მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, ლელომ თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა
ფოტო: ლელო
15 აგვისტოს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, ლელომ ქალაქ თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა და მძიმდება მათი მდგომარეობა.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება რეგიონების უდიდეს ნაწილში, სადაც არ არსებობს არც თავშესაფრები, არც კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. შინაურ ბინადართა კეთილდღეობა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა პირდაპირ კორელაციაშია ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან", — აცხადებს შამანიდი.
მისივე თქმით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ამახინჯებს საზოგადოების აღქმას ცხოველთა მიმართ.
"ლელო საქართველოსთვის არის პირველი პარტია, რომელიც პროგრამაში შეიტანს ხედვას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ რადიკალურად შემცირდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა საქართველოში — ეს მოხდება არა მიუსაფარ ცხოველთა განადგურების გზით, როგორც ახლა ხდება, არამედ პოპულაციის რეგულირების გზით. ლელოს დევიზია — არც ერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე", — აცხადებს ის.
შამანიდის ინფორმაციით, ლელო აპირებს:
- დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ;
- გაზარდოს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხისმგებლობა — ყველა მიუსაფარი ცხოველი მყისიერად აღირიცხება, ჩაუტარდება სპეციალური ვაქცინაცია / სტერილიზაცია / კასტრაცია; გაძლიერდება მიმკედლებლის ინსტიტუტი, რომელთანაც სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს. აიკრძალება მიუსაფარ ცხოველთა რელოკაცია;
- საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას / სტერილიზაციას / კასტრაციას და დაავადებულ ცხოველთა მკურნალობას;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა) გატარდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ;
- გამკაცრდება სახელმწიფოს მხრიდან სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სახლიდან გაგდებაზე, მოკვდინებაზე, ასევე ცხოველთა დაპირისპირების ფაქტებზე;
- გადამზადდებიან ვეტერინარები სხვადასხვა რეგიონიდან, რათა ვეტერინარის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან და არ იყოს საჭირო ცხოველის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები