ბავშვების 200-ლარიანი დახმარებისთვის რეგისტრაცია დაიწყო — როგორ უნდა შეავსოთ განაცხადი
ფოტო: iStock
დღეიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ თანხას მხოლოდ 17 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებდნენ, თუმცა გვერდზე, რომელზეც რეგისტრაციის გავლაა საჭირო, მითითებულია, რომ ერთჯერადი დახმარება 18 წლამდეა გათვალისწინებული.
უკვე ცნობილია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა სისტემაში შეყვანაც იქნება საჭირო ამ დახმარების მისაღებად. თავდაპირველად, მოამზადეთ შემდეგი მონაცემები:
- ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
- საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
შემდეგ უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე daxmareba.moh.gov.ge, სადაც დაგხვდებათ შემდეგი ფანჯარა:
თუ უკვე არ ხართ რეგისტირებული ამ გვერდზე, თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ. შეგხვდებათ ასეთი ფანჯარა, სადაც თქვენი და ბავშვის მონაცემები უნდა ჩაწეროთ. ტელეფონის ნომრის მითითების შემდეგ, დააწკაპეთ ღილაკზე სმს გაგზავნა, რის შემდეგაც მობილურზე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS), სადაც იქნება კოდი, რომელიც ამ ჩამონათვალის ბოლო გრაფაში უნდა შეიყვანოთ.
მას შემდეგ, რაც დააწკაპებთ რეგისტრაციის ღილაკს, გამოჩნდება ასეთი ფანჯარა, სადაც ირჩევთ გასვლას.
ამის შემდეგ აღმოჩნდებით იგივე გვერდზე, სადაც რეგისტრაცია გაიარეთ. ამჯერად არა რეგისტრაცია, არამედ ავტორიზაცია დაგჭირდებათ. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკზე სმს გაგზავნა. ეს მესიჯი ერთი წუთის განმავლობაში "მუშაობს", ანუ თუ გვიან შეიყვანთ, სისტემაში ვერ შეხვალთ. იმ შემთხვევაში, თუ კოდი ერთი წუთის განმავლობაში არ მოვიდა, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ სმს გაგზავნა ღილაკზე ხელახლა დაწკაპეთ.
როცა სისტემაში შეხვალთ, ავტომატურად იქნება შევსებული შემდეგი ველები:
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი;
- ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი);
- მობილური ტელეფონის ნომერი.
ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება მწვანე ღილაკი, რომელზეც წერია ბავშვის რეგისტრაცია. დააწკაპეთ ამ ღილაკს. შემდეგ გამოჩნდება ეს გრაფა, რომელიც უნდა შეავსოთ. მიჰყევით აქვე მითითებულ ინსტრუქციას, ანუ ჩაწერეთ ბავშვის პირადი ნომერი, შემდეგ მისი გვარი და დააჭირეთ გადამოწმების ღილაკს. როცა გადამოწმების პროცესი დასრულდება, ეკრანზე ბავშვის მონაცემებს დაინახავთ. ამის შემდეგ, უნდა დააწკაპოთ ღილაკს რეგისტრაცია.
შეიძლება ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდეს, რადგან სისტემა ამოწმებს სწორია თუ არა შემდეგი მონაცემები:
- პირადი ნომრისა და გვარის შესაბამისობა;
- ასაკი (ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 17 წელს);
- მოქალაქეობა;
- გარდაცვალება;
- საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი (შედარდება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან
რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის); - სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნა (გადამოწმდება ბავშვთა ზრუნვის
სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან).
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ ეს ყველაფერი დაადასტურა, ეკრანზე გამოჩნდება ბავშვის მონაცემები და შეგეძლებათ დააწკაპოთ მწვანე ღილაკს — რეგისტრაცია. ამის შემდეგ განაცხადი იგზავნება სოცუალური მომსახურების სააგენტოში.
ხოლო თუ ბავშვისა და მშობლის კავშირი არ დადასტურდა, ეკრანზე გამოვა შეტყობინება მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ. დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა და მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბავშვის და მშობლის კავშირის არ დადასტურების შემთხვევა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენელის მიერ უნდა მოხდეს იმდენი ბავშვის დამატება რამდენი 18 წლამდე ბავშვიც ჰყავს.
დახმარება ერთჯერადია და მას მხოლოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, დახმარება მშობლების ანგარიშზე 15 სექტემბრამდე, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩაირიცხება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები