საუკეთესო მარშრუტი საქართველოში ავტომობილით სამოგზაუროდ
ფოტო: Myhome
ფეხით მოგზაურობას არაფერი სჯობს: ასე გაქვს საშუალება, დაკვირვებით დაათვალიერო სამყარო, შეიცნო გარემო და დატკბე ჩიტების ჭიკჭიჭით. თუმცა ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც კი, ფეხით ყველაფრის მოკლე დროში შემოვლა შეუძლებელია, ამასთანავე საავტომობილო მოგზაურობას გამორჩეული შეგრძნებების მოტანა შეუძლია.
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, შენთვის მრავალფეროვანი სანახაობრივი მარშრუტი შევარჩიეთ. ბათუმში წასასვლელად სულ ორი გზა არსებობს, შეგიძლია სწრაფად გაიარო ავტობანი და ვუალა, უკვე ზღვის პირას ხარ, მაგრამ შეგიძლია შორი გზიდან მოუარო და არამხოლოდ შინ მშვიდობით მიხვიდე, გზადაგზა შთაბეჭდილებებიც მოაგროვო.
ჩვენი მარშრუტი სტარტს თბილისიდან, ოღონდ არა დიღმის, არამედ ორთაჭალის გასასვლელიდან იღებს და ქვემო ქართლის გავლით ქვეყნის სამხრეთისკენ მიემართება. თუმცა მოგზაურობის დაწყებამდე საიმედო ყველგანამავალი ან მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება, რადგან ზოგიერთ მონაკვეთში საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევს.
ყოფილხარ ნინოწმინდაში? ალბათ ბევრი არაფერი გსმენია მის შესახებ, სინამდვილეში ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილია, სადაც გზად პირველი საქართველოს ყველაზე დიდი ტბა — ფარავანი შეგხვდება. წალკიდან ნინოწმინდისკენ მიმავალი გზა ლარივით (რასაკვირველია, ეროვნული ვალუტის კურსზე იმავეს ვერ იტყვი) სწორია, მაგრამ ძაანაც არ ჩააჭირო. თუმცა, ეს ტრასა ნამდვილად მოგცემს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გზის გავლის შესაძლებლობას და ირგვლივ შეგიძლია არამხოლოდ ლანდშაფტის მშვენიერებით, არამედ აქ მობინადრე ვარხვების, ყანჩების, ლაკლაკების და წეროების თვალიერებითაც დატკბე.
ფოტო: Aniket Satpute
სხვათა შორის, ნინოწმინდაში, ხანჩალის ტბაზე მსოფლიოში უიშვიათეს რუხ, იგივე არჩიბალდის წეროებს შეიძლება შეხვდე. ნინოწმინდა, გარდა იმისა, რომ ტბების მხარეა, აქ მიწაზეც არანაკლები ბიომრავალფეროვნებაა: კვლევების თანახმად, ერთ კვადრატულ მეტრზე 40-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება ერთდროულად. ამიტომ, თუ აქაურობას ივნისის პერიოდში ეწვევი, ისეთი ჭრელი მინდვრები შეგხვდება, რომლის მსგავსსაც ყველაზე ფერად სიზმარშიც ვერ ნახავ. ხოლო, შემოდგომაზე აქ უამრავი მტაცებელი ფრინველია, მათ შორის ბექობის, იგივე სამეფო არწივს და მითიურ ფასკუნჯებს. კი, ისინი ნამდვილად არსებობენ.
ფოტო: About.ge
ნინოწმინდის შემდეგ გეზი შეგიძლია ვარძიისკენ აიღო, გზა აქ კომფორტულობით ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ რთულად გასავლელსაც ვერ დაარქმევ. ვარძია ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყეა, რომელსაც უამრავი ბრძოლა ახსოვს და მისი ამჟამად მოშიშვლებული ფასადი, ერთ დროს კლდეში იყო ჩამალული, რომელიც საუკუნეების წინ მიწისძვრამ შეიწირა. თუმცა, მანამდე ის ფაქტობრივად უჩინარი იყო მტრისთვის, რასაც ჩვენი წინაპრები საკმაოდ მოხერხებულად იყენებდნენ.
ფოტო: Shutterstock
ვარძიიდან შეგიძლია ახალციხეში რაბათს ესტუმრო, რომლის ისტორიაც მეცხრე საუკუნეში იწყება, ხოლო XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციას წარმოადგენდა. ახალციხის მშრალი მიწებიდან აბასთუმნისკენ დინამიურად იცვლება ლანდშაფტი და ფერები შენ ირგვლივ: დომინანტ ხაკისფერს სულ უფრო ინტენსიურად ანაცვლებს მწვანე ფერი და სულ ზევით, სიგრილეში მიიწევ, რაც მოგზაურობას დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.
ფოტო: Travel Box
თუ აბასთუმნიდან ზემო აჭარაში გოდერძის უღელტიხილით გადაწყვეტ გადასვლას, შეგიძლია ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბე. ხოლო უღელტეხილიდან სულ 15-20 დაგჭირდება ავტომობილით მწვანე ტბამდე მისასვლელად. შემდეგ გზა დაბლა, ზემო აჭარის სიმწვანით დაფარულ მთებს მიუყვება. დამღლელი მოგზაურობიდან შეგიძლია კურორტ გომარდულში შეიარო და ჯადოსნურ გარემოში გაატარო დრო, შემდეგ კი ბათუმისკენ გაეშურო და მთის კურორტების შემდეგ ზღვის ტალღებში იგრძნო ნეტარება.
ფოტო: Shutterstock
საერთო ჯამში, მოგზაურობისთვის დაახლოებით 3 დღე დაგჭირდება, რის შედეგადაც სამცხე-ჯავახეთის და ზემო აჭარის მთების მონახულებას შეძლებ. ხოლო ბონუსად ქათქათა ბათუმი გელოდება.
მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი, ბინა თუ სასტუმრო rent.myhome.ge-ზე. Visa-ს ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში კი გადახდილი თანხის 20%-ს, 100 ლარამდე თანხას უკან დაიბრუნებ. ასევე, ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები