხადა ზაბახიძემ.
ბრიფინგზე უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და მისი გუნდის ყველა წევრს. გიორგი ზაბახიძის განცხადებით, ჩემპიონატების ჩატარების თარიღი მოახლოვდა, მაგრამ კლუბებს შესაბამისი რესურსი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი და ეს არის 2019 წლიდან გადმოყოლილი ვალები.
გიორგი გორგასლიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ათი დღის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა პრეიზდენტმა, გოჩა სვანიძემ დატოვა. თანამდებობაზე ყოფნიდან ათ დღეში, რაგბის კლუბების მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ, გორგასლიძეც გადადგა.
On.ge-მ გიორგი გორგასლიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები