ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
მის განცხადებაში, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა საუბარია იმაზე, თუ როგორი იყო პირველი არხი, როცა ხელმძღვანელი გახდა, რა შეცვალა მან და რა გეგმები აქვს არხს სამომავლოდ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგა შოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, დავიწყეთ სერიალების გადაღება, შემოდგომაზე მაყურებელი ნახავს ორ ქართულ სერიალს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ასევე, დავიწყეთ ანიმაციური ფილმების გადაღება და შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს პირველ სეზონს, ოცსერიან ქართულ ანიმაციურ ფილმს ბავშვებისთვის. ვაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების და დოკუმენტური სერიალების გადაღებას. უკვე გამოვაცხადეთ სცენარების მიღება და ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღებას.
რადიოს შესახებ – 2017 წლამდე, საქართველოს რადიოს სიგნალის მიღება იყო ძალიან რთული, მაგალითად, რადიოს პირველი არხის დაჭერა უკვე მცხეთაშიც კი შეუძლებელი იყო, რის გამოც მსმენელი კარგავდა არხის სმენის ჩვევას. წელს დასრულდა 27 ახალი ანძის მონტაჟი და დღეს საქართველოს რადიო ერთადერთია, რომელიც მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში და ძირითად მაგისტრალებზე.
პირველი არხის ვებგვერდი 1tv.ge სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე. სექტემბერში მაყურებელი იხილავს ვებპროექტს „საქართველო 360“, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებათ ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააინტერესებთ როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამავე დროს, ძალიან დაეხმარება ახალ თაობას საკუთარი ქვეყნის გაცნობაში. უკვე ვასრულებთ მუშაობას და წლის ბოლოს გაიხსნება განსაკუთრებული სიახლე, ტელევიზია მობილურ ტელეფონში, ეს იქნება ფაქტობრივად მესამე არხი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.
უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ტელესკოლის არხის გახსნა, დარწმუნებული ვარ ამ არხზე ბევრ საჭირო და საინტერესო პროექტს ვიხილავთ. პირველი არხისთვის მუდმივ პრიორიტეტად რჩება, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა სრულფასოვნად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში და ამ მიზნით გავხსენით მუდმივმოქმედი პროექტი – მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს სასწავლო ლაბორატორიას არაქართულენოვანი დამწყები ჟურნალისტებისთვის.
დაბოლოს ნიუსრუმის შესახებ – ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც დამხვდა, იყო სრულიად სავალალო მდგომარეობაში, მორალურად და ფიზიკურად ვადაგასული კამერები, არ იყო საკმარისი განათება, ძალიან ძველი მანქანების პარკი, ყველაზე დიდი სტუდია ჯერ სხვა ტელევიზიაზე იყო გაქირავებული (რაც სავალალო კურიოზია ნორმალური ტელევიზიის პირობებში), შემდეგ კი ტექნიკისგან დაცლილი და უფუნქციოდ მიტოვებული. და ამ მძიმე ფონზეც კი, კატასტროფულად მძიმე იყო ნიუსრუმის მდგომარეობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები მუშაობდნენ სიცოცხლისთვის სახიფათო უჰაერობის პირობებში, ხოლო ტექნიკური აღჭურვის ხარისხზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტელევიზიას არ ჰქონდა არც ერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, გავიარეთ ყველა აუცილებელი პროცედურა და რამდენიმე კვირაში, სექტემბერში დაიწყება ახალი, კომპაქტური და თანამედროვე ტექნოლოგიებთან თავსებადი შენობის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქვეყანას ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტელევიზია.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი გადაცემა გადის გარეწარმოებაში, რითაც საქართველოს ტელევიზია ეხმარება გარე სტუდიებს განვითარებასა და გაძლიერებაში. ტელევიზია ასევე მაქსიმალურად მონაწილეობს ქართული ფილმების წარმოებაში და, მათ შორის, განსაკუთრებულად ეხმარება დამწყებ რეჟისორებს.
საქართველოს პირველი არხის სტრატეგიულ კონცეფციად რჩება უსაფრთხო არხის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ტელევიზიამ მდაბიო უხამსობით არ უნდა ავნოს მაყურებელს, არხი აწარმოებს მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან პროდუქციას, ხოლო ნაყიდი პროდუქცია – ფილმები და გადაცემები გამოირჩევა მაღალი მხატვრული და შემეცნებითი ღირებულებით.
ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
საქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა – 2020 წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, იმის დასტური იქნება, რომ არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სეზონიდან სეზონამდე განუხრელად მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება. არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს", – აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.
პირველი არხის ინფორმაციით, მაღლაფერიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს უკვე მიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლიდან არის. ის ამ თანამდებობაზე განმეორებით კენჭისყრის შედეგად მოხვდა. მას სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მაღლაფერიძის კონკურენტმა, თიკო ბერძენიშვილმა კი 2 ხმა მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები