10 სტატია მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც თავის შეცნობაში დაგეხმარებათ
ფოტო: Lena Gaik / Dribbble
თუ სტატიაში განხილული საკითხები რელევანტური გეჩვენათ ან თუ ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის თემა თქვენთვის საინტერესოა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
მენტალური ჯანმრთელობის საკითხები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება — ამაღლდა ცნობადობა კონკრეტული აშლილობების მიმართ, გაიზარდა მოთხოვნა ფსიქოთერაპევტებსა და ფსიქიატრებზე, საკუთარ ემოციურ მდგომარეობას კი ფიზიკურ მდგომარეობაზე ნაკლები ყურადღებით აღარ ვუდგებით, რაც ცალსახად დადებითი ფაქტი და სასარგებლო პრაქტიკაა.
თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო კონკრეტული საკითხები ბევრისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამის გათვალისწინებით, დღეს On.ge-ის იმ სტატიების სია შეგირჩიეთ, რომლებიც სწორედ ამ ბუნდოვანების ოდნავ მაინც ამოვსებაში დაგეხმარებით.
1. რა განსხვავებაა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს შორის?
ფოტო: Ilona Rybak
თუ ამ ორი პროფესიის დასახელება ერთხელ მაინც გვსმენია, ალბათ ყველას გაგვჩენია კითხვა: მაინც რა განსხვავებაა მათ შორის? ბევრი ფიქრობს, რომ ეს ორი პროფესია იდენტურია: უბრალოდ ფსიქოლოგები ნაკლებად მძიმე პაციენტებს ეხმარებიან, ფსიქიატრები კი — მეტად რთულ შემთხვევებზე მუშაობენ. ეს სრული სიცრუეა. სინამდვილეში, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და ხშირად ისინი ერთობლივად მუშაობენ ერთი პაციენტის კეთილდღეობაზე. უფრო დაწვრილებით ამაში გასარკვევად სწორედ მოცემული სტატია დაგეხმარებათ.
2. შფოთვითი აშლილობის ტიპები და მათი დაძლევის გზები
ფოტო: Chuwy / Getty
შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. საბედნიეროდ, მისი დაძლევა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის აუცილებელია იცოდეთ, აშლილობის ზუსტად რომელ ქვესახეობასთან გაქვთ საქმე და რა გახდა მისი წარმოშობის მიზეზი. ამის ზუსტად გამოსარკვევად ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის დახმარებაა საჭირო, თუმცა შფოთვითი აშლილობის 6 ძირითად ქვეტიპზე და იმაზე, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი ან რა ფორმით ვლინდება სხვადასხვა ინდივიდში, ეს სტატია მოგიყვებათ.
3. შფოთვის 11 ნაკლებად ცნობილი სიმპტომი
ფოტო: Shutterstock
როდესაც შფოთვით აშლილობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ, რომ არსებობს მისი თანმხლები უამრავი სიმპტომი. პირველი ალბათ ყველას აჟიტირება, ტაჰიკარდია, ოფლიანობა და მოუსვენრობა გაგვახსენდება, თუმცა სინამდვილეში შფოთვის სიმპტომების ბევრად ფართო სპექტრი არსებობს. მოცემული სტატია სწორედ მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ.
4. ერთადერთი, არასდროს, არავინ — დეპრესიის მქონე ადამიანები ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად იყენებენ
ფოტო: AP
აშლილობის არანაკლებ გავრცელებული ფორმაა დეპრესია. დეპრესია ცვლის ადამიანს, მის ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, ინტერესებს, დამოკიდებულებას ამ ინტერესების მიმართ და სხვა. ეს ყველაფერი ალბათ აქამდეც გსმენიათ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დეპრესია ასევე ცვლის ადამიანის მეტყველების შინაარსს და მის სტილსაც. მოცემული სტატიაც დეპრესიის სწორედ ამ ასპექტს გაგაცნობთ.
5. რა აკავშირებს სტრესს დეპრესიასთან და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება
ფოტო: Julia Yellow
"როგორი დასტრესილი ვარ!" — დიდი ხნის განმავლობაში სტრესი ერთგვარი ფრთიანი გამონათქვამი იყო, თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს მდგომარეობა საკვანძო ელემენტია ისეთი ფსიქიკური პრობლემების აღმოცენებაში, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობები. იმის გაგებაში, თუ კონკრეტულად რა აკავშირებს სტრესს დეპრესიასთან, ეს სტატია დაგეხმარებათ.
6. რა უნდა ვიცოდეთ პოსტნატალური დეპრესიის პირველი წამლის შესახებ
ფოტო: Vectorstock
დეპრესიასა და ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პოსტნატალური, იგივე მშობიარობის შემდგომი დეპრესიის თემას, რომელიც ჩვენს სოციუმში ნამდვილად მეტ ყურადღებას საჭიროებს. ეს სტატია მოგითხრობთ მისი წარმოშობის სავარაუდო მიზეზებსა და პრეპარატზე, რომელიც ალბათ სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.
7. კვებითი აშლილობის 8 გავრცელებული სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ
ფოტო: VGstockstudio / Shutterstock
კვებითი აშლილობაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც წონის პრობლემებთან სტრესული დამოკიდებულების დროს ყალიბდება. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად ამაზე საუბარს ერიდებიან, თუმცა არსებობს რამდენიმე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ამ მდგომარეობის ამოცნობაში დაგეხმარებათ — აი, ისინიც.
8. როგორ შევაჩეროთ არასასურველი ფიქრები? — თერაპევტების 13 რჩევა
ფოტო: Michael Hinson / BuzzFeed
რუმინაცია — ასე უწოდებენ მენტალურ ჯანმრთელობაზე მომუშავე სპეციალისტები ფიქრის დროს ისეთი აზრთა სვლისთვის გაყოლას, რომელსაც დაღლის, შფოთვისა და აპათიის შეგრძნება მოაქვს. მოცემული სტატია სწორედ ამ მდგომარეობის დასაძლევად გამოსადეგ რჩევებს გაგაცნობთ.
9. შესაძლებელია თუ არა ადამიანების მძიმე ბავშვობისგან ხსნა
ფოტო: Nathalie Lees
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი წილი ხანდახან ჩვენთვის სრულად გაუცნობიერებლად ბავშვობაში იღებს სათავეს. გასულ ათწლეულში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვობის საზიანო გამოცდილებასა და მოზარდობაში ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს ტოქსიკური სტრესი წარმოადგენს — ანუ ისეთი განმეორებადი სტრესული სიტუაციები, როგორებიცაა, მაგალითად, ოჯახური ძალადობა ან სიღარიბეში ცხოვრება. ამ სტატიაში დაწვრილებით გაეცნობით მოცემულ ფენომენსა და პრობლემის გადასაჭრელად დანერგილ კონკრეტულ პროგრამებს.
10. 10 აპლიკაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ფოტო: Jasu Hu
დღევანდელ დროში თითქმის ყველა პრობლემის საპირწონედ არსებობს აპლიკაცია, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში თუ ვერა, მის უკეთ შეცნობასა ან მართვაში მაინც დაგეხმარებათ. გამონაკლისი არც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებია. მოცემული სტატია სწორედ იმ აპლიკაციებს გაგაცნობთ, რომლებიც ფსიქიკური სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები