არადამაჯერებელია ოფიციალური ვერსია — სამადაშვილი მინსკში ელჩის ვიზიტზე
ფოტო: პირველი არხი
ერთიანი ნაცინალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მინსკის მიმართულებით შესრულებული ფრენის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ არათუ არ მოხსნა კითხვები, არამედ პირიქით, უფრო გააჩინა. ამის შესახებ მან TV პირველის დღის ეთერში ისაუბრა.
"სრულიად გაუგებარია მაშინ, როდესაც ბელარუსში ფაქტობრივად იქმნება ისტორია და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, საქართველოს ელჩი რას აკეთებდა არასამუშაო ადგილას, რატომ არ იმყოფებოდა იმ ქვეყანაში, სადაც წარმოადგენდა ჩვენს სახელმწიფოს. არ ვიცი, შვებულებაში იყო თუ გამოწვეული იყო, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია. არ აქვს ელჩს არანაირი უფლება, დატოვოს ადგილსამყოფელი ქვეყანა, თუ არ აქვს წინასწარ მიღებული ბრძანებით თანხმობა მინისტრისგან. ჩემთვის საინტერესო იქნება და აუცილებლად გამოვითხოვ შესაბამის ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან", — განაცხადა სამადაშვილმა.
მას ასევე კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა მინსკში, მაგალითად, კიევიდან დღეში 5-6 რეისი ხორციელდება, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან ათობით ათასი ლარი ელჩის მოგზაურობაში რატომ გადაიხადა. გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, რომ მისთვის საერთოდ არ არის დამაჯერებელი ის ინფორმაცია, რომ რეისის მიზეზი ელჩი იყო.
"თუ ელჩი იყო, მით უმეტეს, ვალდებულია სახელმწიფო, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, რადგან ეს არის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა. არადამაჯერებელია ოფიციალური ვერსია. ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ბატონმა ზალკალიანმა თუ გადაწყვიტა, რომ თავისი ნათესავი კომფორტულად გაემგზავრებინა, ესეც ჩვენი საქმეა. ესეც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა და სამინისტროს მოეთხოვება პასუხი. გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ, ვინ გადაკვეთა საზღვრები", — აღნიშნა სამადაშვილმა.
მისი თქმით, თუ ელჩი ზალკალიანის ნათესავია, გარდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა, ნეპოტიზმის ნიშნებიც იკვეთება და სამინისტრომ პასუხი ამ კითხვასაც უნდა გასცეს.
16 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მინსკის მიმართულებით თბილისიდან გაფრინდა სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა. მეორე დღეს, 17 აგვისტოს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და თქვა, რომ ბელარუსში საქართველოდან ელჩი, ვალერი კვარაცხელია გაფრინდა, რომელიც საქართველოში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა. უწყების თქმით, ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები